RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ციხის რეჟიმი - მცირედ განსხვავებული თავისუფლებისგან

ევროპული სტანდარტები პატიმრობის კოდექსში

24 საათი 01.03.10

ევროპული სტანდარტები პატიმრობის კოდექსში

ხანგრძლივი დისკუსიებისა და სამუშაო განხილვების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, "პატიმრობის კოდექსის" ახალი პროექტი მიღებულია. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ის რამდენიმე დღის წინ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კოდექსის პროექტის განხილვა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში გაჭიანურდა. ეს ის კოდექსია, რომლის მომზადებაც, თავის დროზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მოხდა. “პატიმრობის კოდექსი” ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტს უნდა მიეღო და დაემტკიცებინა. თუმცა, აქამდე ეს პროცედურა იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შედგა, რომ საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს იწუნებდა და უკან აბრუნებდა."პატიმრობის კოდექსის" ახალ პროექტზე სამუშაოდ სპეციალური მუშა ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ექსპერტები.

საბოლოო სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ სრულფასოვან დოკუმენტად მიიჩნია. ის 2010 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, მანამდე კი იმპლემენტაციას გაივლის.

"პატიმრობის კოდექსის" მიზანი საქართველოში დღეს მოქმედი პენიტენციური სისტემის რეფორმირება და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი პატიმრობის კოდექსი ნოვაციური, ლიბერალური და რევოლუციურია, რაც უწყვეტი პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ეს იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილება, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს,” - აცხადებენ “პატიმრობის კოდექსის” ავტორები.

ახალი კოდექსის თანახმად, ახლებურად ყალიბდება ე.წ. უდოს - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები.

"პატიმრობის კოდექსი" წინაწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სფეროში საზოგადოებრივი მონიტორინგის ახალ მექანიზმს აფუძნებს. საპატიმროებში საზოგადოებრივი კონტროლის ადგილობრივი საბჭო და საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრალური საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შედიან პენიტენციურ სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. საბჭოს ამოცანებს წარმოადგენს წინასწარი პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დახმარების გაწევა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების, სწავლების, მუშაობის, კვების, სამედიცინო მომსახურების, სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის, მათზე ზედამხედველობის განხორციელებისა და სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტაში.

"პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, მსჯავრდებულებს (გარდა კარცერში ან სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულებისა) თავისუფალ დროს, ღამის საათების გარდა, ტელეგადაცემების ნახვის უფლება მიეცემათ. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეთ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ მათი გამოყენება არ არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. პროექტის თანახმად, პატიმრებს უფლება აქვთ, ტექნიკა შეიძინონ თავიანთი ხარჯებით ან მიიღონ ახლობლებისგან.

"პატიმრობის კოდექსი" თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულებისთვის ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების პირობების შექმნას ავალდებულებს. როგორც კოდექსშია ნათქვამი, ადმინისტრაცია ვალდებულია, დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, სადაც, როგორც საგანმანათლებლო, ისე მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა იქნება თავმოყრილი. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარს, განსაკუთრებით არასრულწლოვან მსჯავრდებულს, სრული და ზოგადი განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს, დაწყებითი განათლების მიცემა კი სავალდებულო იქნება.

“პატიმრობის კოდექსის” თანახმად, ისეთი პატიმრისთვის, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, ენის სასწავლად ციხეში აუცილებლად უნდა შეექმნას პირობები. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობაც ექნება.

"პატიმრობის კოდექსით", საბჭოური, დახურული სისტემის ნაცვლად, ნახევრად დახურული და ღია ტიპის საპატიმრო დაწესებულებები ამოქმედდება და ნახევრადდახურულ და ღია ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ქცევის მიხედვით გადანაწილდებიან. თუმცა, სამუდამო პატიმრობამისჯილი მსჯავრდებული ღია ტიპის საპატიმროში ვერასოდეს მოხვდება, ხოლო ქალები და არასრულწლოვნები დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულებაში არ განთავსდებიან.

“პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, მისთვის სასურველ ნებისმიერ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება მიეცეს. შეხვედრაზე ციხის დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი პატიმარს წერილობითვე წარედგინება. ბრალდებული მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლებს. ამასთან, მას თვეში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლება მიეცემა, რომელიც, შესაძლოა, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეეზღუდოს.

“პატიმრობის კოდექსი” მსჯავრდებულებისთვის ბანდეროლებისა და ამანათების შეგზავნას კრძალავს. ამის სანაცვლოდ, საპატიმრო დაწესებულებებში სავაჭრო მარკეტები გაიხსენება, სადაც ანგარიშსწორება საბანკო ბარათების მეშვეობით განხორციელდება. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, პირს, რომელსაც მსჯავრდებულისთვის ამანათისა თუ ბანდეროლის გადაცემა სურს, შესაძლებლობა მიეცემა, საბანკო ოპერაციით პატიმარს თანხა დაურიცხოს, რომლის დახარჯვაც მსჯავრდებულს ციხეში ამოქმედებულ მინი-მარკეტში შეეძლება. როგორც კოდექსის პროექტის ავტორები განმარტავენ, ახალი სისტემის დანერგვით მსჯავრდებულთა შორის ნაღდი ფულის მიმოქცევის შესაძლებობა გამოირიცხება და ამასთან, ციხეებში აკრძალული ნივთების შეღწევის რისკი შემცირდება.

“პატიმრობის კოდექსზე” მუშაობისას დავის მუდმივი საგანი იყო პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნების დაშვება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხანგრძლივი პაემნები დაიშვება, თუმცა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ახლობლებთან ხანგრძლივი პაემნების საშუალება პატიმრებს 2013 წლიდან მიეცემათ. სამაგიეროდ, “პატიმრობის კოდექსში” ჩადებულია და უკვე მოქმედებს შვებულებების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კატეგორიის პატიმარს უფლება აქვს, ისარგებლოს 5-დღიანი შვებულებით, თუკი მას ციხის ადმინისტრაცია დადებითად დაახასიათებს და საზოგადოების წარმომადგენლები მას თავდებად დაუდგებიან.

ნოვაციურია ასევე პატიმრის ადმინისტრაციულ სანქციებთან დაკავშირებული საკითხებიც. კერძოდ, როცა პატიმარი ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შინაგანაწესის დარღვევის გამო კარცერში გადავა, მას ენიჭება უფლებამოსილება, ადვოკატის მეშვეობით, ციხის ადმინისტრაციის წინაშე საკუთარი უფლებები დაიცვას.

პენიტენციური სისტემის მსოფლიო სტანდარტები

ციხის მსოფლიო სტანდარტებით დადგენილია “მსჯავრდებულებთან მოქცევის მინიმალური სტანდარტული წესები”, რომელიც 1985 წელს გაერო-მ მიიღო. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებებს, მაგალითად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საკანი ან რა რაოდენობის კალორიას უნდა შეიცავდეს საკვები.

გაერო-ს სტანდარტული წესების მიხედვით, ციხეში იკრძალება ყველა სახის დისკრიმინაცია, მსჯავრდებული ქალები და კაცები, განსასჯელები და მსჯავრდებულები, მცირეწლოვანი და სრულწლოვნები, ჩვეულებრივი კრიმინალები და რეციდივისტები უნდა იმყოფებოდნენ სხვადასხვა კატეგორიის საპატიმროებში. მსჯავრდებული უნდა მოთავსდეს ცალკე საკანში ან საერთო საკანში მას ეკუთვნის ცალკე საწოლი. საკანში სანიტარული ნორმები მკაცრად უნდა იყოს დაცული, სავენტილაციო სისტემით მუდმივად უნდა ნიავდებოდეს, რათა ჰაერი გაიწმინდოს და იმ დონეზე უნდა იყოს განათებული, რომ ზიანი არ მიადგეს პატიმრის მხედველობას. ამავე სტანდარტებით, ციხის ტუალეტი დღეში რამდენჯერმე უნდა იწმინდებოდეს და პატიმრებს არ უნდა უწევდეთ რიგში დგომა. მსჯავრდებულები უნდა ბანაობდნენ მინიმუმ კვირაში ერთხელ და რეგულარულად იცავდნენ პირად ჰიგიენას.

მსჯავრდებულები ყოველდღიურად ერთი საათის მანძილზე სუფთა ჰაერზე უნდა სეირნობდნენ ან ფიზიკურად ვარჯიშობდნენ. გაერო-ს რეკომენდაციით, არასრულწლოვან პატიმრებს უფლება აქვთ, ითამაშონ. ყველა საპატიმროში უნდა იყოს ექიმი და სტომატოლოგი.

ამავე სტანდარტებით, მსჯავრდებულს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. უნდა ღებულობდეს ინფორმაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საპატიმროებში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, პატიმრები უნდა დასაქმდნენ და მათი ანაზღაურება აუცილებლად უნდა მოხდეს. ამავე სტანდარტებით პატიმრებს განათლების მიღების უფლება აქვთ. საპატიმრო ადგილებში მუდივად ხელმისაწდომი უნდა იყოს წყალი.

გაერო-ს სტანდარტები საპატიმროებში კრძალავს სასტიკ მოპყრობას, დამცირებას, დასჯას წამების მეთოდებით. საერთო ჯამში, გაერო-ს რეკომენდაციით, ციხის რეჟიმი თავისუფალი ცხოვრების წესისგან მცირედ უნდა განსხვავდებოდეს, რათა “პატიმრებში არ მოკვდეს პასუხისმგებლობისა და ადამიანური ღირსების გრძნობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა პენიტენციური სისტემიდან - მონანიების ადგილიდან, საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდნენ”.

გარდა გაერო-ს სტანდარტებისა, არსებობს ევროსაბჭოს რეკომენდაციებიც, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება გაერო-ს სტანდარტებისგან. მაგალითად, ევროსაბჭოს რეკომენდაციით, დასაშვებია პატიმრის შვებულება. ევროპული წესებით, პატიმარს, რომელიც ციხეში დასაქმებულია, ეკუთვნის დასვენება - კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

გაერო-სა და ევროსაბჭოს სტანდარტებში საუბარია ასევე ციხის ადმინისტრაციისა და პერსონალის შერჩევაზე. პერსონალის სწავლება უნდა მოიცავდეს ევროპული ციხის წესებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და წესების დაცვის ინსტრუქტირებას. ყველა თანამშრომელს უნდა მოეთხოვებოდეს ისეთი ქცევა და მოვალეობების ისე შესრულება, რომელიც გავლენას მოახდენს პატიმრებზე დადებითი მაგალითის ჩვენებისა და მათი პატივისცემის მოპოვების გზით. პერსონალი შეძლებისდაგვარად უნდა შედგებოდეს საკმარისი რაოდენობით ისეთი სპეციალისტებისაგან, როგორცაა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მასწავლებელი, ვაჭრობა, ფიზიკური მომზადებისა და სპორტის ინსტრუქტორი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი