მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა 27 მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
24 საათი 04.02.12
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა 27 მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საბჭოებმა ზეპირი მოსმენის შემდეგ მიიღეს, რომელიც გუშინ დასრულდა.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, განიხილავს.