RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ოსური მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ ტრადიციული საკვირაო ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჩაატარა.

24 საათი 12.01.10

საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ ტრადიციული საკვირაო ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჩაატარა.

ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ახალგორის მოსახლეობისათვის ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გადაადგილების შეზღუდვა იყო. როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე მტკივნეულ საკითხად აფასებს ამ პროცესს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ არის რაიმე საფრთხის მომტანი და ეს პროცესი იმაზე მეტად ვერ დაძაბავს ვითარებას, ვიდრე დღეის არის. ამასთანავე, კალანდაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესი ვითარებას სამართლებრივად ვერ შეცვლის, თუმცა ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავაც მიაწვდის ინფორმაციას და აღნიშნულ საკითხზე მკვეთრ რეაგირებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტოში ოსური მხარის ბრალდებებს, თითქოს ქართული მხარე ვალდებულებებს არ ასრულებს, უსაფუძვლოს უწოდებენ. "თბილისის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით", სეპარატისტული ცხინვალი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე განმარტავს, რომ არ არსებობს ვალდებულება, რომელსაც საქართველო არ ასრულებდეს; მეტიც, საქართველო ყველა სერიოზულ მოლაპარაკებაში მონაწილეობს და ბევრ დათმობაზეც მიდის. კალანდაძის განცხადებით, ოსური მხარე ცდილობს, მოლაპარაკებების პროცესი გააჭიანუროს, რაც ნიშნავს, რომ ვითარების განმუხტვაში არ არის დაინტერესებული.

ამ საკითხების გარდა, ბრიფინგზე ბათუმში ენერგეტიკული სამიტის ჩატარებაზეც ისაუბრეს. კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სამიტის ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასში ათი სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. უკვე დადასტურებულია, რომ ჩამოვლენ პოლონეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები, ხოლო სხვა სახელმწიფოები მინისტრების დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მხრიდან ფორუმს სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი დაესწრება.

ინტერპრესნიუსი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი