RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შეც­დო­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­სას­რუ­ლი

CBS Boston-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ჩატარებისას, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფიტჩბურგში FBI-ის აგენტებმა ხერხით ბინის კარი გახერხეს და უდანაშაულო დედა-შვილს შეუვარდნენ.

24 საათი 04.02.12

CBS Boston-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ჩატარებისას, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფიტჩბურგში FBI-ის აგენტებმა ხერხით ბინის კარი გახერხეს და უდანაშაულო დედა-შვილს შეუვარდნენ.

რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და იარა­ღით მო­ვაჭ­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, FBI ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და. დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე აგენ­ტებს მი­სა­მარ­თი აერი­ათ და 2F-ის ნაც­ვ­ლად, 2R ბი­ნის კა­რე­ბი გა­ხერ­ხეს. ბი­ნა­ში ჯუ­დი სან­ჩე­სი და მი­სი სა­მი წლის გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რო­გორც სან­ჩე­სი ჰყვე­ბა, რო­ცა კა­რის ხერ­ხ­ვის ხმა გა­ი­გო და კარ­ში შე­მო­სუ­ლი ხერ­ხი და­ი­ნა­ხა, ვერც კი მიხ­ვ­და, რა ხდე­ბო­და. FBI-ის აგენ­ტ­მა გა­და­ხერ­ხი­ლი კა­რის ნა­წი­ლი წიხ­ლით შე­ამ­ტ­ვ­რია და სან­ჩესს იატაკ­ზე და­წო­ლა უბ­რ­ძა­ნა. ქა­ლი 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იატაკ­ზე იწ­ვა. აგენ­ტე­ბი, რო­გორც იქ­ნა მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მი­სა­მარ­თი შე­ე­შა­ლათ, რის შემ­დე­გაც, 2F ბი­ნა­ში შე­ვიდ­ნენ და ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლე­ბის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რეს.

იმა­ვე დღეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სან­ჩეს­თან FBI-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვი­და და მომ­ხ­და­რის გა­მო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI ჯუ­დი სან­ჩესს მი­ყე­ნე­ბულ მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ან­საც აუნაზღა­უ­რებს - დამ­ტ­ვ­რე­ულ კარს გა­მო­უც­ვ­ლის. FBI-ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სი­ნი სან­ჩე­სის ბი­ნა­ში ზუს­ტად 15 წუ­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რო­ცა მიხ­ვ­დ­ნენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს, იქავ­რო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვეს.

Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-იმ და მა­სა­ჩუ­სეტ­სის პო­ლი­ცი­ამ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია Red Wolf - "წი­თე­ლი მგლის" ფარ­გ­ლებ­ში 16 ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს. FBI-ის სა­იტ­ზე ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ნათ­ქ­ვა­მია, რომ ორ­წ­ლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვეს და მათ ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს. 16-ვე ბრალ­დე­ბუ­ლია "კო­კა­ი­ნის" და "ჰე­რო­ი­ნის" მსხვი­ლი პარ­ტი­ე­ბის კონ­ტ­რა­ბან­და­ში, იარა­ღით ვაჭ­რო­ბა­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ში. რო­გორც FBI-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნაცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და გარ­და ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და იარა­ღით ვაჭ­რო­ბი­სა, მათ მკვლე­ლო­ბე­ბიც ბრალ­დე­ბათ.

"ერ­თი მუ­ჭა კრი­მი­ნა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ცოცხ­ლეს საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­ან. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ფხიზ­ლად მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მშვი­დად და უსაფ­რ­თხოდ იცხოვ­რონ. მა­სა­ჩუ­სეტ­სის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ცია და ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი კვლავ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას ჩვენს ქა­ლაქ­ში არ შე­ვე­გუ­ე­ბით," - გა­ნაცხა­და მა­სა­ჩუ­სეტ­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, რო­მე­ლიც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და.

და­კა­ვე­ბულ­თათ­ვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი 40-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბა­სა და მი­ლი­ო­ნი­ან ჯა­რი­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი