RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მოსკოვი ცდილობს, ნოღაიდელი ქართული ოპოზიციის ლიდერად წარმოადგინოს

ეჭვგარეშეა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაზაფხულზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის დემონსტრაციების მორიგი რაუნდი მოჰყვება და რუსეთი ამჯერად მზად არის, რომ ღიად ჩაებას პროცესში.

24 საათი 14.01.10

ეჭვგარეშეა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაზაფხულზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის დემონსტრაციების მორიგი რაუნდი მოჰყვება და რუსეთი ამჯერად მზად არის, რომ ღიად ჩაებას პროცესში.

მოსკოვი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს (ახლადშექმნილი პარტია "სამართლიანი საქართველოს" ლიდერს), როგორც საკუთარ ფავორიტს ქართულ ოპოზიციაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსკოვი ღიად ემხრობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნოღაიდელი მოსკოვში 23 დეკემბერს მიიღო. უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, ეს ნოღაიდელის მესამე საჯარო ვიზიტი იყო მოსკოვში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო მდივანი გრიგორი კარასინი ნოღაიდელს 27 ოქტომბერსა და 24 ნოემბერს შეხვდა - "[პოლიტიკური] დიალოგის დაწყების", "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი რთული ვითარების" განხილვისა და "მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარების" მიზნით (Interfax, Civil Georgia, 27 ოქტომბერი და 24 ნოემბერი).

ნოღაიდელთან 23 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, პუტინმა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი (რომელიც ასევე პარტია "ედინაია როსიას" თავმჯდომარეობს) და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მიიწვია. ფორმალურად, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში საბჭოთა არმიისადმი მიძღვნილი მონუმენტის ამასწინანდელი დანგრევა იყო. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მომავალ გაზაფხულზე მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენებიც იქნა განხილული.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული სტენოგრამის თანახმად (რაც მხარდაჭერის კიდევ ერთი უპრეცედენტო ნიშანია), ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ

ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს. თუმცა, ამ წამოწყებაში რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მას მეტისმეტად დიდი ფასის გადახდა მოუწია: "ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისში მონუმენტის აღდგენა. ჩვენ გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ." პუტინთან საუბრისას მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაც დაგმო: "სააკაშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერაც არსებული კავშირების გაწყვეტას აპირებს" ("ჯეიმსთაუნის ფონდის" ბლოგი, 7 იანვარი). ამ ლოგიკით გამოდის, რომ ეს კავშირები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე საქართველომ გაწყვიტა და არა რუსეთის მიერ დაწესებულმა სამწლიანმა სატრანსპორტო ბლოკადამ და სავაჭრო ემბარგომ. ამავე ლოგიკით, საქართველოს ხელისუფლებამ "კავშირები გაწყვიტა" იმით, რომ დასავლური ორიენტაცია აირჩია (მართალია, ნოღაიდელის დახმარებით, როდესაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა).

პუტინის თანდასწრებით ნოღაიდელი გრიზლოვს "ედინაია როსიასა" და "სამართლიან საქართველოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე შეუთანხმდა (Interfax, 23 დეკემბერი). ნოღაიდელის მუდმივმა "კურატორმა" კარასინმა ბრძანა, რომ მოსკოვმა ხსენებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე არჩევანი იმ მიზეზით შეაჩერა, რომ "ის გონიერია, მომავალზე ფიქრობს და დადებითად განსხვავდება სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან" (Interfax, ITAR-TASS, 24 დეკემბერი).

შეხვედრების მონაწილეთა სია გვკარნახობს, რომ მოსკოვი ნოღაიდელს სხვადასხვა დონის კავშირების დამყარებაში ეხმარება - რუსეთის მთავრობასთან, მმართველ პარტიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მოსკოვის მერიასთან.

ნოღაიდელი საკუთარ თავსა და თავის პარტიას წარმოადგენს, როგორც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის დახმარებით შერიგების მომხრეს. იგულისხმება (თუმცა, ხმამაღლა არ ითქმის), რომ ასეთი დიალოგი საბოლოო ჯამში, შესაძლოა, რუსეთის ეგიდის ქვეშ რაიმე ფორმის რეინტეგრაციით დასრულდეს, თუნდაც საქართველოს დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობის ფასად. მოსკოვი რუსეთში მცხოვრები მდიდარი ქართველების მიერ მოწყობილ ქართული დიასპორის კონფერენციებზე სწორედ ასეთი მოსაზრების წახალისებით არის დაკავებული. რუსეთის ოფიციალური პირები არ ცდილობენ ასეთი დასკვნების გაბათილებას, როდესაც ნოღაიდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებთან დიალოგის დაწყების წინადადებით გამოდის. სოხუმს, როგორც ჩანს, რუსეთის ამგვარი შესაძლო განზრახვები გულზე არ ეხატება. 8 იანვარს აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" სერგეი შამბამ საჯაროდ გამორიცხა აფხაზეთის "პრეზიდენტის" სერგეი ბაგაფშის ნოღაიდელთან შეხვედრის შესაძლებლობა, რაც ნოღაიდელმა, როგორც ჩანს, მოსკოვში განიხილა (Interfax, 8 იანვარი).

რუსეთს შეუძლია ნოღაიდელის პოლიტიკური რეიტინგის ამაღლება, თუ მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს მასთან დიალოგის დაწყებისკენ უბიძგებს, თუნდაც ეს სიმბოლური დიალოგი იყოს, რომელიც ცალკეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში, მოსკოვს მოუწევს ნოღაიდელისთვის დაეხმარების გაწევა, რათა ასეთმა დიალოგმა რაიმე მინიმალური შედეგი მაინც გამოიღოს.

ნოღაიდელს ფინანსთა მინისტრისა (2003-2005) და პრემიერ-მინისტრის (2005-2007) თანამდებობები ეკავა და წარმატებით ახორციელებდა ეკონომიკურ რეფორმებს საქართველოში. ის თანამდებობიდან გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გადადგა და საინვესტიციო-საბანკო საქმიანობით თავისი ისედაც საკმაოდ დიდი ქონება კიდევ უფრო გაზარდა. პარტია "სამართლიანი საქართველო" ნოღაიდელმა 2008 წლის დეკემბერში დააარსა, ხოლო 2009 წელს რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ და ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართულ კამპანიას დაუჭირა მხარი. ის "რევოლუციური სცენარის" განხორციელებით იმუქრებოდა, რომელიც მშვიდობიანი გზით თუ სამოქალაქო ომის საშუალებით გადააყენებდა სააკაშვილს, თუ პრეზიდენტს 2009 წლის შემოდგომისთვის (ბოლო არჩევნებიდან ერთ წელიწადში) რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ვერ "აიძულებდნენ" (Civil Georgia, 2009 წ. 8 ივნისი).

ნოღაიდელის ზოგიერთი ახლო ნაცნობის თქმით, ის ფიქრობს, რომ რუსეთის როლი საქართველოს შიდა პოლიტიკაში გაიზრდება და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოადგინოს, როგორც სააკაშვილის შესაძლო შემცვლელი, რომელიც რუსეთის მხარდამჭერით სარგებლობს.

20 წელიწადზე მეტია, რაც მოსკოვი საქართველოში რესპექტაბელური ან ქმედუნარიანი პოლიტიკური მოკავშირეების პოვნას წარუმატებლად ცდილობს. მან საერთო ენის გამონახვა მოახერხა მხოლოდ სუკ-ის ყოფილ თანამშრომლებთან (როგორიცაა იგორ გიორგაძე), ჩრდილოვან ბიზნესმენებთან, თბილისში მოღვაწე ექსცენტრულ პოლიტიკოსებთან და ასლან აბაშიძის კლანთან ბათუმში. რუსეთს არ ჰყავდა საჯაროდ ცნობილი მოკავშირეები ან მომხრეები იმ ოცამდე მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებიც 2007 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას არაკონსტიტუციური მეთოდებით. ეს ჯგუფები უნიათონი აღმოჩნდნენ და მარგინალიზაცია განიცადეს, თუმცა გაზაფხულზე სავარაუდოდ ისევ ქუჩებში გამოვლენ.

ნოღაიდელის შემთხვევაში მოსკოვმა არჩევანი ზომიერ პოლიტიკოსსა და ისტებლიშმენტის წარმომადგენელზე შეაჩერა - მდიდარ ადამიანზე, რომელსაც ორგანიზატორის ნიჭი აქვს და რომელიც, როგორც ჩანს, მზად არის ფსონი კრემლზე დადოს. მოსკოვი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ ნოღაიდელის მაგალითი ისტებლიშმენტისა და ბიზნეს-წრეების ზოგიერთი სხვა წარმომადგენლის გადაბირებაში დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო დაპირისპირება წელსაც დაიწყო.

Eurasia Daily Monitor

ვლადიმირ სოკორი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი