RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საარჩევნო სიების გადასამოწმებლად 1.2 მლნ ლარი გამოიყოფა

საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ სპეციალური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

24 საათი 29.01.10

საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ სპეციალური ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მან ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა და განმარტა, რომ ჯგუფების მუშაობას თავად საარჩევნო ადმინისტრაცია დააფინანსებს.

საარჩევნო სიების გადასამოწმებლად 1.2 მლნ ლარი გამოიყოფა და თანაბრად გადანაწილდება ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ იმ პარტიებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. სიების გადამოწმება, კანონის თანახმად, 5 თებერვლიდან 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს და შედეგები ცესკო-ს 31 მარტამდე წერილობით ეცნობოს.

ცსკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, სიების "კარდაკარ" გადამოწმების სურვილი შვიდმა პარტიამ გამოთქვა: “მრეწველებმა”, “ახალმა მემარჯვენეებმა”, “რესპუბლიკელებმა”, “ქართულმა დასმა”, “საქართველოს გზამ”, პარტიამ “ჩვენ თვითონ” და “კონსერვატორებმა”. სიების გადამოწმების პროცესში მმართველი პარტიაც გეგმავს მონაწილეობას.

მოგვიანებით რესპუბლიკური პარტიისა და “ალიანსი საქართველოსთვის” პოზიციაზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ისაუბრა: მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ ცესკო მის წინადადებებს გაითვალისწინებს. “მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ერთობლივი მემორანდუმის შემუშავებაში, რომელიც გაითვალისწინებს ქმედით მექანიზმებს ამომრჩეველთა სიების შედგენისთვის სახელმწიფო დაწესებულებებიდან სანდო ინფორმაციის მისაღებად და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გამოსავლენად, ნაციონალური ტელეარხებით პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობისა და პოზიციების ობიექტურად და დაბალანსებულად გასაშუქებლად, პოლიტიკურ პროცესებში პოლიციისა და უშიშროების ორგანოების მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, ამომრჩევლებისა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტების რეპრესიებისგან დასაცავად და საარჩევნო პროცესების, მათ შორის კენჭისყრის, ხმების დათვლის და საარჩევნო დავების განხილვა-გადაწყვეტის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თითოეულ ამ საკითხზე ჩვენ კონკრეტული წინადადებებიც გვაქვს,” - განაცხადა გუშინდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ალიანსის თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

"კონსერვატიული პარტიის" წევრებმა კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს საარჩევნო დარღვევებზე პარტიის შენიშვნები გააცნეს. “განხილულ იქნა “კონსერვატიული პარტიის” შენიშვნები იმ საარჩევნო დარღვევებზე, რასაც წინა თავმჯდომარისა და წინა მდივნის დროს ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით ამომრჩეველთა სიებში. საარჩევნო კომისიის ახალმა თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხებზე ჩატარდეს ერთობლივი სამუშაოები,” - განაცხადა “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია თანამშრომლობის შედეგების შესახებ პირველი განცხადებებს მომავალ კვირას გააკეთებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი