RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანძრის შემდეგ ქსნის საპყრობილეში 1200 პატიმარი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

24 საათი 11.03.10

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანძრის შემდეგ ქსნის საპყრობილეში 1200 პატიმარი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში ხანძრის შემდეგ ჩაატარა მონიტორინგი, რის შემდეგაც გაავრცელა განცხადება, რომ ხანძრის გაჩენის დროს კოლონიაში 2954 მსჯავრდებული იმყოფებოდა, აქედან 173 - საპყრობილეში.

არადა, დაწესებულებაში განსაზღვრული ლიმიტით 1600-ზე მეტი პატიმარი არ უნდა იყოს. სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ კოლონიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობებში ხანძარს გადარჩენილი 1287 ძველი და 204 ახალი საწოლია და მათ 2700-ზე მეტი მსჯავრდებული ინაწილებს. ანუ, საწოლებზე პატიმრებს მორიგეობით ეძინათ.

"ამჟამად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ მსჯავრდებულთა ნაწილი განთავსებულია გადარჩენილ საცხოვრებელ კორპუსსა (ე.წ. ცენტრალური ბარაკი) და ძველ კარავში, სადაც სულ 1039 საწოლია, აქედან 730 საწოლი საცხოვრებელი კორპუსის ორ სართულზეა და 309 კი ძველ კარავში. აღსანიშნავია, რომ 1039 საწოლზე ამჟამად 2000-ზე მეტი მსჯავრდებულია განთავსებული. მსჯავრდებულთა მცირე ნაწილი განთავსდა ასევე ყოფილი კლუბის, სპორტდარბაზის და სამედიცინო ნაწილის შენობებში. დაწესებულების საპყრობილეში საკუთარი სურვილით 66 მსჯავრდებული გადაიყვანეს. სტადიონის ტერიტორიაზე კი გაიმართა ორი კარავი, რომლებშიც 164 საწოლი განათავსეს. მთლიანობაში კოლონიის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ნაგებობებში არის ხანძარს გადარჩენილი 1287 საწოლი და 204 ახალი საწოლი, რომლებსაც 2700-ზე მეტი მსჯავრდებული ინაწილებს," - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში.

"დაწესებულების ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამსუბუქოს მსჯავრდებულთა მდგომარეობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქსნის კოლონიაში 2010 წლის 6 მარტამდეც სერიოზულად იდგა გადატვირთულობის პრობლემა, ხანძრის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა," - აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი.

თუმცა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში აცხადებენ, რომ 1200 პატიმარი ღია ცის ქვეშ ვერ დარჩებოდა, რადგან საპყრობილეში სულ 500 პატიმარი იხდის სასჯელს. სამინისტროს განცხადებითვე, ის პატიმრები ვინც ხანძრის დროს საპატიმროს შენობაში იმყოფებოდნენ, ინციდენტის საღამოსვე კეთილმოწყობილ კარვებში შეასახლეს, სადაც საწოლებთან ერთად გათბობაც არის.

"საპყრობილეს იმ ნაწილში, რომელიც დაიწვა, დაახლოებით 500 პატიმარი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩენილა. მათთვის იმ საღამოსვე კარვები მიიტანეს. ინფორმაცია, თითქოს ღია ცის ქვეშ ათასამდე პატიმარი დარჩა, რეალობასაა მოკლებული," - აცხადებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარები სამინისტროს პრესსამსახურში, მათივე ინფორმაციით, ქსნის კოლონიაში მყოფ პატიმრებს 4-5 კვირაში ევროპული სტანდარტების ახალ დაწესებულებაში გადაიყვანენ, რომელიც კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კომფორტულ დაწესებულებაში იქნება მოედნები და სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი ადგილები. შეიძლება აშენდეს მცირე საწარმოც, სადაც პატიმრები დასაქმდებიან. გეგმაშია ტაძრის მშენებლობაც.

რაც შეეხება ქსნის კოლონიის დამწვარ ნაწილს, მას რამდენიმე დღეში აღადგენენ.

ქსნის კოლონის ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკის ტიპის ოთახებში, ხანძარი 6 მარტს, დაახლოებით 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის დროს ერთი პატიმარი დაიღუპა - 44 წლის ბესარიონ ავსაჯანიშვილი. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ის ინვალიდი იყო, საკნიდან დროულად გასვლა ვერ მოახერხა და კვამლისგან გაიგუდა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა როგორც სამინისტროში აცხადებენ, სავარაუდოდ, თავდაპირველი პროგნოზი გამართლდება და ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა დადგინდება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი