RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მძიმე ბრალდება რამზან კადიროვს

გაზეთ "L'Express"-ის ინფორმაციით, ავსტრიის პროკურატურა, გასულ წელს, ვენაში, 26 წლის ჩეჩენი ოპოზიციონერის, უმარ ისრაილოვის მკვლელობის ფაქტს იძიებს.

24 საათი 04.09.10

გაზეთ "L'Express"-ის ინფორმაციით, ავსტრიის პროკურატურა, გასულ წელს, ვენაში, 26 წლის ჩეჩენი ოპოზიციონერის, უმარ ისრაილოვის მკვლელობის ფაქტს იძიებს.

მკვლელობა კი შესაძლოა, ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს უკავშირდებოდება. "L'Express"-ის ინფორმაციით, უმარ ისმაილოვის მკვლელობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილები არიან რუსი დიპლომატები.

"გამოძიება დარწმუნებულია, რომ მკვლელობა კადიროვის ხალხმა ჩაიდინა მისივე ბრძანებით, ავსტრიაში რუსეთის დიპკორპუსის წარმომადგენელთა დახმარებით", - წერს გაზეთი "L'Express"-.ი

ისრაილოვი 2009 წლის 13 იანვარს, გატაცების მცდელობისას მოკლეს. ორმა ადამიანმა მას რამდენჯერმე ესროლა, თავდამსხმელები ავტომანქანაში ჩასხდნენ და მიიმალნენ. მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი: ოტტო კალტენბრუნნერი, რომელიც გატაცების ორგანიზატორად მოიაზრება, მუსლიმ დადაევი, რომელსაც სამართალდამცველები ისრაილოვის მოთვალთვალედ მოიაზრებენ და ტურპალ ალი ეშერკაევი, რომელიც თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა ისრაილოვს.

სამივე მათგანს, რამდენიმე დღის წინ, ბრალი წარუდგინეს. რაც შეეხება მკვლელობაში მონაწილე მეოთხე ეჭვმიტანილს, ლეჩა ბოგატიროვს, ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის ავსტრიიდან გაუჩინარდა და გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში იმყოფება. გამოძიება თითქმის დარწმუნებულია, რომ უმარ ისრაილოვი, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლით, სწორედ მან მოკლა.

გაზეთ "L'Express"-ის ინფორმაციით, კადიროვისა და რუსი დიპლომატების მონაწილეობის შესახებ გახმაურებულ მკვლელობებში წარმოებულმა გამოძიებამ, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, რომელიც გაურკვეველია, თუ რით დასრულდება მოსკოვისა და ევროკავშირის ურთიერთობებისათვის. თავად რამზან კადიროვვი კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და ისრაილოვის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობას. კადიროვი ამ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს და მკვლელობის საკუთარ ვერსიას ახმაურებს. . მისი თქმით, ისრაილოვს ჩეჩნეთში მრავალი მოსისხლე მტერი ჰყავდა და შესაძლოა, ის შურისძიების მიზნით მოკლეს.

გაზეთი "L'Express"-ი აქვეყნებს ინტერვიუს მოკლული ისრაილოვის მამასთან - ალი ისრაილოვთან. "ვლადიმერ პუტინსა და რამზან კადიროვს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად ჩაიდინონ მკვლელობები", - აცხადებს მოკლული ისრაილოვის მამა.

როგორც გარდაცვლილის მამა ირწმუნება, მისი ვაჟი მოიცილეს იმიტომ, რომ იგი კადიროვის დანაშაულებრივი მოღვაწეობის არასასურველი მოწმე იყო. "ჩემს ვაჟს არა მხოლოდ ესმოდა, თუ როგორ იძლეოდა რამზან კადიროვი მოკვლელობისა და წამების ბრძანებას, არამედ საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ახორციელებდა პირადად კადიროვი ამ სისასტიკეს," - განმარტავს მოკლულის მამა.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი