საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ესტუმრა.
24 საათი 25.02.10
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ესტუმრა.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თავის კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს მარია ფექტერს შეხვდა.
შეხვედრაზე სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას მოეწერა ხელი.