RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

“შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა სასამართლოში სამართალწარმოების მთავრი პრინ­ცი­პია”

უზენაესი სასამართლო ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, მოქალაქეებს სასამართლოში საქმის წარმოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

24 საათი 14.05.12

უზენაესი სასამართლო ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, მოქალაქეებს სასამართლოში საქმის წარმოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ამჯერად, საინფორმაციო კამპანია მართლსაჯულების მთავარი პრინციპის - შეჯიბრებითობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

"მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სასამართლო არ არის უფლებადამცველი ორგანიზაცია, სასამართლო დავის განმხილველი სახელმწიფო უწყება. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სასამართლო მათ უფლებებს დაიცავს შეჯიბრებითობის პრინციპით წარმართული დავის განხილვის შემდეგ გამოტანილი შედეგით. თუ მხარე კარგად დაასაბუთებს თავის პოზიციას, ის ობიექტურად, მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას მიიღებს. წარმატებას განაპირობებს მხოლოდ sმხარეების პროფესიონალიზმი და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები," - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

- ბა­ტო­ნო კო­ტე, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის თა­ო­ბა­ზე ახალ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­ს­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლეა, რას ნიშ­ნავს ეს პრინ­ცი­პი და რა­ტო­მაა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის­თ­ვის?ს

- სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ში შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი დი­დი ხა­ნია მოქ­მე­დებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ში მარ­თა­ლია, ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი არის, მაგ­რამ პრო­ცე­სის დი­დი ნა­წი­ლი შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პრო­ცესს ეხე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ღე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 18 თვის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მა­ინც სი­ახ­ლეა, რად­გა­ნაც, ამ პრინ­ცი­პის კარ­გად ამუ­შა­ვე­ბას მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა. ეს არის სის­ხ­ლის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე მოქ­მე­დებ­და პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც არ იყო მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. Mმას კონ­ტი­ნენ­ტუ­რი სა­მარ­თ­ლის ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ჰქონ­და. მო­სა­მარ­თ­ლე და, ზო­გა­დად, სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებ­და.

შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს სა­ერ­თო სა­მარ­თ­ლის ქვეყ­ნებ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი - ინ­გ­ლის­სა და ამე­რი­კა­ში. ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მას სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თ­ლომ. რად­გა­ნაც, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თ­ლო­ზე მსა­ჯუ­ლე­ბი მხა­რე­ებს მხო­ლოდ უს­მე­ნენ, პრო­ცეს­ში არ ერე­ვი­ან, შე­კითხ­ვის დას­მის უფ­ლე­ბაც არ აქვთ და მხა­რე­ე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ისი­ნი. მხა­რე­ებ­მა უნ­და შეძ­ლონ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა დარ­წ­მუ­ნე­ბა პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­სა თუ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში.

დღეს შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა სა­სა­მარ­თ­ლო­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბულ პრო­ცეს­ზე მხა­რე­ებ­მა - ბრალ­დე­ბის და დაც­ვის მხა­რემ უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს თა­ვის პო­ზი­ცი­ე­ბი. მო­სა­მარ­თ­ლის რო­ლი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლია მხა­რე­ებს შე­უქ­მ­ნას თა­ნას­წო­რი პი­რო­ბე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბის, ფაქ­ტე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­სად­გე­ნად.

პრო­ცე­სის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, ვინ უკეთ იქ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლი მხა­რე წარ­მო­ად­გენს მყარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ვინ უკეთ და­ა­სა­ბუ­თებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას და და­არ­წ­მუ­ნებს მო­სა­მარ­თ­ლეს ან ნა­ფიც მსა­ჯულს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის სის­წო­რე­ში. ეს არის შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის მოკ­ლე გან­მარ­ტე­ბა.

ჩვენ ვიწყებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მო­ქა­ლა­ქო, სის­ხ­ლის და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თ­ლო არ არის უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­სა­მარ­თ­ლო და­ვის გან­მ­ხილ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნოა. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თ­ლო მათ უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით წარ­მარ­თუ­ლი და­ვის გან­ხილ­ვის შემ­დეგ გა­მო­ტა­ნი­ლი შე­დე­გით. თუ მხა­რე კარ­გად და­ა­სა­ბუ­თებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას, ის ობი­ექ­ტუ­რად, მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ტა­ნილ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ტერ­მი­ნი - შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის ნაც­ნო­ბია, მაგ­რამ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ მათ მი­ი­ღონ უფ­რო მე­ტად სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია; უნ­და იცოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თ­ლო მათ ვერ და­ეხ­მა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა ისი­ნი სა­სა­მარ­თ­ლო­ში კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ვიდ­ნენ.

- ანუ, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის დროს, იმარ­ჯ­ვებს ის, ვინც ძლი­ე­რია...

- დი­ახ, ასეა. მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის უფ­რო კარ­გად გა­სა­გე­ბი რომ იყოს, გეტყ­ვით, რომ მო­სა­მარ­თ­ლე საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს თა­ნას­წო­რო­ბი­სა და შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მხა­რე­ებს ეკის­რე­ბათ, რო­გორც ფაქ­ტე­ბის მი­თი­თე­ბის, ასე­ვე მა­თი მტკი­ცე­ბის ტვირ­თი. მხა­რის წარ­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, მხო­ლოდ მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­სა­მარ­თ­ლოს ეკ­რ­ძა­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­ძი­ე­ბა, ანუ მო­სა­მარ­თ­ლე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს მხო­ლოდ მხა­რე­თა მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბი­სას სა­სა­მარ­თ­ლო არ არის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი პრო­ცე­სის­გან, რომ­ლის დრო­საც მო­სა­მარ­თ­ლეს უფ­ლე­ბა აქვს ჩა­ე­რი­ოს პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, შე­უძ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა, უფ­ლე­ბა აქვს დას­ვას და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი შე­კითხ­ვე­ბი, და­ა­კონ­კ­რე­ტე­ბი­ნოს მხა­რე­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის დროს სა­სა­მარ­თ­ლო სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად მუ­შა­ობს. მო­სა­მარ­თ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მხა­რე­ებს შე­უქ­მ­ნას თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და შემ­დეგ მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბი­სა და ინ­კ­ვი­ზი­ცი­ურ პრო­ცე­სებს შო­რის ერთ-ერ­თიE მთა­ვა­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არის ის, რომ შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის სის­ტე­მი­სას, რო­ცა ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ბრალს, მო­სა­მარ­თ­ლე წყვეტს საქ­მის წარ­მო­ე­ბას და გან­საზღ­ვ­რავს შე­სა­ბა­მის სას­ჯელს. სწო­რედ ან პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი.

ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი პრო­ცე­სი­სას კი, აღი­ა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­სა­მარ­თ­ლე არ წყვეტს საქ­მის წარ­მო­ე­ბას, ბრალ­დე­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბას იღებს ერთ-ერთ და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და პრო­კუ­რორს მოს­თხოვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პრო­ცე­სე­ბი­სას მსგავ­სი რამ არ ხდე­ბა. Mმარ­ტი­ვად, რომ ავ­ხ­ს­ნათ, აღი­ა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ე­თან­ხ­მა მე­ო­რე მხა­რის პო­ზი­ცი­ას. იმას, რა­საც ბრალ­დე­ბა ამ­ტ­კი­ცებ­და და ბრალ­დე­ბულ­თან გა­ფორ­მ­დე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც, პრო­ცე­სი შეწყ­დე­ბა.

- ამ დროს ხომ არ იკარ­გე­ბა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის მთა­ვა­რი არ­სი?

- რა თქმა უნ­და, არა, პი­რი­ქით. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი შე­ჯიბ­რე­ბი­თი პრო­ცე­სის იდე­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. რო­გორც გითხა­რით, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მხა­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, ერ­თ­მა­ნეთს ფაქ­ტე­ბი­თა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ეჯიბ­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა­ში. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა მხა­რე - ბრალ­დე­ბუ­ლი, მე­ო­რე მხა­რის - ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცი­ას ეთან­ხ­მე­ბა და მას აღი­ა­რებს, პრო­ცე­სი წყდე­ბა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მხა­რე­ე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რო­გორც ბრალ­ზე, ასე­ვე, სას­ჯელ­ზე და სა­სა­მარ­თ­ლო ამოწ­მებს მის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას.

აქ­ვე გეტყ­ვით, რომ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბას დევ­ნის დაწყე­ბის მო­მენ­ტი­დან ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­სა­მარ­თ­ლოს გა­და­ე­ცე­მა საქ­მე, გა­მო­ძი­ე­ბაც შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­პო­ვონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩა­ა­ტა­რონ ექ­ს­პერ­ტი­ზა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­იყ­ვა­ნონ მოწ­მე­ე­ბი, და­ა­ყე­ნონ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბე­ბი, მი­ი­ღონ მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. დაც­ვის მხა­რეს არ აქვს არა­ნა­ი­რი შეზღუდ­ვა და მა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რის მსგავ­სად შე­უძ­ლია აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მას აქვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სა და დამ­ტ­კი­ცე­ბის­თ­ვის.

- შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის დროს მო­სა­მარ­თ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი თით­ქოს შეზღუ­დუ­ლია, ხომ არ იკარ­გე­ბა მო­სა­მარ­თ­ლის რო­ლი ამ პრო­ცე­სის დროს?

- შე­კითხ­ვა­ზე, ხომ არ იზღუ­დე­ბა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი პრო­ცე­სის დროს მო­სა­მარ­თ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. მე ვფიქ­რობ, რომ მო­სა­მარ­თ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და რო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მან უნ­და შე­უქ­მ­ნას მხა­რე­ებს შე­ჯიბ­რე­ბის თა­ნას­წო­რი პი­რო­ბე­ბი, აღ­კ­ვე­თოს მხა­რის უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბა, ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი და მი­ი­ღოს კა­ნო­ნი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

მო­სა­მარ­თ­ლეს ეკ­რ­ძა­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბა­ში, ბრალ­დე­ბის და ან დაც­ვის მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ მო­ი­პო­ვოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ეს სწო­რედ ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი დე­ტა­ლე­ბია. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრო­ცე­სი­სას მო­სა­მარ­თ­ლე ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და ყვე­ლა პი­რო­ბას უქ­მ­ნის მხა­რე­ებს პო­ზი­ცი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მოდ­გე­ნის­თ­ვის. შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა მხო­ლოდ თა­ნას­წო­რო­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რეს სრუ­ლად და თა­ნაბ­რად აქვს დათ­მო­ბი­ლი არე­ნა, რა­თა და­იც­ვან თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბი და წარ­მო­ად­გი­ნონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. და­ვი­სას მხა­რე­ებ­მა უნ­და შეძ­ლონ მო­სა­მარ­თ­ლის დარ­წ­მუ­ნე­ბა მა­თი პო­ზი­ცი­ის სიმ­ყა­რე­ში. მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ მო­სა­მარ­თ­ლე იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და მი­სი უმ­თავ­რე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს სა­სა­მარ­თ­ლო­ზე მხა­რე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მი­ი­ღოს კა­ნო­ნი­ე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. საქ­მის სა­ბო­ლოო შე­დე­გი, მო­სა­მარ­თ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბა­ზე.

- გა­მო­დის, რომ შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თ­ლე არ­ბიტ­რია, ის უს­მენს მხა­რე­ებს და მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თ­ლო­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა,

- მო­სა­მარ­თ­ლე არის ობი­ექ­ტუ­რი მსა­ჯუ­ლი. ის აფა­სებს მხო­ლოდ მხა­რე­ე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ პო­ზი­ცი­ებს. რო­ცა მხა­რე ფიქ­რობს, რომ ის უკა­ნო­ნო­დაა დას­ჯი­ლი, რომ და­ჩაგ­რეს, შე­ლა­ხეს მი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რომ იგი "ცამ­დე მარ­თა­ლია", ამ სი­მარ­თ­ლის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად სა­სა­მარ­თ­ლო­ში მან თა­ვად უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მან უნ­და და­ა­სა­ბუ­თოს, თუ რო­გორ და­ჩაგ­რეს უკა­ნო­ნოდ. სა­სა­მარ­თ­ლო ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ეხ­მა­რე­ბა ვერც ერთ მხა­რეს და მათ სა­სარ­გებ­ლოდ, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვერ გა­მო­იკ­ვ­ლევს და ვერ მო­ი­ძი­ებს ვერც ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იცოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თ­ლო არ მუ­შა­ობს ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რი მე­თო­დით, ისი­ნი პრო­ცეს­ზე უნ­და მო­ვიდ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და მო­სა­მარ­თ­ლე მხო­ლოდ მათ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლას შე­ა­ფა­სებს. შე­საძ­ლოა მოხ­დეს ისე, რომ მხა­რეს აქვს კარ­გი საწყი­სი პო­ზი­ცია, მაგ­რამ მას პრო­ცეს­ზე ვერ ასა­ბუ­თებს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­სა­მარ­თ­ლეს აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვს მი­ა­ნიშ­ნოს მხა­რეს, თუ რო­მე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის კარ­გად წარ­მო­ჩე­ნა გა­ამ­ყა­რებს მის პო­ზი­ცი­ებს. ამი­ტო­მაც არის, რომ შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის დროს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხა­რე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე.

არის კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი: შე­ჯიბ­რე­ბი­თი პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს მო­სა­მარ­თ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. Yრო­გორც გითხა­რით, მო­სა­მარ­თ­ლე მხო­ლოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნის წი­ნა­შე მხა­რე­ე­ბის თა­ნას­წო­რო­ბას და მათ უქ­მ­ნის პი­რო­ბებს შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის. მო­სა­მარ­თ­ლეს მხო­ლოდ მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და თუ რო­გო­რი, ეს მხო­ლოდ მხა­რე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­სა­მარ­თ­ლე პრო­ცე­სის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე გა­ნუ­მარ­ტავს მხა­რე­ებს, რომ პრო­ცე­სი შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ცე­სის გახ­ს­ნის­თა­ნა­ვე უთ­მობს მათ ას­პა­რეზს.

- ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მხა­რეს - ბრალ­დე­ბულს არ აქვს ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ად­ვო­კატ­მა, რის გა­მოც ის ვერ და­ი­ცავს თა­ვის პო­ზი­ცი­ებს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის არ­სი ხომ არ და­ი­ჩაგ­რე­ბა?

- სხვა ქვეყ­ნებ­შიც შე­იქ­მ­ნა ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია და მა­თაც იგი­ვე გა­ა­კე­თეს, რაც ჩვენ­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ზი­ცი­ის კარ­გად წარ­მოდ­გე­ნა პრო­ფე­სი­ო­ნალ ად­ვო­კატს უკეთ შე­უძ­ლია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ რი­გით მო­ქა­ლა­ქეს. იმის­თ­ვის, რომ არ და­ი­ჩაგ­როს მო­ქა­ლა­ქე სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ა­წე­სა სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაც­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფომ უფა­სო იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი შე­მო­ი­ღო.

არ­სე­ბობს საქ­მე­ე­ბის კა­ტე­გო­რია, სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა დაც­ვის არ­სე­ბო­ბა და, თუ პირს არ აქვს ად­ვო­კა­ტის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მ­წი­ფო. თუმ­ცა, არ­სე­ბობს საქ­მე­ე­ბის კა­ტე­გო­რია, სა­დაც ბრალ­დე­ბულს შე­უძ­ლია უარი თქვას ად­ვო­კატ­ზე და სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

- შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრო­ცე­სი­სას ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მხა­რე­ე­ბის - ბრალ­დე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და კვა­ლი­ფი­კა­ცია,

- დი­ახ, ეს შჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის კი­დევ ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა და და­დე­ბი­თი მხა­რეა, რად­გან იგი აიძუ­ლებს მხა­რე­ებს აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია და მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი გა­მოცხად­დ­ნენ სა­სა­მარ­თ­ლო­ში. თუმ­ცა, ამ კუთხით სა­ხელ­მ­წი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, ხო­ლო ად­ვო­კატ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი თა­ვად ად­ვო­კა­ტე­ბი არი­ან.

ბუ­ნებ­რი­ვია, იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნან­ს­დე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და შექ­მ­ნას მა­თი შერ­ჩე­ვი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყოს მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ­თა კორ­პუსს, ასო­ცი­ა­ცი­ას, ისი­ნი თა­ვად არი­ან ვალ­დე­ბულ­ნი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად წარ­ს­დ­გ­ნენ სა­სა­მარ­თ­ლო­ში და ამი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მაც თა­ვად­ვე უნ­და შექ­მ­ნან.

რო­გორც გითხა­რით, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი მხა­რე­ებს აძ­ლევს მა­თი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან საქ­მის შე­დე­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბა­ზე. ამ პრინ­ცი­პის ნა­თე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა კი­დევ ერ­თი ნორ­მა, რო­მე­ლიც ცხა­დად წარ­მო­ა­ჩენს ად­ვო­კატ­თა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ეს არის სა­სა­მარ­თ­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რით გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ჩივ­რის ფარ­გ­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლოს. ანუ, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კა­სა­ტო­რი ასა­ჩივ­რებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ერთ ნა­წილს, სა­სა­მარ­თ­ლო იხი­ლავს მხო­ლოდ გა­სა­ჩივ­რე­ბულ ნა­წილს და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის იმ ნა­წილს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ არ­სე­ბობს ხარ­ვე­ზი და შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი სხვაგ­ვა­რად გა­დაწყ­ვე­ტა. სწო­რედ ესაა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის არ­სი, მო­სა­მარ­თ­ლე ინ­კ­ვი­ზი­ცი­უ­რად, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით არ მოქ­მე­დებს და ვერ გა­ას­წო­რებს იმ ხარ­ვეზს, რაც მო­სარ­ჩე­ლეს არ მო­უთხო­ვია. რო­ცა ჩვე­ნი სის­ტე­მის ანა­ლიზს ვა­კე­თებ­დით, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბის კუთხით, ეს პრინ­ცი­პი დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, გერ­მა­ნი­სა და ნორ­ვე­გი­ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ებ­მა, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რი­სას ვე­სა­უბ­რეთ.

ამი­ტო­მაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გა­დამ­წყ­ვე­ტი ად­ვო­კატ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ჯიბ­რე­ბით სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მებ­ში.

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ამბები >>

    aa
  3. განათლება >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. უცხოეთი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. თვალსაზრისი >>

    aa
  30. ინტერვიუ >>

    aa
  31. პოლიტიკა >>

    aa
  32. უცხოეთი >>

    aa
  33. პრესომბუდსმენი >>

    aa
  34. თვალსაზრისი >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. სტილი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. რევიუ >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. მარანი >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. ავტო >>

    aa
  54. ავტო >>

    aa
  55. ავტო >>

    aa
  56. ავტო >>

    aa
  57. ავტო >>

    aa
  58. ავტო >>

    aa
  59. მეცნიერება >>

    aa
  60. მეცნიერება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. საზოგადოება >>

    aa
  63. რევიუ >>

    aa
  64. ამბები >>

    aa
  65. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  66. რევიუ >>

    aa
  67. რევიუ >>

    aa
  68. სპორტი >>

    aa
  69. სპორტი >>

    aa
  70. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი