RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

დავით ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიას მიერ დაჭრის ფაქტს უარყოფს

ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა დავით ბაჯელიძემ სასამართლოზე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა და ცოტნე გამსახურდიას მიერ მისი დაჭრის ფაქტი უარყო.

24 საათი 17.03.10

ცოტნე გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა დავით ბაჯელიძემ სასამართლოზე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა და ცოტნე გამსახურდიას მიერ მისი დაჭრის ფაქტი უარყო.

როგორც გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჯელიძემ განაცხადა, მას არ დაუნახავს, ვინ ესროლა, მაგრამ სილუეტი, რომელსაც მან გონების დაკარგვამდე თვალი მოკრა, ცოტნე გამსახურდიასი არ ყოფილა.

"ოთახში მე და ბებიაჩემი ვიყავით, რომელიც 97 წლისაა და ცუდად ესმის. კარზე კაკუნის ხმა მომესმა და გასაღებად ავდექი. ამ დროს გაზქურასთან მყოფმა ბებიამ წაიბორძიკა, კარის გაღების პარალელურად მისკენ გავიხედე და ამასობაში მუცლის არეში ტკივილი ვიგრძენი. მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო, მეგონა, გაზი აფეთქდა, გონება დავკარგე და მერე არაფერი მახსოვს. არ დამინახავს, ვინ მესროლა, მაგრამ სილუეტი, რომელსაც თვალი ბუნდოვნად მოვკარი, ცოტნესი არ ყოფილა," - განაცხადა ბაჯელიძემ.

ამასთან, დაზარალებულის თქმით, პალატაში გადაყვანის დღიდან მასთან ხშირად მიდიოდა საქმის გამომძიებელი ზურაბ სხირტლაძე, რომელიც გამომძიებლის სტატუსით მხოლოდ მისი საავადმყოფოდან სახლში გადაყვანის შემდეგ გაეცნო.

"სხვადასხვა პოლიციელები თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ იციან, რაც მოხდა და რომ ცოტნემ მესროლა. სახლში გადაყვანის შემდეგ ორი გამომძიებელი მოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთი სხირტლაძე იყო. იგი გამომძიებლის სტატუსით პირველად სწორედ სახლში გამეცნო. მე ვსაუბრობდი, ისინი კი იწერდნენ," - განმარტა ბაჯელიძემ.

სხვათა შორის, ბოლო ორ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე უცნობი ფარული ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, რომელშიც ბაჯელიძე გამსახურდიას ბრალეულობაზე საუბრობს. ოთხ ვიდეოჩანაწერში დაზარალებული დავით ბაჯელიძე, მისი ძმა ანზორ ბაჯელიძე და მეზობელი რაისა საიდოვა სწორედ გამსახურდიას ბრალეულობაზე საუბრობენ. მართალია, დაცვის მხარემ სასამართლოზე შუამდგომლობა დააყენა ვიდეო-მასალების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, მაგრამ მოსამართლემ იგი არ დააკმაყოფილა.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე ფარული ვიდეო-ჩანაწერების ავტორი - შს სამინისტროს ძველი თბილისის მესამე განყოფილების უფროსი ნიკოლოზ გოგიაშვილიც უნდა დაკითხულიყო.

ეს შუამდგომლობაც ბრალდების მხარემ წინა პროცესზე დააყენა და დაცვის მხარის მიერ გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ იგი მაინც დააკმაყოფილა.

წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მეორე შუამდგომლობაც იყო დაყენებული, რომელიც გამსახურდიას საქმეზე იგივე გოგიაშვილის მიერ გადაღებული ორი ფარული ჩანაწერების დართვას გულისხმობდა. ბრალდების მხარის განმარტებით, ჩანაწერები ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის დაფარვის ფაქტზე ცალკე გამოყოფილ საქმეს ახლავს.

ვის მიერაა საქმე გამოყოფილი და ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იგი, ბრალდების მხარეს პროცესზე არ დაუკონკრეტებია. თუმცა, შუამდგომლობა მოსამართლემ მაინც დააკმაყოფილა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია არც გუშინდელ სასამართლო პროცესს დასწრებია. სამართალდამცველებმა იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის დააკავეს. მას მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. თავად გამსახურდია აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამის გამო პერმანენტულად შიმშილობდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი