RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ქართველი დიპლომატებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მთავრობისა და უცხოეთში აკრედიტებულ ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პრობლემატიკაზე და დაისახა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.

24 საათი 08.09.09

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მთავრობისა და უცხოეთში აკრედიტებულ ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პრობლემატიკაზე და დაისახა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.

აგვისტოს ომის შემდეგ ქართველ დიპლომატთა პირველი შეხვედრა გუშინ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტებია უსაფრთხოება, სტაბილურობა, უშიშროება და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. "ამ კონტექსტში ელჩებთან შეხვედრაზე ის საკითხები განვიხილეთ, რომლებზეც რუსეთთან "ფრონტის ხაზი" გადის. ჩვენ არავითარ შემთხევაში არ უნდა დავუშვათ საქართველოს საერთაშირისო სტატუსის შერყევა. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიულ, ლიბერალური რეფორმების გამტარებელ სახელმწიფოდ წარმოვაჩინოთ. ჩვენ ვიუსაუბრეთ იმაზეც, თუ რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი რუსეთთან მიმართებაში. განვიხილეთ ამ საკითხის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები. საჭიროა მუშაობა საერთაშორისო არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა საქართველოს თემა ყოველთვის ყურადღების ცენტში იყოს და რუსეთს ძვირად დაუჯდეს ის, რაც შარშან აგვისტოში ჩაიდინა," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ქართველი დიპლომატებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გუშინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც მივიდა. იაკობაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა. "დღევანდელი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ქვეყნის დეოკუპაციაა. ამას ჩვენ დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებთ და საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა. ბრძოლა, რომელიც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აქვს გაჩაღებული, კვლავ გრძელდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ელჩებს სათანდო ინფორმაცია ჰქონდეთ," - განაცხადა იაკობაშვილმა.

საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი დიპლომატები დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ელჩები დღეს 10:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროს გიორგი მანჯგალაძეს, შემდგომ ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვილდაძეს, სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძეს შეხვდებიან.

მოგვიანებით ქართველ ელჩებთან შემაჯამებელ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამართავს, ამის შემდგომ კი ელჩებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდება.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი