RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ევროპული გადაწყვეტილება: საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დასაშვებია

გუშინ ევროპულმა სასამართლომ დაშვებულად გამოაცხადა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი განაცხადი.

24 საათი 20.12.11

გუშინ ევროპულმა სასამართლომ დაშვებულად გამოაცხადა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი განაცხადი.

"სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თ­ლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ო­რე სა­ხელ­მ­წი­ფო­თა­შო­რის გა­ნაცხად­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ამ გა­ნაცხა­დით სა­ქარ­თ­ვე­ლო ითხოვს, რომ რუ­სე­თი ცნო­ბი­ლი იქ­ნას პა­სუ­ხის­მ­გებ­ლად 2008 წლის აგ­რე­სი­ის და შემ­დ­გო­მი ოკუ­პა­ცი­ის დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვე­ბის­თ­ვის. ეს არის პირ­ვე­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი იმ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ და­იწყე­ბა ამ სარ­ჩე­ლის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. წინ გვე­ლის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბი. ჩვენ მოგ­ვე­ცე­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. იმე­დია, სა­სა­მარ­თ­ლო­ში მოწ­მე­ე­ბის წარ­დ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვექ­ნე­ბა. ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბაა ჩვენ­თ­ვის და წინ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი," - გა­ნაცხა­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გ­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თი­ნა­თინ ბურ­ჯა­ლი­ან­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ ევ­რო­სა­სა­მარ­თ­ლო­ში წარ­დ­გე­ნი­ლი გა­ნაცხა­დი 2008 წლის აგ­ვის­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და შემ­დ­გო­მი ოკუ­პა­ცი­ის დროს უშუ­ა­ლოდ რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ე.წ. სამ­ხ­რეთ ოსე­თის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებს ეხე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მუხლს არ­ღ­ვევს. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია კონ­ვენ­ცი­ის მე­ო­რე მუხ­ლის დარ­ღ­ვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბას ეხე­ბა, ასე­ვე, მე­სა­მე მუხ­ლ­ზე - წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა და მოპყ­რო­ბა, მე­ხუ­თე მუხ­ლი - თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, მერ­ვე მუხ­ლი - პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა, მე­ცა­მე­ტე მუხ­ლი - სა­მარ­თ­ლი­ა­ნი დაც­ვის ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა და მე­ოთხე და­მა­ტე­ბი­თი ოქ­მის დარ­ღ­ვე­ვა, რომ­ლის მე­ო­რე მუხ­ლი - გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვას ეხე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნაცხა­დი სრუ­ლი ფორ­მით 2009 წლის 6 თე­ბერ­ვალს, ხო­ლო და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლე­ბი 2010 წლის 10 მარ­ტ­სა და 2011 წლის 13 ივ­ნისს წა­რად­გი­ნა.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თ­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კითხ­ზე მიმ­დი­ნა­რე წლის 22 სექ­ტემ­ბერს ზე­პი­რი გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­მო­აცხა­და ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თ­ლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე დაშ­ვე­ბუ­ლად.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თ­ლომ ზე­პი­რი მოს­მე­ნის დროს მო­უს­მი­ნა მომ­ჩი­ვა­ნი და მო­პა­სუ­ხე მხა­რე­ე­ბის არ­გუ­მენ­ტებს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნაღ­მ­დეგ პირ­ვე­ლი სარ­ჩე­ლით ქარ­თულ­მა მხა­რემ ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თ­ლოს ჯერ კი­დევ ომის დღე­ებ­ში, 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა. ოკუ­პა­ცი­ი­სას და მას შემ­დე­გაც, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე, და­ზუს­ტე­ბი­თი გა­ნაცხა­დი ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თ­ლოს სრუ­ლი ფორ­მით 2009 წლის 6 თე­ბერ­ვალს, ხო­ლო და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლე­ბი 2010 წლის 10 მარ­ტ­სა და 2011 წლის 13 ივ­ნისს წა­რედ­გი­ნა. სტრას­ბურ­გ­ში გა­იგ­ზავ­ნა უშუ­ა­ლოდ რუ­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და მა­თი მხარ­და­ჭე­რით, დრო­ე­ბით რუ­სე­თის მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი და სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღ­ვე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ქარ­თუ­ლი სარ­ჩე­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ შე­ე­ხე­ბა კონ­ვენ­ცი­ის მე-2 (სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა), მე-3 (წა­მე­ბის აკ­რ­ძალ­ვა), მე-5 (თა­ვი­სუფ­ლე­ბის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა), მე-8 (პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა), მე-13 (ეფექ­ტუ­რი ში­და­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი დაც­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უფ­ლე­ბა) მუხ­ლე­ბის, პირ­ვე­ლი ოქ­მის პირ­ვე­ლი მუხ­ლის (სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა), პირ­ვე­ლი ოქ­მის მე­ო­რე მუხ­ლის (გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა) და მე-4 ოქ­მის მე-2 მუხ­ლის (გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა) უხეშ დარ­ღ­ვე­ვებს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი მა­ტი­უჟ­კი­ნი, იმ დროს, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თ­ლო­ში საქ­მის ზე­პი­რი მოს­მე­ნი­სას ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ტერ­ვენ­ცია იმის­თ­ვის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ რუ­სი მშვი­დო­ბის­მ­ყო­ფე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ეც­ვა.

"ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით ვმოქ­მე­დებ­დით. ამას­თან, მშვი­დო­ბის­მ­ყო­ფე­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტი­სა და სხვა­დას­ხ­ვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა იყო. ინ­ტერ­ვენ­ცია შე­ჩერ­და, რო­გორც კი მივ­ხ­ვ­დით, რომ საფ­რ­თხე მო­ქა­ლა­ქე­ებს და მშვი­დო­ბის­მ­ყო­ფე­ლებს არ ემუქ­რე­ბო­დათ. უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სარ­კო­ზი-მედ­ვე­დე­ვის შე­თან­ხ­მე­ბის ყვე­ლა პუნქტს ას­რუ­ლებს," - გა­ნუცხა­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ევ­რო­პელ მო­სა­მარ­თ­ლე­ებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ.

სა­სა­მარ­თ­ლო­ზე ქარ­თულ­მა მხა­რემ სა­პა­სუ­ხო მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თი­ნა­თინ ბურ­ჯა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აგ­რე­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სწო­რედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და ის არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ყვე­ლა ფაქ­ტ­ზე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხდე­ბა.

საქ­მის ზე­პი­რი მოს­მე­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თი­ნა ბურ­ჯა­ლი­ან­მა გა­ნაცხა­და, რომ რუ­სუ­ლი მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად იმ ბრალ­დე­ბებს მო­ი­ცავ­და, რა­საც რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სა­მარ­თით მუდ­მი­ვად გა­მოთ­ქ­ვა­მენ.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი 2008 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაღ­ვე­ვა­ზე, რო­გორც უშუ­ა­ლოდ რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის, ასე­ვე იმ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის გა­მო, რო­მელ­ზეც კონ­ტ­როლს რუ­სე­თი ახორ­ცი­ე­ლებ­და. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა­გან ხში­რად გვეს­მის, რომ აგ­რე­სია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა რუ­სე­თის მხრი­დან, რომ ეს იყო მა­თი ლე­გი­ტი­მუ­რი თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კი ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის მსხვერ­პ­ლი გახ­და," - ამ­ბობ­და თი­ნა­თინ ბურ­ჯა­ლი­ა­ნი.

სა­ხელ­მ­წი­ფო­თა­შო­რი­სი სარ­ჩე­ლის გარ­და, ევ­რო­სა­სა­მარ­თ­ლო­ში გაგ­ზავ­ნი­ლია რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ქარ­თ­ვე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­ნაცხა­დი, რომ­ლე­ბიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს. სი­ცოცხ­ლის, წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კ­ვე­თის, იძუ­ლე­ბი­თი შრო­მი­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტე­ბი - ასე­თია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი.

ამ დრო­ის­თ­ვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის და­იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე N2-ის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი