RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რო­მე­ლი ხა­რის­ხის სიმ­თ­ვ­რა­ლე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მკაცრ სან­ქ­ცი­ებს

ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე ადა­მი­ა­ნი მი­დის და ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ექ­ს­პერ­ტე­ბი პატ­რუ­ლის დას­კ­ვ­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პა­სუხს უდ­გე­ნენ

24 საათი 21.12.10

ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე ადა­მი­ა­ნი მი­დის და ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ექ­ს­პერ­ტე­ბი პატ­რუ­ლის დას­კ­ვ­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პა­სუხს უდ­გე­ნენ

საქართველოს კანონმდებლობით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა დასჯადია. ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა ისჯება ჯარიმით, 200 ლარის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის კი - 250 ლარით. ნასვამ პირს თუ არა აქვს ავტომობილის მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, იგი დაჯარიმდება 500 ლარით. ამავე რაოდენობით თანხით დაჯარიმდება ავტომობილის მფლობელი, თუ იგი ნასვამ პიროვნებას მანქანას ათხოვებს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა. თუ სატრანსპორტო საშუალების გადამცემ პირს არა აქვს მართვის უფლება, იგი თავად დაჯარიმდება 500 ლარით.

თუ მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც ერ­თხელ უკ­ვე და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თ­ვის გა­მო და მან მსგავ­სი კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ჩა­ი­დი­ნა, მას ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თ­მე­ვა 1 წლით და მარ­თ­ვის უფ­ლე­ბის ასა­ღე­ბად თა­ვი­დან უნ­და ჩა­ა­ბა­როს გა­მოც­და. ხო­ლო, თუ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვა პატ­რულ­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­გივ­ლი­ნათ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ჯა­რიმ­დე­ბით 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბით 90 დღემ­დე.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თ­ვა რომ აკ­რ­ძა­ლუ­ლია, ყვე­ლამ კარ­გად იცის, მაგ­რამ რა დო­ნის ალ­კო­ჰო­ლუ­რი სიმ­თ­ვ­რა­ლეა დას­ჯა­დი, მძღო­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის უც­ნო­ბია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რე­ბის 2006 წლის 13 ივ­ნი­სის 768-161/N ბრძა­ნე­ბით, სის­ხ­ლ­ში ალ­კო­ჰო­ლის და­საშ­ვე­ბი ოდე­ნო­ბა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 0,2 პრო­მი­ლეს. ანუ, ალ­კო­ჰო­ლის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მან­ქა­ნის მარ­თ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, აკ­რ­ძა­ლუ­ლი არ არის. თუმ­ცა, რო­გორ უნ­და დად­გინ­დეს, რა რა­ო­დე­ნო­ბის (რამ­დე­ნი ჭი­ქა) ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლია მძღოლს მან­ქა­ნის მარ­თ­ვა, ამის ზუს­ტი გა­შიფ­ვ­რა არ არ­სე­ბობს. რო­გორც ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თ­ლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ კარ­გა­რე­თე­ლი ამ­ბობს, რა ოდე­ნო­ბის სა­სა­მე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ არის არის ადა­მი­ა­ნი ნას­ვა­მი, ამის გან­საზღ­ვ­რა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ზე, იმა­ზე, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კო­ჰო­ლი მი­ი­ღო, ჭა­მა თუ არა საჭ­მე­ლი, რა სა­ხე­ო­ბის საკ­ვე­ბი მი­ი­ღო და­ლე­ვის შემ­დეგ და ასე შემ­დეგ. თუმ­ცა, რო­გორც ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვიტყ­ვეთ, პატ­რუ­ლის მი­ერ დად­გე­ნი­ლი სიმ­თ­ვ­რა­ლის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე ადა­მი­ა­ნი მი­დის და მათ ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ექ­ს­პერ­ტე­ბი პატ­რუ­ლის დას­კ­ვ­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პა­სუხს ანუ სიფხიზ­ლეს უდ­გე­ნენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მძღო­ლი საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯა­რი­მი­დან და ხში­რად მარ­თ­ვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა. ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ალ­კო­ჰოლ­ზე შე­მოწ­მე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 ლა­რი ღირს, თუმ­ცა სი­მარ­თ­ლის და­სად­გე­ნად ამ თან­ხის გა­ღე­ბა მძღო­ლებს ნამ­დ­ვი­ლად უღირთ.

მარ­თა­ლია, ჩვენ გარ­შე­მო ხში­რად ის­მის მძღო­ლე­ბის პრე­ტენ­ზია, რომ სიფხიზ­ლის დრო­საც სიმ­თ­ვ­რა­ლე-სიფხიზ­ლის დამ­დ­გე­ნი აპა­რა­ტე­ბი ხში­რად სიმ­თ­ვ­რა­ლეს აფიქ­სი­რე­ბენ და სიტყ­ვი­ე­რი მტკი­ცე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ჯა­რი­მას ვერ ცდე­ბი­ან, მაგ­რამ ბევ­რ­მა მათ­გან­მა დღემ­დე არ იცის, სა­კუ­თა­რი სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნა ექ­ს­პერ­ტი­ზის გზით რომ შე­უძ­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კი­სა, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი­სას სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოს ამ­ტ­კი­ცე­ბენ, მა­თი გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტე­ბი მძღო­ლის სიმ­თ­ვ­რა­ლეს სწო­რედ 0,2 პრო­მი­ლის შემ­დეგ აფიქ­სი­რე­ბენ და ფხი­ზე­ლი ადა­მი­ა­ნის უსა­მარ­თ­ლოდ და­ჯა­რი­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ხდე­ბა.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. იმა­ში უკეთ გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ავ­ტო­საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სფე­რო­ში ქარ­თ­ვე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლე­ბის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბი და რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში გთა­ვა­ზობთ უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას.

ლიტ­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სით, ავ­ტო­სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ი­სათ­ვის ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სიმ­თ­ვ­რა­ლის ხა­რის­ხ­ზე, სის­ხ­ლ­ში ალ­კო­ჰო­ლის და­საშ­ვე­ბი ოდე­ნო­ბა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 0,4 პრო­მი­ლეს: ავ­ტო­სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სიმ­თ­ვ­რა­ლის მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვი­სას მძღო­ლი ჯა­რიმ­დე­ბა 1000-დან 1500 ლი­ტამ­დე (289-დან 429 ევ­რომ­დე), ან სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თ­ვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვა 1-დან 1,5 წლამ­დე ვა­დით, სიმ­თ­ვ­რა­ლის სა­შუ­ა­ლო ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვი­სას 1500-დან 2000 ლი­ტამ­დე ანუ 429-დან 571 ევ­რომ­დე.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის დროს და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ" დი­დი ბრი­ტა­ნე­თის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ალ­კო­ჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ (ალ­კო­ჰო­ლის 0,4 პრო­მი­ლე­ზე მა­ღა­ლი შემ­ც­ვე­ლო­ბა) ავ­ტო­სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­ნა­შა­ვეს შე­ე­ფარ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა 6 თვემ­დე ვა­დით ან ჯა­რი­მით 5 000 ან ორი­ვე სას­ჯე­ლი ერ­თად. ამას­თან­ვე, მძღო­ლი დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 12 თვით, ხო­ლო 10 წლის მან­ძილ­ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას - მი­ნი­მუმ 3 წლით. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, აქ სხვა­დას­ხ­ვა შტატ­ში ავ­ტო­საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის სფე­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა სან­ქ­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, კერ­ძოდ, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბად ით­ვ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც მძღო­ლის სის­ხ­ლ­ში ალ­კო­ჰო­ლის შემ­ც­ვე­ლო­ბა 0,8 პრო­მი­ლე ან მე­ტია. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პირ­ვე­ლა­დი დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში დად­გე­ნი­ლია ცი­ხე - 96 სა­ა­თი­დან 6 თვემ­დე ან ჯა­რი­მა - 390-დან 1000 დო­ლა­რამ­დე და მარ­თ­ვის მოწ­მო­ბის დრო­ე­ბი­თი ჩა­მორ­თ­მე­ვა - 6 თვით. მე­ო­რა­დი დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­ქ­ცი­ე­ბი მკაც­რ­დე­ბა. ამ დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ცი­ხე - 90 დღი­დან 1 წლამ­დე, ჯა­რი­მა კვლავ 390-დან 1000 დო­ლა­რამ­დე რჩე­ბა, თუმ­ცა მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა უკ­ვე 2 წლით ჩა­მო­ერ­თ­მე­ვა. კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში თუ მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა ჩა­მორ­თ­მე­უ­ლია მან­ქა­ნის ცუ­დად მარ­თ­ვის გა­მო (გზა­ზე ხი­ფა­თის შექ­მ­ნა, გა­უ­მარ­თა­ვო­ბა და ა.შ.) და მძღო­ლი მა­ინც მარ­თავს მან­ქა­ნას, პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი მოხ­ვ­დე­ბა ცი­ხე­ში 5 დღი­დან 6 თვემ­დე და და­ჯა­რიმ­დე­ბა 300-დან 1000 დო­ლა­რამ­დე. გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, მას ელის პა­ტიმ­რო­ბა 5 დღი­დან 1 წლამ­დე და ჯა­რი­მა 500-დან 2000 დო­ლა­რამ­დე.

თუ წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლია, რომ პი­რი არის არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მას ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი მან­ქა­ნას გა­დას­ცემს, ავა­რი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელს ეკის­რე­ბა. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მფლო­ბელს, ასე­ვე, იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ ავ­ტო­მო­ბილს სა­მარ­თა­ვად გა­დას­ცემს პირს, რო­მელ­საც ჰქონ­და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თ­ვის ან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვის­თ­ვის.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი