RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

უმრავლესობის არჩევანი

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა

24 საათი 16.01.10

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა

საპარლამენტო ოპოზიციის დემარში, უმრავლესობის კონტრბრალდებები, საფინიშო სწორზე მოხსნილი ლევან თარხნიშვილის კანდიდატურა - ამ ფონზე მიმდინარეობდა გუშინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა, რაც საბოლოოდ თავმჯდომარედ (98 ხმით) ზურაბ ხარატიშვილის არჩევით დასრულდა.

კენჭისყრის შედეგები საკმაოდ საინტერესო და სიმპტომატური გახლდათ - მეორე კანდიდატის, ოთარ სიჭინავას მომხრე 19 დეპუტატი იყო, 4 კი წინააღმდეგი. ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ ლევან თარხნიშვილმა კენჭისყრამდე კანდიდატურის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება, მან სიჭინავაზე მეტი ხმა მიიღო: 36 - 4-ის წინააღმდეგ. თარხნიშვილის არა გადამწყვეტი, მაგრამ სიმბოლური მხარდაჭერით უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდებებს გასული არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს. მსგავსი გახლდათ თავად ლევან თარხნიშვილის განცხადების ტონი. ლევან თარხნიშვილმა კანდიდატურის მოხნის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კი დაასახელა "პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც ცსკო-ს თავმჯდომარეზე ხორციელდება".

"დიქტატურა თავად ოპოზიციაშია დასადგურებული, რადგან სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ცსკო-ში ვერცერთმა ოპოზიციონერმა წევრმა პარტიისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ვერ მიიღო და თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ შეარჩია. პრობლემის არსი მდგომარეობს არა საარჩევნო ადმინისტრაციებსა და კანონში, არამედ იმ გარემოებაში, რომ ოპოზიცია პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს," - განაცხადა თარხნიშვილმა, რომლის მტკიცებით, "არც ერთი არჩევნები არ გაყალბებულა".

ოპოზიციისადმი საყვედურებით ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც გამოვიდა, მან მოუწოდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახალ მოდელს "ფიქციად" აფასებს, ამ ფიქციისთვის პასუხი "ალიანსს"

მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ცსკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ოპოზიციის წინადადების გათვალისწინებით მოხდა და პრეზიდენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით კანდიდატების წარდგენა "ალიანსის" წინადადება იყო. აღნიშნული განცხადება საკმაოდ კატეგორიული ტონით მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის მიერ ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევა გააპროტესტა და კენჭისყრაში მონაწილოებაზე უარი თქვა.

"ცსკო-ის თავმჯდომარის არჩევის ეს ახალი წესი იყო სწორედ ოპოზიციის იდეა. საქმე იმაშია, რომ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვერაფერში ვერ იღებთ და ცდილობთ, პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვას გადააბრალოთ" - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის პარალელურად ოპოზიციის უნიათობაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმაც. მისი განცხადებით: "სწორედ ამის გამო მოუწია პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა". პარლამენტის სხდომაზე კუბლაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს სთხოვა, "გაიხსენოს შემთხვევა, როცა ოპოზიციამ რაიმე საკითხზე აიღო პასუხისმგებლობა. გუშინ დამტკიცდა, რომ ცსკო-ს ოპოზიციონერი წევრებისთვის მთავარი არა არჩევნები, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელების დავალებებია. სანამ არ მივალთ იქამდე, რომ შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება, მანამ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. სამწუხაროდ, ოპოზიციის უნიათობის გამო გადაწყვეტილების მიღება დღეს ჩვენ გვიწევს. ჩვენ ოპოზიციას ყველაზე ხელსაყრელი მოდელი შევთავაზეთ, რომლის პრეცედენტი არ არსებობს," - დასძინა კუბლაშვილმა.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა ოპოზიციის გადაწყვეტილება - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა კენჭისყრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან მონაწილეობა მხოლოდ გიორგი თორთლაძემ მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის “ჩვენ თვითონ" ლიდერმა პაატა დავითაიამ. მისი თქმით, პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მისი ხმა გადამწყვეტი არ იყო. ამავე მიზეზით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ. მისი განმარტებით, ცესკო-ის თავმჯდომარე უმრავლესობის ასარჩევი გახდა და კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობა იქნებოდა. ცესკო-ის თავმჯდომარის კანდიდატთა კენჭისყრის და განხილვის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა “ქართული დასის" ლიდერმა ჯონდო ბაღათურიამაც. დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კი ამ პროცესს ფიქცია უწოდა. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებმაც", თუმცა აქვე ქრისტიან-დემოკრატებმა გააკრიტიკეს ოპოზიციის ის ნაწილიც, რომლებმაც ცესკო-ში თავმჯდომარის არჩევას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ცსკო-ს ახალი თავმჯდომარე - 42 წლის ზურაბ ხარატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია 2008 წლის თებერვლიდან, იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. მისი საარჩევნო გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს იმ ჯგუფის წევრობას, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს უწევდა მონიტორინგს.

დამტკიცებამდე გამართულ განხილვებზე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებაზე მეტად, კომისიის წევრობა სურდა. ხარატიშვილმა განმარტა, რომ "ლევან თარხნიშვილს და ოპოზიციას შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამ თანამდებობაზე ადრე არ უფიქრია. საარჩევნო მოხელის სერთიფიკატიც ცსკო-ის წევრის თანამდებობის დაკავების სურვილით ავიღე, თუმცა გადაწყვეტილება ორგანიზაცია "ალპეს" ხელმძღვანელთან მერაბ ბასილიასთან საუბრის შემდეგ შევცვალე," - განაცხადა ხარატიშვილმა.

მან გუშინვე წარუდგინა დეპუტატებს საკუთარი პრიორიტებები და განაცხადა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება სურს, როცა "მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ცსკო-ის თავმჯდომარის ვინაობა არ ეცოდინება, როგორც ეს დღეს "თელასის" ხელმძღვანელის და პოლიციის მაღალჩინოსნების შემთხვევაშია". ხარატიშვილი საკუთარი სამოქმედო გეგმების აგებას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის იმ დასკვნაზე აპირებს, რომელიც 2008 წლის არჩევნების შემდეგ იქნა შედგენილი და აცხადებს, რომ იხელმძღვანელებს ევროკავშირის რეკონდაციებით. "ეუთოს ანგარიშში წარმოდგენილია კვალიფიციური და ობიექტური შეფასება საქართველოს საარჩევნო სისტემაში არსებული მდგომარეობის და ხარვეზების შესახებ. ჩემი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ დასკვნაში წარმოდგენილი პრობლემების გამოსწორება იქნება," - განაცხადა გუშინ დამტკიცებამდე გამართულ განხილვებზე ზურაბ ხარატიშვილმა. ამასთან, იგი ცსკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ თავს საარჩევნო სისტემის მენეჯერის და არა პოლიტიკური ფიგურის როლში ხედავს.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი