RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სერიული დამნაშავე გაასამართლეს

სასამართლომ 21 წლის ი.გ. დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ მძიმე ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, მას ოცდაექვსი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

24 საათი 15.03.10

სასამართლომ 21 წლის ი.გ. დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ მძიმე ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, მას ოცდაექვსი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ი.გ-ს ბრალი ედებოდა ხულიგნობაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

საქმის გარემოებები ასეთია : ნასვამი ი.გ. თავის მე გობარ გ.შ.-სთან და გამოძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად, იმყოფებოდა თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე არსებულ ლიტერატურულ არტ-კაფე "ქარავანი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ი.გ. და მისი თანმხლები პირები მივიდნენ იქვე, ავტოსადგომის დარაჯად მომუშავე ჟ.ა.-სთან, რომელსაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ი.გ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ჟ.ა.-ს დაუწყეს ცემა. ხმამაღალი გინების ხმაზე კაფედან გამოვიდა მიმტანი ნ.თ, რომელმაც დაინახა ჟ.ა.-ს უცხო პიროვნებები როგორ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ.თ. დაბრუნდა კაფეში და აღნიშნულის შესახებ უთხრა კაფე "ქარავანის" ბარმენს ლ.ლ.-ს, მიმტანს - რ.გ. და მენეჯერს - ქ.გ.-ს. ისინი გავიდნენ გარეთ და დაინახეს, რომ ჟ.ა. აღნიშნულ სამ პიროვნებას მიყავდა რუსთაველის გამზირის მიმართულებით, დაედევნენ მათ და კინო "რუსთველთან" ლ.ლ.-მ ჰკითხა აღნიშნულ პიროვნებებს, თუ სად მიყავდათ ჟ.ა. ამ დროს ი.გ. მიტრიალდა ლ.ლ.-სკენ და მარცხენა ხელში ჩაარტყა დანა, რითაც მიაყენა გამჭოლი ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა წინამხრის არეში, შუათანა ნერვის, მომხრელი და გამშლელი კუნთების დანიაზება. მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციის თანამშრომლების ი.გ. და გ.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო მესამე პიროვნება შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების მასალებით, ი.გ.-მ მალევე ახალი დანაშაული ჩაიდინა. ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ი.გ.-ს მეუღლის საცხოვრებლ ბინაში, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, საკუთარ მეგობართან და ძველ თანაკლასელთან გ.რ.-სთან, რომელიც მასთან სტუმრად იმყოფებოდა და თან ახლდა გ.ხ, მათი შელაპარაკება საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა. განაწყენებულმა ი.გ-მ, მას შემდეგ, რაც სტუმრებმა დატოვეს მისი მეუღლის ბინა, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მოეკლა გ.რ.

მეორე დღეს, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით შეიარაღებული მეგობარ გ.შ.-სთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა თბილისში ორთაჭალის ქუჩაზე, სადაც იმ დროისთვის იმყოფებოდნენ, გ.რ, ლ.რ. დ.მ. ი.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გადმოყო მანქანის ფანჯრიდან და რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად, ლ.რ.-მ მიიღო ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყის, მარცხენა ლავიწისქვეშა ფესოს, მარჯვენა მტევნის არეში და კეფის არეში, ხოლო მომხდარის გამო შეშინებულმა სხვა პირებმა დ.მ-მ, გ.რ.-მ და გ.ხ.-მ მოახერხეს გაქცევა, რითაც გადაურჩნენ სიკვდილს.

მიღებული დაზიანების გამო ლ.რ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ი.გ. მოგვიანებით დააკავეს.

სასამართლოს მსვლელობისას განსასჯელმა თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

სასამართლომ ი.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით ოცდაექვსი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი