ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია.
ეჭვგარეშეა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაზაფხულზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის დემონსტრაციების მორიგი რაუნდი მოჰყვება და რუსეთი ამჯერად მზად არის, რომ ღიად ჩაებას პროცესში.
აფხაზმა სეპარატისტების მიერ რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული 15 მილიარდიანი ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს.
თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატოში შესვლაზე უარს იტყვის", - “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ რუსულ გაზეთ “ნიუსვიკისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ოპოზიცონერი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე საზოგადოებრივ რადიოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის დაბარებას ითხოვს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას პოლიტიკური პარტიებისთვის მემორანდუმის შეთავაზების შესახებ (რომ ოპოზიციური პარტიები თავიანთი წარმომადგენლებს ხუთი წლის განმავლობაში არ გაიწვევენ) ოპოზიცია არაერთგვაროვნად აფასებს.
ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ბელგიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ პატრიკ დევალიმ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ სპეციალური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.