არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 3 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა.
24 საათი 04.02.12
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 3 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა კომისიისგან მოითხოვეს, გააუქმდეს საკომუნიკაციო კომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარის დაქვითვას.
"როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 დეკემბრის მთავრობის N489 დადგენილების "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი" შესაბამისად დადგენილია კონკრეტული მომსახურება და მომსახურებისათვის საფასური და განაკვეთები. მთავრობის დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საფასური გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. თუმცა, იმის გამო, რომ კოკრეტული მოსარჩელეები, რომლებსაც 112-ის მომსახურებით არ უსარგებლიათ, მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციის კომპანიის მიერ დაუსაბუთებელი და არასწორია მომსახურების საფასურის 0,20 ლარის ჩამოჭრა," - მიიჩნევენ "კონსიტუციის 42-ე მუხლში."
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ითხოვს, "კომუნიკაციების კომისიამ განიხილოს საჩივარი, გააუქმოს კომუნიკაციის კომპანიების გადაწყვეტილება 0,20 ლარის დაქვითვის შესახებ, დაავალოს კომუნიკაციის კომპანიებს, არასწორად ჩამოჭრილი თანხა ასახოს აბონენტის ბალანსად და მითითებული უკანონო ქმედებისთვის კომუნიკაციის კომპანიებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს.