RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

იწყება ახალი მართლმსაჯულება

დღეიდან თბილისში მომხდარ დანაშაულს - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, რომელსაც სამართალდამცველები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკვალიფიცირებენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

24 საათი 01.10.10

დღეიდან თბილისში მომხდარ დანაშაულს - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, რომელსაც სამართალდამცველები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკვალიფიცირებენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

ანუ, დღეიდან სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და, შესაბამისად, ახალი, ევროპული ყაიდის სამართალწარმოება ამოქმედდება.

დღეიდან საქართველოში სრულიად ახალი სამართალწარმოება იწყება და ის თავიდან ბოლომდე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე იქნება დამყარებული. ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, რომელზე მუშაობაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ნოვაციებითა და პროგრესულობით გამოირჩევა.

ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” ამოსავალი პრინციპია ის, რომ

მხარეებს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ექნებათ და შეჯიბრობითობის პრინციპით იმოქმედებენ. მოსამართლის როლი კი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მან, როგორც არბიტრმა, წარმართოს ამა თუ იმ საქმის განხილვის მიმდინარეობა, წაიყვანოს პროცესი და მხარეებს მტკიცებულებების წარმოსადგენად მისცეს თანაბარი საშუალება.

ახალი კოდექსით, მოსამართლე მხოლოდ და მხოლოფ ფაქტების შემფასებელი და გადაწყვეტილების მიმღები იქნება. მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლომდე მიტანა მხოლოდ მხარეებზე იქნება დამოკიდებული.

ახალი “სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

სიახლეა ისიც, რომ ეჭვმიტანილისა და განსასჯელის სტატუსი აღარ იარსებებს. პირი ბრალდებულად ჩაითვლება დაკავების დღიდან მანამდე, ვიდრე მას განაჩენს გამოუტანენ და მსჯავრდებულის სტატუსი მიენიჭება.

წლების განმავლობაში შემუშავებული, უცხოელი ექსპერტების მხიდან ცენზურაგავლილი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთავრი მიზანი სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაა, რადგან ახალი კანონით, შემცირებულია საპროცესო ვადები. მნიშვნელოვნად შემცირებულია წინასწარი გამოძიებისა და წინასწარი პატიმრობის ვადებიც. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის გამოძიება მთლიანად სასამართლოში მოხდება.

სიხლეა ისიც, რომ მოწმე ერთხელ და საჯაროდ, სასამართლო პროცესზე დაიკითხება.

ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” კიდევ ერთი ნოვაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტის შემოღება-ამოქმედებაა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში იმოქმედებს და მხოლოდ ერთი კატეგორიის საქმეს განიხილავს - 109-ე მუხლით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. მსაჯულთა შემადგენლობა საარჩევნო სიიდან შემთხვევითი პრინციპით შეირჩევა. ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენელი, სასულიერო პირი.

არასაპატიო მიზეზით სამოქალაქო ვალდებულებისაგან თავის არიდებისას მოქალაქე 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება.

ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად ან ხმათა უმრავლესობით. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე მოსამართლეს სხდომის წაყვანის ფუნქცია აქვს. იგი არ ერევა ნაფიცი მსაჯულების მუშაობაში.

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში, არ საჩივრდება და ასეთ შემთხვევაში პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან. დასაშვებია გამამტყუნებელი ვერდიქტის გასაჩივრება, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

დღესვე ამოქმედდება "პატიმრობის შესახებ" ახალი კოდექსიც, რომელიც პატიმრებისთვის ბევრ სასიკეთო ცვლილებას ითვალისწინებს.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი