საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
24 საათი 16.03.10
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თავის იტალიელ კოლეგას რობერტო მარონის. ვიზიტი შედგა 2010 წლის პირველ ნახევარში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსიური პროგრამის ჩარჩოებში.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მხარეთა შეხვედრისას ხელი მოეწერა ახალ ორმხრივ შეთანხმებას "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ", რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას დანაშაულის თავიდან აცილებაში, გამოძიებაში, დანაშაულის გახსნასა და აღკვეთაში, განსაკუთრებით, ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, უკანონო მიგრაციასა და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებში.
ეს შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი სრულყოფილი მექანიზმების შექმნას, როგორიცაა ინფორმაციის გაცვლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება.
გარდა ამისა, მინისტრებმა პოლიციის თანამშრომლობასთან და პოლიციის ექსპერტების ტრენინგებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მედიანიუსი