თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ საქმის გარჩევებს 20 წლის სანდრო გოგიბერიშვილის სიცოცხლე შეეწირა.
24 საათი 17.03.10
თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ საქმის გარჩევებს 20 წლის სანდრო გოგიბერიშვილის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულის გარდა დაიჭრა გარჩევის ორი მონაწილე, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე დაზარალებულთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გრიბოედოვის 14-ში მცხოვრებთა თქმით, 15 მარტს, დაახლოებით, ღამის 9 საათამდე, 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ეზოში გავიდნენ და დაინახეს, რომ მოკლული იყო ახალგაზრდა მამაკაცი. იგი გრიბოედოვის 20 ნოემბრის მცხოვრები, 20 წლის სანდრო გოგბერაშვილი აღმოჩნდა. დაჭრილი ორი ახალგაზრდა კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მეზობლების ინფორმაციით, დაახლოებით 5 წლის წინ მოკლეს სანდრო გოგბერაშვილის ძმაც.
გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებთა განცხადებით, ინციდენტში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა მათ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.
როგორც ამავე ეზოში მომუშავე ფეხსაცმლის შემკეთებელი ელდარ ძოწენიძ ამბობს, მისი ჯიხურის მინა ჩამსხვრეულია. ფანჯარას მოხვედრილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვია. ელდარ ძოწენიძე იხსენებს იმასაც, რომ გრიბოედოვის ქუჩის შემოსასვლელში ახალგაზრდებს შორის ხშირია ე.წ. საქმის გარჩევები.
შემთხვევის მეორე დღესვე სამართალდამცველებმა გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს. მათი ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამნაშავის სახელსა და გვარს არ ასახელებენ.