RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ოპოზიციის შეფასებები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას პოლიტიკური პარტიებისთვის მემორანდუმის შეთავაზების შესახებ (რომ ოპოზიციური პარტიები თავიანთი წარმომადგენლებს ხუთი წლის განმავლობაში არ გაიწვევენ) ოპოზიცია არაერთგვაროვნად აფასებს.

24 საათი 27.01.10

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას პოლიტიკური პარტიებისთვის მემორანდუმის შეთავაზების შესახებ (რომ ოპოზიციური პარტიები თავიანთი წარმომადგენლებს ხუთი წლის განმავლობაში არ გაიწვევენ) ოპოზიცია არაერთგვაროვნად აფასებს.

ოპოზიციის უმრავლესობა ინიციატივას უსაგნოს უწოდებს.

ლევან ვეფხვაძე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი:

ამ მემორანდუმზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის საკითხები, რომლებიც ჩვენ ცესკო-ს თავმჯდომარეს შევთავაზეთ. კერძოდ, ვითხოვდით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, ყველა უბანზე სათვალთვალო კამერები იყოს დამონტაჟებული.

ცესკო-ს თავმჯდომარემ უარი თქვა წინადადებებზე, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა უნდა მოგვიტანოს მის მიერ შემოთავაზებულმა მემორანდუმმა?

ზურაბ ტყემალაძე, “მრეწველთა პარტიის” წარმომადგენელი:

თავად იდეას მივესალმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ცესკო-ში კონკრეტული პარტიების მიერ დანიშნული პირები არ უნდა იყვნენ “ჩამოკიდებულები” ამ პარტიებზე. მათ უნდა შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა. უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მრავალი წლით იქნებიან დანიშნულები.

ამასთანავე, ჩემი აზრით, ეს ინიციატივა მოითხოვს კანონში ცვლილების შეტანას და არა მემორანდუმის გაფორმებას.

გიორგი გუგავა, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი:

როგორ უნდა დავეთანხმოთ უაზრო გადაწყვეტილებებს? იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს ცესკო-ს მუშაობისთვის? უსაგნო საკითხების შესახებ მემორანდუმების ნაცვლად, საჭიროა ცესკო-ს გათავისუფლება გამყალბებლებისგან, უნდა გამოყარონ “ნაციონალები”, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ და გადაწყვეტილებებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ იღებენ. ცესკო პარიტეტის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. არჩევნების პროცესში არ უნდა ერეოდნენ ძალოვანი სტრუქტურები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს ამომრჩეველთა სია.

მანანა ნაჭყებია, “მემარჯვენეების” წარმომადგენელი:

ცუდი იდეა არ არის. კარგია, როცა ცესკო-ს წევრს სტაბილურობის განცდა აქვს.

მიუხედვად ამისა, ამ ხელისუფლების პირობებში იდეა თავიდანვე მკვდრადშობილია.

მოგეხსენებათ, მმართველი პარტია მუდმივად პოულობს მიზეზს იმისთვის, რომ ცესკო-ში სასურველი კონფიგურაცია გააკეთოს. ალბათ, გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ შეცვალა კანონმდებლობა და ცესკო-დან გამოიყვანა იმ ოპოზიციური

პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას არც მომავალში გაუჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ინიციატივით ხელისუფლებას სურს, ოპოზიციაზე მზრუნველად წარმოაჩინოს თავი.

დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე:

მემორანდუმის ინიციატივა ერთ მიზანს ემსახურება: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სურდა, გადაეფრა ის საქციელი, რაც გუშინ ამ ორგანოში ჩაიდინეს. კერძოდ, საუბარია გიზო მჭედლიძის ცესკო-ს მდივნად არჩევის ფაქტზე. ხელისუფლებას თავისი არცთუ პოპულარული ნაბიჯი რომ გადაეფარა, მოიფიქრა და ახალი თემა “შემოაგდო”.

პირველ რიგში, ეს არის მორიგი პიარ-სვლა. მეორე მხრივ, ეს გახლავთ ცინიზმის უკიდურესი ფორმა! ხელისუფლება გვეუბნება, რომ გიზო მჭედლიძე

უფრო დამოუკიდებელია ცესკო-ში, ვიდრე, მაგალითად, ზურაბ მარაქველაძე, რომელიც ამ ორგანოში “რესპუბლიკური პარტიიდან” არის დანიშნული.

თუ ვინმე ცესკო-ს საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნული პირების როლის წარმოჩენასა და მათთვის დამატებითი ბერკეტების მიცემაზე ფიქრობს, მაშინ რატომ არ აირჩიეს ცესკო-ს მდივნად ნონო გოგუაძე, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიდან 6 წევრი უჭერდა მხარს?

კახა კუკავა, “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელი:

ეს წევრები ცესკო-ში 2007 წლის დეკემბერიდან არიან დანიშნულები. იქიდან მოყოლებული არც ერთ ოპოზიციურ პარტიას თავისი წევრი არ გაუწვევია. მოკლედ, პრობლემა არ არსებობს და არარსებულ პრობლემაზე მემორანდუმის ჩამოყალიბებას მახათის გაყრა ჰქვია…

სჯობს, ცესკო-ს თავმჯდომარემ უამრავ რეალურ პრობლემას მიხედოს, რომლებზეც მიუთითებენ ეუთო-ც, ევროსაბჭოც და პოლიტიკური ოპოზიციაც.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი