RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ადგილობრივი არჩევნების სამართლებრივი დეტალები

ადგილობრივი არჩევნები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 30 მაისსვე დადებითად შეაფასა და აღნიშნა:

24 საათი 07.06.10

ადგილობრივი არჩევნები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 30 მაისსვე დადებითად შეაფასა და აღნიშნა:

“არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და მასში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტი მხარდამჭერებთან ერთად კანონის ფარგლებში მოქმედებდა. არჩევნებში მუქარის ან ზეწოლის ფაქტები არ დაფიქსირებულა,” - თქვა შს მინისტრის მოადგილემ, თუმცა იქვე ორი ფაქტი დაასახელა, რომლებზეც არჩევნების დღესვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორცილებისთვის ხელის შეშლა ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალის ან ძალადობის მუქარით, ჯგუფურად ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკევთით. რაც შეეხება საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, სისხლის სამართლის 163-ე მუხლით ისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული არც ერთი არჩევნები ისე არ დასრულებულა, რომ რამდენიმე ფაქტზე სისხლის სამრთლის საქმე არ აღძრულიყო.

როგორი სამართლებრივი შედეგით დასრულდება 30 მაისის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები, ალბათ მომავალში გახდება ცნობილი, ესეც იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტრუქტურებიდან ამ ინფორმაციის მიღებას შევძლებთ. სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა და ერთკვირიანი მოლოდინისა, ადგილობრივ არჩევნებთან აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურიდან დღემდე ვერ შევძელით ინფორმაციის მიღება. ამიტომ, ჩვენთვის უცნობია, ზუსტად რამდენ ფაქტზე და რა მუხლებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ არჩევნების დღეს აღნიშნა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია წალკის რაიონის სოფელ ოზნში საარჩევნო ყუთის გატეხვის ფაქტზე, რის გამოც ხმის მიცემა შეწყდა და გლდანში 50 ბეჭედდარტყმული ბიულეტენის ქურდობის გამო

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი აღნიშნავს, მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ორგანიზაციის მიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში შეტანილ განცხადებას. არადა, ხიდაშელის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს, რომელმაც საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ამოსული ზედმეტი ბიულეტენების გამო საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ზურაბ ღლონტი ფიზიკურად გაუსწორდა. ხიდაშელის განცხადებით, დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მამუკა კენჭაძესაც, რაც მისი კანონით განსაზღრული მოვალეობა იყო.

ამ შემთხვევის გარდა, თამარ ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა იურისტები პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით კიდევ

ორ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავენ. საქმე ეხება თბილისის რამდენიმე უბანში დოკუმენტაციის გაყალბებას.

უკვე ცნობილია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული 12 საჩივარი-განცხადებიდან სამართალდამცველ ორგანოებს არც ერთი არ გადაეგზავნება. ცესკო-ს პრესამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა უკვე განიხილეს შესული განცხადებები, თუმცა ვერც ერთ მათგანში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

რაც შეეხება სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში შესულია 16 საჩივარი, როგორც ფიზიკური პირების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამ საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაწყებულია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი