RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

8 პარტიის პრაიმერი

ოპოზიცია ცესკო-ს ტექნიკურ დახმარებას სთხოვს

24 საათი 21.01.10

ოპოზიცია ცესკო-ს ტექნიკურ დახმარებას სთხოვს

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებული პრაიმერი 28 მარტს გაიმართება და მასში, სავარაუდოდ, 8 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. კონსერვატორების იდეას კვლავ არ იზიარებენ "ალიანსი საქართველოსთვის", "ქრისტიან-დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატები", "ჩვენ თვითონ", ირაკლი ოქრუაშვილის პარტია და სხვები. სამაგიეროდ, დეკემბრის ბოლოს ამ ინიციატივასთან ნოღაიდელის "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მიერთების შემდეგ იდეას ფინანსური მხარდაჭერა გაუჩნდა და, შესაბამისად, მისი ხორცშესხმაც ახალი ძალით დაიწყო.

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა. რომ იანვრის ბოლოს პრაიმერში მონაწილეობის სურვილის მქონე ოპოზიციურ ძალებთან საბოლოო დეკლარაცია გაფორმდება, თუმცა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის "პრაიმერის კარი ღია პრაიმერის გამართვამდე დარჩება". პრაიმერში მონაწილეობის სურვილს ამ დროისთვის გამოთქვამენ პრაიმერის ინიციატორი "კონსერვატორები", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და "ხალხის პარტია". რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, გამართული კონსულტაციების შედეგად, პრაიმერში მონაწილეობას ამ ეტაპზე დათანხმდნენ "მრეწველები", "თეთრი მოძრაობა", "მომავლის პარტია", პოლიტიკური გაერთიანება "სამეფო გვირგვინი" და "მწვანეები".

წინასწარი არჩევნების წესებზე მომუშავე ჯგუფმა გასული წლის შემოდგომაზე მოამზადა პროექტი, რომელიც "კონსერვატორების" ვებ-გვერდზე მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ამ პროცესს ნოღაიდელი "შეუერთებოდა". პროექტის შემუშავებაში, ოპოზიციური პარტიების გარდა, მონაწილეობდნენ აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო ფონდი საარჩევნო სისტემებისთვის (IFES).

პრაიმერის წესების პროექტის თანახმად, წინასწარი არჩევნებისთვის შეიქმნება ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები.

თბილისის პრაიმერში ამომრჩევლები მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% +1 ხმას; დამარცხებულები კი აღიარებენ წინასწარი არჩევნების შედეგებს.

იმავდროულად, პროექტში გათვალისწინებული იყო 1-28 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მექანიზმიც, რომლის დროსაც აბონენტს უნდა ეპასუხა სამი შეკითხვისთვის: აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას; ხელისუფლების კანდიდატს დაუჭერს მხარს თუ ოპოზიციისას; და რომელ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს (ჩამონათვალის მიხედვით). დებულების პროექტის თანახმად, პრაიმერის საფუძველზე ადგილობრივი არჩევნებისთვის იქმნება ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო ბლოკი.

წინასწარი ინფორმაციით, პრაიმერის დაფინანსების საკითხები იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენი საარჩევნო უბანი განთავსდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრაიმერის ინიციატორი პარტიების გათვლით, ერთი საარჩევნო უბნის ხარჯი, დაახლოებით, 300-500 ლარს შეადგენს. ეს თანხა, ძირითადად, წმინდა ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, მათ შორის ბიულეტენების დაბეჭდვაში დაიხარჯება. უკვე გადაწყვეტილია, რომ პრაიმერის მონაწილეები შიდა არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებად პარტიის ოფისებს გამოიყენებენ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკვე გაიგზავნა თხოვნა საქართველოს ცესკო-სთან შუამდგომლობის შესახებ, რათა კომისია პრაიმერს ტექნიკური საშუალებებით დაეხმაროს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი