RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ვაზივით გამძლე და მართალი

ადამიანები დროს არ ირჩევენ - ცხოვრობენ უფლის მიერ არჩეულ დროში.

24 საათი 13.03.10

ადამიანები დროს არ ირჩევენ - ცხოვრობენ უფლის მიერ არჩეულ დროში.

დღეს, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როცა ერთ წუთსაც არ ვცხოვრობთ უგანსაცდელოდ, ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც თავისი წილი ყველაფერი არგუნა ცხოვრებამ - ძლევაც, მარცხიც, ტკივილიც და სიხარულიც.

კაცის წარსული ჭრელი ფარდაგია, ალაგ - მზისფერი, ალაგ - ბინდისფერი.

ოთხმოცი წელი მხრებზე ნაბადივით წამოუსხამს როლანდ ბასილაშვილმა ღირსეულად გაიარა ეს წლები, როგორც ჟურნალისტმა - მაღალ ზნეობის ნორმებით, სამშობლოს სიყვარულით. მისი კალამი ჩვენი ცხოვრების არაერთ საჭირბოროტო თემას შეხებია. 48 წელი ჯერ გაზეთ “კომუნისტის", შემდეგ კი გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის" რედაქციაში იღვაწა. როლანდი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენის კავალერია. მუშაობდა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის" სოფლის მოურნეობისა და სურსათის რედაქციის რედაქტორად, შპს “საქართველოს რესპუბლიკის" დირექტორად, ამავე გაზეთის ყოველთვიური დამატების “დედოზარის" რედაქტორად.

კარდენახელმა ყმაწვილმა ოჯახშივე შეისისლხორცა შრომისა და სამშობლო მიწის სიყვარული. მამა მიწასთან ჭიდილს, ვენახის მოვლას ასწავლიდა. დედამისი, ქალბატონი ნინო მღვდლიაშვილი კი, ისტორიის პედაგოგი გახლდათ და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა. ფიზიკურად გამობრძმედილს, არც ჯარში სამსახური გაჭირვებია. 1962 წლიდან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების დღიდან კი იწყება მისი პროფესიული წარმატებები. სტუდენტობისას ყამირ მიწებზე თავდადებული შრომისათვის პირველ წელსვე გადასცეს მედალი “ყამირი მიწების ათვისებისათვის".

მუშაობდა ქართლის ზონაში გაზეთ “კომუნისტის" საკუთარ კორესპონდენტად და პატიოსნებითა და მაღალი პასუხისმგებლობით იქაც გამოიჩინა თავი.

გაბედულება, პასუხისმგებლობა, ოპერატიულობა, სამართლიანობა გახლავთ მისი პიროვნული ნიშან-თვისებები. მისი წერილის “გაღარიბებული ჭაღარა მიწა" - დაბეჭდვისა და მთელი რიგი გამოხმაურებების შემდეგ, ახალციხის რაიონის სოფელ წრიოხში მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა შეიქმნა.

ჟურნალისტის მორიგ წერილს “დღევანდელი დღე ხვალინდელზე აგებს პასუხს", საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო გამოეხმაურა, რომელმაც მხარი დაუჭირა როლანდ ბასილაშვილის იდეას, და მიიღო კიდეც დადგენილება “ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის" შექმნის შესახებ. აქაც გამართლდა ჟურნალისტის მიზანი! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის მიღმა კი ყოველთვის დგას ადამიანის პირადი ცხოვრება. მისი მეუღლე, ქალბატონი ციცინო ქურასბედიანი პროფესიით ექიმია. მათ ხუთი შვილი აღუზარდეს სამშობლოს ოთხი ქალი და ერთი ვაჟი.

დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა: “გინდა შეიტყო ვინა ხარ? - უნდა გაიგო, ვინ იყავი". ჟურნალისტები როდი ვართ განებივრებულნი დიდი პატივითა და მადლობებით. როლანდიც უკვე წლებმოთეული, ახლა კრიალოსანივით მარცვლავს თავის წარსულს, წუთისოფლის ავ-კარგს - რაც უნახავს და განუცდია, რა შეშლია, სად იყო მართალი... და ხვდება, რომ არაფერი გაუკეთებია სანახევროდ და უგულოდ. სიცრუეს ვერც ახლა და ვერც ვერასდროს იტანდა. თავისუფალ დროს კარდენახში გარბოდა, რომ ვაზისთვის, მამულისთვის მოევლო... ვაზს ამ კახელი კაცის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. მის სამუშაო მაგიდასთან საკუთარი მარჯვენით გაშენებული ვენახიდან აჭრილი სამამულე რქაა მიმაგრებული: ნასეტყვი, გადატეხილი, მაგრამ მაინც ამოფეთქილი და მაღლა წასული. ფენიქსივით არის ეს დალოცვილი, სიცოცხლის სიმბოლოაო - ხშირად ამბობს და ეფერება.

თუმცა წუთისოფლის ღვარცოფმა არც ჩვენი კოლეგის ოჯახი დაინდო - ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი ერთადერთი ძე, 24 წლის ლევანი... მოწიწებით შემოაღებდა ხოლმე რედაქციის კარს ლევანი, მუდამ აღფრთოვანებულები ვიყავით მისი მართლაც გამორჩეული ხიბლით. მამა-შვილს დაბადების დღეც საერთო ჰქონდათ - 10 მარტი. ამიტომაც ასმაგად ძნელია ახლა მისთვის ყოველი დაბადების დღე... ერთხელ, ლევანი ვერ დასწრებია მამის იუბილეს, მისთვის საბოდიშო წერილი მიუწერია და შეპირებია: “მამა 80 წლის რომ გახდები, ნახავ, როგორ დაბადების დღეს გადაგიხდიო". ვაგლახ, რომ ფიცი არ აუსრულა! წინასწარმეტყველური და საბედისწერო გამოდგა შვილის მილოცვა მამისადმი. რომ არა დაუნდობელი ბედისწერა, ახლა როლანდზე ბედნიერი კაცი ქვეყანაზე არ იქნებოდა!

გარეგნული სილამაზის გარდა, ლევანი მდიდარი შინაგანი ბუნებითაც იყო გამორჩეული. თურმე, ლევანი ჩუმად ლექსებსაც წერდა. გარდაცვალების შემდეგ კი მისი ლექსების კრებულიც გამოიცა.

გვახსოვს მათი ოჯახის ტრაგედია - საზარელ მწუხარებას გაუსინჯა გემო როლანდმა, საშინლად მწარეს, მაგრამ ეს ტკივილი დაისაკუთრა და გარშემომყოვებს თავს არ მოახვია... გლოვის ზარი იდგა მაშინ ჩვენს რედაქციაშიც. გულით დავიტირეთ ჭაბუკი. მას მერე ებრძვის შვილის წასვლით დარჩენილ სიცარიელეს, აღარ იცის, სად გაექცეს შვილის მონატრებას. მარტო დარჩენილი ხშირად იღებს კალამს და ქაღალდზე გადააქვს თავისი ფიქრები:

“შენი ხატება მუდამ თან დამყვება,

შენ მეგულები ღმერთთან,

ძალიან მომენატრე, შვილო,

როგორ მოვიდე შენთან..."

სიცოცხლის აზრს როლანდი ისევ ლევანის მიერ დანატოვარ ქალ-ვაჟში, თავის საამაყო ქალიშვილებსა და შვილიშვილებში ხედავს. მათით უხარია ამქვეყნიური ყოფა, ეიმედება მომავალი. მართალია მწუხარებამ ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ სულიერად კი ვერ მოდრიკა. პირიქით, მეტად დარწმუნდა იმაში, რომ წლებმონათევი კაცი ძველი წიგნივით საინტერესოა და ძველი ღვინოსავით - დავარგებული. უკვე ისიც იცის, რომ სწრაფწარმავლობის გამო შეარქვა ქართველმა სიცოცხლეს წუთისოფელი. ამიტომ უნდა გაუძლოს საწუთროს მუხანათობას იმისათვის, რომ მისი გამოცდილება საჭიროა შვილიშვილებისათვის, ოჯახისათვის, განსაკუთრებით კი ლევანის დანატოვარი ანასტასიასა და ლუკასთვის, ჯერაც სულ ბავშვის, ცალეულად დარჩენილი რძლისთვის.

ჩვენც გვინდა ვაზივით გამძლეობა, ტკივილის ვაჟკაცურად ატანა, შვილებსა და შვილიშვილებში გახარება და გამრავლება ვუსურვოთ როლანდ ბასილაშვილს.

ალეკო ასლანიშვილი, ლია ჭიღლაძე, სეხნია გოგოლაშვილი, ელდარ იბერი, ცისანა სიხარულიძე, იზა ჯაჭვაძე, ლელა დონაძე, ლამარა გიორგაშვილი, მაია ასაკაშვილი, გელა საითიძე.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი