RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

"ჩემს საპროკურორო საქმიანობაში პოლიტიკა არ იქნება წარმმართველი"

"თუ საზოგადოება ჩვენთან ერთად იქნება, მოქმედების ხარისხი და შედეგის ეფექტურობა გაიზრდება," - აცხადებს საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი

24 საათი 20.10.09

"თუ საზოგადოება ჩვენთან ერთად იქნება, მოქმედების ხარისხი და შედეგის ეფექტურობა გაიზრდება," - აცხადებს საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარ პროკურორად პარლამენტარი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურთაზ ზოდელავა დაინიშნა, რომელთან ინტერვიუსაც "24 საათის" დღევანდელ ნომერში გთავაზობთ.

- ბატონო მურთაზ, საზოგადოება გიცნობდათ, როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის წევრს, თუმცა, მთავარ პროკურორად თქვენი დანიშვნა მოულოდნელი იყო. საინტერესოა, თქვენი პროგრამა, რა პროგრამით მოხვედით ამ სტრუქტურაში და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა მთავარი პროკურორის რანგში?

- ვერ ვიტყვი იმას, რომ ძალზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი, საზოგადოებამ პარლამენტში საქმიანობისას კი გამიცნო, მაგრამ მანამდე პროკურორი ვიყავი. ვმუშაობდი მთავარ პროკურატურაში იურიდიული სამმართველოს უფროსად. ასე, რომ ამ სისტემის ნაწილი ვარ. სურვილი მაქვს, ჩემი საქმიანობით ამ სტრუქტურის კიდევ უფრო გამართვაში შევიტანო წვლილი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პარლამენტმა უკვე მიიღო და მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის, რაც სამართალწარმოებისთვის სრულიად ახალი ეტაპია. ჩვენ გადავდივართ ახალ რელსებზე, რაც ძირეულად განსხვავდება დღეს მოქმედი პროცესისგან. ამიტომ, ყველა პროკურორს, ყველა სამართალდამცველს უზარმაზარი პასუხისმგებლობით მოუწევს ახალი სისტემისთვის ფეხის აწყობა. ამისთვის მიმდინარეობს პროკურორების გადამზადება და ამ მიმართულებით კიდევ ძალზე ბევრია გასაკეთებელი.

შემოდის ახალი მიდგომები, უმთავრესი კი, შეჯიბრებითობის სისტემაზე გადასვლაა, რაც საჭიროებს პროკურორების ახალი მიმართულებით განვითარებას. პროკურორებს მოუწევთ სრულყოფილი პაექრობა დაცვის მხარესთან და ამიტომაც, მათ უნდა გამოიმუშავონ ახალი სისტემისთვის საჭირო თვისებები.

ახალი კოდექსი დახუნძლულია სიახლეებით და მის მოქმედებაში მოყვანას სჭირდება მოტივირებული, კვალიფიციური, პროფესიონალი პროკურორები. მართალია, ჩვენ ასეთი პროკურორები გვყავს, მაგრამ დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც მათ ახლებურ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს - უნდა მოხდეს მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება და ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან ადაპტირება, რათა მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან წარმატებით შეუდგნენ საქმიანობას.

- პროკურატურა აპოლიტიკური სისტემაა, თქვენ კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური სახე ხართ. რამდენად თავისუფალი იქნება მთავარი პროკურორი პოლიტიკური კონიუნქტურისგან?

- გითხარით, რომ პროკურორად მუშაობის გამოცდილება მაქვს და ამ სისტემას კარგად ვიცნობ. ვიცი, როგორ უნდა საქმიანობდეს პროკურორი და ისიც ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა და პროკურორი იყოს აპოლიტიკური. ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ და გარწმუნებთ, რომ ჩემს საპროკურორო საქმიანობაში პოლიტიკა არ იქნება წარმმართველი.

- ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩადებულია ნორმები, რომლის მიხედვითაც, პროკურორს მოუწევს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მაგალითად, საქმის უწყვეტი განხილვა, როცა პროკურორმა ადგილზე, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, რეალურად იმუშავებს ეს ნორმა? პროკურორები შეძლებენ დამოუკიდებლად, ზემდგომთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას?

- დამოუკიდებლობა პროკურორის საქმიანობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. პროკურორი გამოძიების ზედამხედველია და მისი საქმიანობის ძირითადი მომენტი სწორედ გადაწყვეტილებების მიღებაა. დამოუკიდებლობის დეფიციტი პროკურატურაში არასდროს ყოფილა - პროკურორები თავად ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც, ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ვხედავ.

- მთავარ პროკურორად დანიშვნისას განაცხადეთ, რომ პროკურატურაში მისვლის შემდეგ მოახდენთ სისტემის ლიბერალიზაციას, კონკრეტულად რას გულისხმობდით?

- სისტემის ლიბერალიზაციაში რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობდი იმას, რომ მოხდება სისხლის სამართლის კოდექსის ტოტალური დეკრიმინალიზაცია, ან გარკვეული სანქციების მასობრივი დაკლება. გარკვეული ლიბერალური მიდგომა პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სახელმწიფოში ისედაც არსებობდა - მათ შორის, პატიმრებთან მიმართებაში.

საქმე ისაა, რომ საზოგადოებამ იცის, იყო პერიოდი, როცა ქვეყანაში არსებული ქაოტური სიტუაციიდან გამომდინარე, დანაშაული ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, იგი ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაში ყოველდღიურად იჭრებოდა, ხალხი ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიოდა, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება უმძიმესი იყო, ამიტომაც, ხელისუფლებამ დანაშაულის მიმართ მკაცრი, ნაკლებად ლიბერალური მიდგომები დააწესა. დაიწყო ძალზე სერიოზული ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც სერიოზული ეფექტი გამოიღო. მას შემდეგ, რაც კრიმინალური ვითარება სახელმწიფოში დალაგდა, ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ლიბერალიზაციაზე. მაგალითად, ვგეგმავთ, რომ შეიცვლება საპროკურორო მიდგომა ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში.

გვსურს შეიცვალოს დამოკიდებულება არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ. მათ უნდა მივცეთ საშუალება მოახდინონ რესოციალიზაცია, რაშიც პროკურატურა აქტიურად არის ჩართული. არასრულწლოვანი პატიმრები პროკურატურის შეფობის ქვეშ არიან - დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ დაიწყონ ხელახალი ცხოვრება, შეძლონ საზოგადოების ფერხულს სრულფასოვნად აუბან ფეხი. თუ ჩვენ პატიმრების, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების მიმართ უნდობლობას გამოვიჩენთ, ვაიძულებთ, დარჩნენ კრიმინალურ სამყაროში. მათ ვაძლევთ შანსს, რომ საკუთარი თავისთვის, ქეყნისთვის და ოჯახებისთვის გააკეთონ მაქსიმუმი, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს 8 არასრულწლოვანისთვის ნასამართლეობის მოხსნის რეკომენდაციით მიმართა. დაპირება, რომ ყველაზე აქტიურ და შრომისმოყვარე მოზარდებს პროკურატურა ნასამართლეობის მოხსნისათვის შუამდგომლობას გაუწევდა, ბავშვებმა მანავში, საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებისას მიიღეს. პრობაციონერებს, რომელბიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტ ძსაზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში, პროკურორებმა სასჯელაღსრულების მინისტრთან რეკომენდაცია გაუწიეს.

მოზარდებს შორის ყველაზე უფროსი 18 წლისაა, ყველაზე უმცროსის ასაკი კი - 14 წელია - მათი დიდი ნაწილი ქურდობისათვისაა ნასამართლევი.

მაგალითისთვის გეტყვით, 22 წლის გელა ქუხილავა, რომელიც საპატრიარქოს შუამდგომლობით და მთავარი პროკურატურის ხელშეწყობით, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა, პროკურატურის ინიციატივითვე დასაქმდა. გელა ქუხილავა კომპანია ძუშბა-დისტილერში" მუშაობს და საკუთარი შემოსავალი აქვს. ძეგვის ბავშვთა სახლში მცხოვრები გელა ქუხილავა ერთი წლის წინ ქურდობისთვის დააკავეს, პროკურატურის დახმარებით კი მას საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და ნორმალური ცხოვრების დაწყების შანსი მიეცა. მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრი გვაქვს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია და ლიბერალიზაციაში ამ მომენტსაც ვგულისხმობდი.

- ლიბერალიზაციის გარდა რა ცვლილებებს გეგმავთ? იგეგმება თუ არა საკადრო ან სხვა სტრუქტურული ცვლილებები პროკურატურის სისტემაში?

- რადიკალური, ტოტალური საკადრო ცვლილებები არ იქნება. თუმცა გეტყვით, რომ სიახლე, რომელიც 2003 წლიდან დაინერგა - სტაჟიორთა კონკურსი დღესაც გრძელდება, რაც ძალზე ეფექტური პროცესია და ამ კონკურსის შედეგად, პროკურატურა 30-40 ახალი კადრით შეივსება. კონკურსი ამ დღეებშიც ჩატარდა და ახლაც მივიღებთ ახალი ტიპის პროკურორებს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ, პროკურატურაში შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც შევლენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და მათ ექნებათ შესაძლებლობა ეს სისტემა შიგნიდან დაინახონ და თავადაც გახდნენ მიმდინარე პროცესების მონაწილე. ამით გამჭირვალობის პრინციპს ვნერგავთ, რადგანაც, საზოგადოების მონაწილეობა სამართალდამცველი სტრუქტურების საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი მომენტია. როგორც არ უნდა მოინდომონ იმ სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ იბრძვიან, რაც არ უნდა გააკეთონ, მათი შრომა არ იქნება ნაყოფიერი თუ მასში არ იქნება ჩართული საზოგადოება. თუ რიგითი მოქალაქეები, არ გააცნობიერებენ, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ სამართალდამცველი უწყებების საქმე არ არის და ქვეყანაში წესრიგისა და სიმშვიდის დამყარებაზე უნდა იზრუნოს თითოეულმა მოქალაქემ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.

ბოლო წლებში კრიმინალის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას სერიოზული შედეგი მოჰყვა - ადამიანები დღე-ღამის ნებისმიერ დროს თავისუფლად გადაადგილდებიან, ავტომობილებს თავისუფლად აჩერებენ ნებისმიერ ადგილას, მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სხვა მატერიალურ მდგომარეობას საფრთხე აღარ ექმნება. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ერთად ვმოქმედებთ შედეგს ვიღებთ და თუ ერთად მოქმედების ხარისხი გაიზრდება, ეფექტიც მეტი იქნება.

სწორედ ამ მოქმედების შედეგია ის, რომ დანაშაულის სტატისტიკა ძალზე დამაიმედებელია - დანაშაულის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ პრევენციული ღონისძიებები ზოგიერთი მიმართულებით.

- არსებული ინფორმაციით, სხვა კატეგორიის დანაშაულისგან განსხვავებით, რომელთა რაოდენობამაც იკლო, იმატა ნარკოდანაშაულმა, განსაკუთრებით, რეალიზაციის ფაქტებმა. შეიძლება იმის თქმა, რომ სამართალდამცველებს არ აქვთ ერთიანი გეგმა, რომლითაც ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავებენ?

- არა, ეს ასე არ არის. ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ კატეგორიის დანაშაულის რაოდენობა იზრდება - ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ დანაშაულის დამარცხება. აღსანიშნავია, რომ რეალიზაციის ხარისხი ყოველთვის უტოლდება მოთხოვნილების ხარისხს. ნარკოტიკებზე მოთხოვნილება ქვეყანაში არ შემცირებულა, რაც ბუნებრივად იწვევს იმას, რომ რეალიზაციაზე - ამ საშინელ საქმიანობაზე ვიღაცეებმა მოითბონ ხელი. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას მინდა ვთხოვო, ითანამშრომლონ სამართალდამცველებთან, რადგანაც ეს არის საფრთხე, რომელმაც შეიძლება შეაღწიოს ნებისმიერი მოქალაქის ოჯახში. იმ დროს, როცა სამართალდამცველები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც, რეალიზატორის მხილება მოხდება, მოქალაქეები უნდა დაეხმარონ მათ. თუ ეს ასე არ მოხდება, ის პოტენციური საფრთხე, რომელიც განსაკუთრებით თბილისში "მოძრაობს", შეაღწევს ყველა ოჯახში.

ერთიცაა, თუ ადრე რეალიზატორს შეეძლო გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისთვის, დღეს ეს შეუძლებელია. ყველა დანაშაული აღირიცხება, რაც რეალურ სტატისტიკურ სურათს ქმნის. წლების წინ არსებული სტატისტიკა კი, რეალურ სურათს ვერ იძლეოდა, დანაშაული არ რიგისტრირდებოდა და მონაცემებში არ ხვდებოდა. გეტყვით იმასაც, რომ რეალურად ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ბევრი მიმართულებით სერიოზული მუშაობაა საჭირო. ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცველების პრობლემა, ეს პირველ რიგში, საზოგადოების პრობლემაა და მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ეს არის კომპლექსური პრობლემების ჯაჭვი, რომელსაც სჭირდება ხანგრძლივი მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, სამართალდამცველების და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებულ შედეგს მივაღწევთ.

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ლიბერალიზაციაზე. საინტერესოა, წვრილმანი დანაშაულებისადმი თუ შეიცვლება საპროკურორო მიდგომა? მაგალითისთვის მოვიყვან, გორელი ქალიბატონი, რომელმაც 20 კილო ჯართი შეაგროვა, რათა სამი შვილი გამოეკვება - ქურდობისთვის დააპატიმრეს და რამდენიმეწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აგვისტოს ომის შემდეგ კი ის გამოუშვეს ციხიდან. როგორია თქვენი დამოკიდებულება მსაგავსი ფაქტებისადმი? წვრილმანი დანაშაულებისადმი ლიბერალური გახდება პროკურატურა? არადა, ხშირ შემთხვევაში ასეთი დანაშაულისთვის პროკურორები ძალზე მკაცრ სადამსჯელო სანქციას ითხოვენ.

- ვერ დაგეთანხმებით. ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის, ჩვენ არ ვართ კანონის დრაკონულად აღსრულების მომხრეები. თუმცა, დანაშაულის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია, მაგრამ ზედმეტად სიხისტე და სიმკაცრე ჩვენი პოლიტიკა ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ჩართულები ვართ პროცესში, რომელსაც ლიბერალიზაცია ჰქვია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის მეორე მხარეც - დაზარალებული, რომლის წინაშე პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს აკისრია. მომავალი წლიდან ამოქმედდება დაზარალებულთა სარეაბილიტაციო ცენტრები. ის გაიხსნება ქუთაისში, ბათუმში და თბილისში, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალისტები დაზარალებულებს დაეხმარებიან მიღებული ფსიქოლოგიური სტრესების მოხსნაში.

- საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ პროკურატურა სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს. შეიცვლება ეს პრაქტიკა პროკურატურაში თქვენი მოსვლის შემდეგ?

- ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი ცდილობდა, რომ შეელახა სასამართლოს და პროკურატურის იმიჯი - აჟიოტაჟის შექმნით ცდილობენ დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ პროკურატურა ერევა სასამართლოს საქმიანობაში. თუმცა, თამამად შემიძლია თქმა, რომ ეს ასე არ არის. შეგიძლიათ არ ენდოთ ჩემს ნათქვამს და გაეცანით სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას, რომელიც ძალზე მაღალია. ნახეთ სხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემებიც და ჩემს ნათქვამში დარწმუნდებით.

სწორედ მსგავსი ეჭვების გაქარწყლებას ემსახურება ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელითაც ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები გახდებიან მართლმსაჯულების მონაწილეები და ერთგვარად მონიტორინგსაც განახორციელებენ მართლმსაჯულებაზე. მხედველობაში მაქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული პირების პიარის შედეგად საზოგადოებაში დამკვიდრებულ "კლიშეს" გააქარვებს. ამას ემსახურება შეჯიბრებითობის პრინციპიც. მოსამართლე იქნება მხოლოდ არბიტრი, რომელიც მხარეების მიერ წარმოდგენლ პოზიციებს ობიექტურად შეაფასებს. ეს და სხვა სარეფორმო ღონისძიებები, რომელსაც პროკურატურა და სასამართლო ატარებს, ვფიქრობ, რომ მსგავს ეჭვებს ბოლომდე გააქარწყლებს.

ამას ემსახურება კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პრეზიდენტის მიერაა ინიცირებული და ითვალისწინებს მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის შემთხვევაში პოლიტიკური თანამდებობის პირების დასჯას, თუ ისინი ჩაერევიან სასამართლოს საქმიანობაში.

- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ახსენეთ. სამოქალაქო სასამართლო მალე საქართველოშიც ამოქმედდება. თუმცა, ამ სიახლის თაობაზე ორი მოსაზრება არსებობს. თუ ექსპერტთა ერთი ნაწილი მას რევოლუციად და დემოკრატიის ღია ფორმად მიიჩნევს, მეორე ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოში, სადაც კვლავ არსებობს ნაცნობ-მეგობრობის ინსტიტუტი, სადაც შეიძლება მსაჯულთა გადაბირება, ეს ინსტიტუტი ვერ გაამართლებს.

- არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ინსტიტუტი საქართველოში აუცილებლად გაამართლებს. ეს არის ერთგვარი ტესტი და ქართული საზოგადოება ჩააბარებს ამ გამოცდას. საზოგადოება, რომელმაც, ბოლო წლებში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა ერთი გამოცდა ჩააბარა, ამასაც წარმატებულად გაართმევს თავს. ამ საზოგადოებამ დაამარცხა კორუფცია, გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები - ეს არის ახალი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ეს გამოწვევაც წარმატებით მიიღოს.


ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი