RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ხუ­ლიგ­ნო­ბის­თ­ვის

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობაში ბრალდებულ რომან ცეცაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

24 საათი 17.07.12

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობაში ბრალდებულ რომან ცეცაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მო­ხედ­ვით, 2007 წლის ივ­ნის­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის სა­მო­რი­გეო გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტო­რი - რო­მან ცე­ცა­ძე შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლ­ში ნას­ვა­მი მი­ვი­და.

"ბრალ­დე­ბულს კა­რი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის დამ მაია გ-მ გა­უ­ღო, რო­მელ­მაც რო­მან ცე­ცა­ძეს სთხო­ვა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის გა­მო შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად სხვა დროს მი­სუ­ლი­ყო. რო­მან ცე­ცა­ძემ ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, სა­ქამ­რი­დან ამო­ი­ღო ტა­ბე­ლუ­რი იარა­ღი და მაია გ-ს სახ­ლ­ში შეშ­ვე­ბა მუ­ქა­რით მოს­თხო­ვა. ხმა­ურ­ზე ეზო­ში გა­მო­ვიდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცად­ნენ, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა მაია გ-ს სა­ხე­ში ხე­ლი ძლი­ე­რად გა­არ­ტყა. სა­ბო­ლო­ოდ, მე­ზობ­ლებ­მა რო­მან ცე­ცა­ძე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახლს მო­ა­რი­დეს. წას­ვ­ლი­სას რო­მან ცე­ცა­ძე ყო­ფილ ცო­ლის დას და­ე­მუქ­რა, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვას სას­ტი­კად ანა­ნებ­და", - ნათ­ქ­ვა­მია საბ­რალ­დე­ბო დას­კ­ვ­ნა­ში.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2007 წლის 26 აგ­ვის­ტოს, რო­მან ცე­ცა­ძემ ცეცხ­ლის წა­უ­კი­და მაია გ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნას, რი­თაც მას 20 000 დო­ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

რო­მან ცე­ცა­ძის მი­მართ აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გი­რაო, მაგ­რამ მან სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­მოცხა­დე­ბას თა­ვი აარი­და, რის გა­მოც, საქ­მის სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­რე­შე ჩა­ტარ­და.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას, სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა­ზე უტყუ­ა­რად ვერ და­დას­ტურ­და რო­მან ცე­ცა­ძის მი­ერ ავ­ტო­მან­ქა­ნის­თ­ვის ცეცხ­ლის წა­კი­დე­ბის და ამით მი­სი და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის ამ ნა­წილ­ში გა­მარ­თ­ლ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია რო­მან ცე­ცა­ძის მი­ერ ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი და მას მი­უ­სა­ჯა 6 წლით პა­ტიმ­რო­ბა. ასე­ვე, მას სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 3 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. ამბები >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. ბიზნესი >>

    aa
  42. კალათბურთი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
  45. სპორტი >>

    aa
  46. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი