RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სააკაშვილის გზავნილი პუტინის საყურადღებოდ

გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ესტონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში უსმენდნენ.

24 საათი 22.01.10

გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ესტონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში უსმენდნენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ ლექციაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომზე ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცებით, რუსეთმა "სარკისებური პროპაგანდის" სტრატეგია გამოიყენა, როდესაც საქართველოს “სწორედ იმ დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი, რასაც თავად რუსეთი აპირებდა ან რაც უკვე ჩადენილი ჰქონდა.” რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაზე საუბრისას მან ისტორიული ანალოგიები მოიტანა. სააკაშვილის აზრით, ნაცისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც "სარკისებური პროპაგანდის" ეს ტაქტიკა დახვეწილ სისტემად გადააქციეს. “მათ მეორე მსოფლიო ომის მომზადებაში ებრაელები დაადანაშაულეს. სინამდვილეში კი ისინი [ნაცისტები] აქტიურად თავად ემზადებოდნენ. მათ [ნაცისტებმა] პროვოკაციების ორგანიზებაში პოლონელები დაადანაშაულეს, სინამდვილეში კი თვითონ აწყობდნენ პროვოკაციებს საზღვრებზე და ასე შემდეგ,” - განაცხადა სააკაშვილმა. მისი აზრით, "სარკისებული პროპაგანდის" იგივე მიდგომა გამოიყენეს ექსტრემისტებმა ჰუტუს ტომიდან, როდესაც მათ რუანდაში უმცირესობაში მყოფი ტუტსის ტომის გენოციდი განიზრახეს. “რუსეთი იმავე ტაქტიკას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს რა შეცვალოს რეალობა “გაზპრომის” მიერ დაფინანსებული მედიის და ზოგჯერ, სამწუხაროდ, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის მეშვეობით,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ტალინში გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილს შემდეგი შეკითხვა დაუსვეს: თანამშრომლობთ თუ არა თქვენ რუსეთის ოპოზიციასთან იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთობლივი ძალებით შეატყობინოთ სიმართლე? პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეს უპასუხა, რომ “ჩვენ რუსეთის ოპოზიციასთან ისეთი სიხშირით არ ვთანამშრომლობთ, როგორც ბოლო დროს ჩვენი ოპოზიცია თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, სიმართლე მაინც არ დაიმალება და ყველამ ყველაფერი იცის. ამის ნათელი მაგალითია ანდრეი ნეკრასოვის ფილმი, რომელიც რეალობას ზუსტად ასახავს.”

სააკაშვილმა ტალინში საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ საქართველოს სიმართლის გავრცელებაში სჭირდება დახმარება, რათა შეჩერდეს რუსეთის მცდელობა, შექმნას საბაბი 2008 წლის აგვისტოში ჩადენილის გასამეორებლად. შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მეგობრებს ჯარებს და იარაღის გამოგზავნას არ სთხოვს, “ჩვენ მათ ვთხოვთ, იმით დაგვეხმარონ, რომ მთელ მსოფლიოს მოუყვნენ სიმართლე.” სააკაშვილის აზრით, "ეს გზავნილი მთელი რეგიონს ესმის და ვლადიმირ პუტინი ამას ვერ იტანს. ამრიგად, ისინი კვლავ დაგეგმავენ და მოაწყობენ პროვოკაციებს. მაგრამ ახალი ომის გასაჩაღებლად მათ სჭირდებათ ჩვენი დისკრედიტაცია ჩვენი სარკისებური დადანაშაულების გზით და ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა ამ სტრატეგიას დაუპირისპირდეთ. ჩვენი წვალებისა და მართალი მიზნების შესახებ თქვენ მიერ გავრცელებული სიმართლე უფრო მეტად დაგვიცავს, ვიდრე ტანკები და ტყვიები.”

გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს საუკეთესო მეგობარია და უზარმაზარი სიამოვნება და დიდი შვებაა იმ ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი, რომლებსაც ესმით საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები. ამავე დროს, პრეზიდენტმა სხა მეგობარი ქვეყნების პოზიციის შესახებაც ისაუბრა. “შოკირებული ვიყავი საქართველოს ზოგიერთი მეგობრის ნათქვამით, თითქოს საქართველოს პროვოცირებული იყო ის, რაც მოხდა. ამ არგუმენტით საქართველოს მძინარე ქალაქზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ,” - განაცხადა სააკაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა შენიშნავს, დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის 10 პროცენტი - საკუთარი სახლებიდან დევნილი, დედაქალაქიდან ახლო მანძილზე კი რუსული ტანკებია განთავსებული.

ლექციის მსვლელობისას პრეზიდენტმა ესტონეთს საქართველოსთვის მძიმე პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. “საქართველოს ისეთი მეგობრები სჭირდება, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან, გააკრიტიკებენ და შეცდომებს შეუსწორებენ,” - შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ჯერ კიდევ სააკაშვილის ესტონეთში ვიზიტის პირველ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს დასავლური ინტეგრაცია გარკვეულწილად შეაფერხა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ილვესი შენიშნავს, რომ “საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების ტემპი კვლავაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მისივე [საქართველოს] ქმედებებზე, კერძოდ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების სფეროებში განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.” გარდა ამისა, ილვესმა საქართველოს წარმატებებზე შეაჩერა ყურადღება. მისი აზრით, “საქართველომ განვითარების გასაოცარი პროცესი განვლო ეკონომიკური რეფორმების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განვითარების თვალსაზრისითაც. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას დიდი წარმატება აქვს კორუფციასთან ბრძოლაში.”

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართაც გამოხატა პოზიცია. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში ვერ აღდგება, ამიტომ ქვეყანამ წარმატებული მშენებლობის საქმეში სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს. “ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მოკავშირეებმა, იციან, რომ უსამართლობამ შესაძლოა, რაღაც პერიოდში გაიმარჯვოს. თუმცა, ისტორიას გააჩნია შესაძლებლობების ფანჯრები, რომლებიც ერთხელ გაიღება და შემდეგ დაიხურება - და ჩვენ ფხიზლად უნდა დაველოდოთ მათ გაღებას და შემდეგ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ, რომ ეს მომენტი დავიჭიროთ,” - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. მისი აზრით, უნაყოფო იქნება ენერგიის დახარჯვა იმ პრობლემებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება. ამიტომ ილვესი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განვითარებისკენ მოუწოდებს. “ეს არის თქვენი წარმატების გასაღები,” - დასძენს ილვესი. ამავე დროს, მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ესტონეთის და ევროკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი