გუშინწინ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ ერთობლივ სპეცოპერაცია JAVA-ს, რომლის ინიციატორიც ესპანეთი იყო, ევროპული გაზეთები კვლავ ეხმაურებიან.
24 საათი 17.03.10

გუშინწინ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ ერთობლივ სპეცოპერაცია JAVA-ს, რომლის ინიციატორიც ესპანეთი იყო, ევროპული გაზეთები კვლავ ეხმაურებიან.
“რუსული მაფიის” ძლევამოსილება, რომლის წინააღმდეგაც ევროპელმა სამართალდამცველებმა გუშინწინ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რუს ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა სერიოზული მხარდაჭერითაა განპირობებული,” - წერს ესპანური პრესა, რომლის ინფორმაციითაც, ესპანეთს რუსული მაფიის წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლისას სწორედ ამ გავლენიანმა მფარველებმა შეუქმნა დიდი სირთულეები.
“თანამედროვე რუსული მაფია კგბ-ში დაიბადა. მაფიის მეთაურად გახდომისთვის ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან მეგობრობაა საჭირო,” - წერს ესპანური გაზეთი
El Pais და შიფრავს იმ კრიმინალურ სქემებს, რომითაც რუსული მაფია და მისი მფარველები მოქმედებენ. გაზეთის ინფორაციით, მაფიის ლიდერები ფლობენ წილებს მსხვლ ნავთობ და მეტალურგიულ კომპანიებში, უკანონო გზით მოპოვებულ შავ ფულს ათეთრებენ აშშ-ს გერმანიის, ჰოლანდისა და შეიცარიის საინვესტიციო კომპანიებში და დაკავებული არიან ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდით.
გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის სამართალდამცველი უწყებები იმის მაგივრად, რომ დაეხმარონ ესპანელ კოლეგებს, ცდილობენ მოიპოვონ დეტალური ინფორმაცია ესპანეთის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების იმ მასალების თაობაზე, რომლებიც დაკავებულ მაფიოზთა მიმართ არსებობს.
“ესპანეთის პროკურატურის თანამშრომლების მკვლელობასაც კი ეცადნენ, იმ გამომძიებლების, რომლებიც რუსული მაფიის საქმეში არიან ჩართული,” - წერს გაზეთი, რომელიც ასევე, ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გამოძიებას მოეპოვება მტკიცებულებები მაფიოზთა პროტექტორების - რუსეთში საკმად გავლენიანი პირების წინააღმდეგ. გადა ამისა, საქმეში არსებობს არა ერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება “კრიმინალურ ავტორტეტთა” მჭიდრო საქმიანი ერთიერთობა რუსეთის დუმის დეპუტატებთან და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას, პუტინის წინასააჩევნო კამპანის დაფინანსებასთან.
ესპანური გაზეთები გაკვირვებას გამოთქვამენ რუსული მაფიის ფინანსების გრანდიოზულობის გამო.
“მაფიოზებმა ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული და, შესაბამისად, ძვირადღირებული ადვოკატები დაიქირავეს, ფანტასტიურ თანხებს იხდიან გირაოში,” - აცხადებს გაზეთი, რომელიც იმასაც წერს, რომ მაფიოზები ახერხებენ სამართალდამცველთა მოსყიდვასა და ბრალდების მხარის დისკრედიტაციასაც.
გაზეთის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებული ერთ-ერთი მთავარი მაფიოზი, 38 წლის კახა შუშანაშვილი, მეთაურობდა საქართველოს მოქალაქების კრიმინალურ საქმიანობას მთელ ევროპაში.
ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლის ხუან რამონ იგლესიას განცხადებით, დაკავებული კრიმინალი სატელეფონო საუბარში, რომელსაც სასამართლოს ნებართვით პოლიცია ისმენდა, ამაყობდა, “დავიპყარით მთელი ევროპა”. .მისივე თქმით, შუშანაშვილს და სხვა დაკავებულებს ამ დღებში დაკითხავას გამომიებელი ფერანდო გგრანდე-მარლასკკა, რომელიც სეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
ცნობილი გერმანელი ექსპერტის იურგენ როტის მოსაზრებით, გუშინწინ ევროპის ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო “რუსულ მაფიასთან”.
“ეს იყო აქცია დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ რომელსაც ქართველი “კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. სპეცოპერაცია ჩატარდა ქართული მაფიის ქართველ ნათლიმამების წინააღმდეგ. დაკავებულთა შორის არც ერთი არ არის რუსეთის მოქალაქე,” - განაცხადა ექსპერტმა, რომლის ინფორმაციითაც, ქართული დაჯგუფების ყოველკვირეული შემოსავალი მილიონ ევროს აღწევდა.