დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში 2010-2011 წლებში გასატარებელ რეფორმებზე სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსა ესაუბრა.
24 საათი 16.01.10

დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში 2010-2011 წლებში გასატარებელ რეფორმებზე სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსა ესაუბრა.
შაშკინის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანია, მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და ატესტატის მნიშვნელობა გაიზარდოს.
"2011 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები, სავარაუდოდ, 10 საგანში ჩატარდება და სწორედ მისი შედეგები გახდება სკოლაში მიღებული ზოგადი განათლების დონის განმსაზღვრელი," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად განიხილა ყველა საკითხი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში პედაგოგებთან შეხვედრისას შეეხო.
შაშკინის თქმით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ რეფორმებს სამინისტრო სწორედ 2010-2011 წლებში ეტაპობრივად განახორციელებს.
შეხვედრა, რომელიც სამინისტროში თითქმის ორ საათს გაგრძელდა, კითხვა-პასუხით დასრულდა.
როგორც მინისტრმა პრეზენტაციის დასასრულს აღნიშნა, ახლა ყველაზე მთავარია, ცვლილების შესახებ საზოგადოებას მიეწოდოს ჯეროვანი ინფორმაცია, რათა ამან ხალხში დაბნეულობა ან ვინმეს შეცდომაში შეყვანა არ გამოიწვიოს.
დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში საშიში არაფერი ხდება და ყველა ცვლილება მიმართულია იქით, რომ გაიზარდოს სკოლის როლი, ამაღლდეს ზოგადი განათლების დონე მოსწავლეებში და მათ უმაღლესი განათლების მიღება თავისუფლად შეძლონ.