RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პარლამენტი არჩევნებისთვის მზადებით იწყებს

საარჩევნო სიების გადამოწმება და საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს 2010 წლის გაზაფხულის სესია გახსნა.

24 საათი 03.02.10

საარჩევნო სიების გადამოწმება და საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა ერთ-ერთი წამყვანი საკითხი იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს 2010 წლის გაზაფხულის სესია გახსნა.

ბიუროზევე გაჟღერდა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა ამ თემაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს.

ეს ინიციატივა დავით ბაქრაძემ საგაზაფხულო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე გააჟღერა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის მიიწვია.

ამასთან, ბაქრაძე მიესალმა იმ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილეობას დათანხმდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე განაცხადა, რომ მზად არის, პირადად შეხვდეს ცესკო-ს ახალ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს და მოუსმინოს, პარლამენტისგან რა სახის დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს არჩევნების სრულყოფილად მოსამზადებლად. დღეს ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "აუცილებელია, საარჩევნო პროცესის ყველა ხარვეზი მინიმუმამდე დავიდეს, რისთვისაც პარლამენტი ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს".

საუბარია არა მხოლოდ საარჩევნო სიებზე - პარლამენტის თავმჯდომარე შენიშნავს, რომ, საარჩევნო სიების გარდა, არჩევნების პროცესში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია: "უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტის მხრიდან მთელი საარჩევნო პროცესის მონიტორინგი განხორციელდება," - განაცხადა ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარაში ჩატარებული არჩევნებიც გაიხსენა, რომელსაც, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ინტერფრაქციული ჯგუფი აკვირდებოდა. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ სქემის გადმოტანა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვისაც მისაღები იქნება.

თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ინტერფრაქციული ჯგუფი რა სქემით შეიქმნება. ჯგუფის ფორმატი თავმჯდომარეთან კონსულტაციების შედეგად გაირკვევა.

გუშინვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქრისტიან-დემოკრატებმა” საარჩევნო სიების გადამმოწმებელი პარტიების დაფინანსების კონტროლის საკითხიც დააყენეს. პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ასეთი კონტროლის არარსებობის შემთხვევაში სიების მონიტორინგისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილის არამიზნობრივად ხარჯვის საშიშროებას ხედავს. ვეფხვაძეს ეჭვები იმ ფაქტმა გაუჩინა, რომ სიების მონიტორინგში მონაწილეობაზე განაცხადი იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმაც გააკეთეს, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ. "საჭიროა, შემუშავდეს კონკრეტული წესი და მექანიზმები იმისა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, საარჩევნო სიების მონიტორინგს გამოყოფილი მილიონ 200 ათასის მხოლოდ ნაწილი მოხმარდეს, ნაწილი კი ვიღაცის ჯიბეში წავიდეს," - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის დაკანონების შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე მზად არის, მოამზადოს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით სიის გადამოწმება და შესაბამისი თანხების ხარჯვა განხორციელდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრი უმრავლესობის ნაწილმაც აიტაცა. ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმაც, რომელმაც კვალიფიციურ სუბიექტებს მოუწოდა, "თუკი ფულს ხელს მოკიდებენ, კეთილი ინებონ და საქმეც გააკეთონ". იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა კი სიების გადამოწმებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის გაკონტროლების მექანიზმების შემუშავება პრაქტიკულად გამორიცხა და აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ბრალდებების საფუძველი გახდება. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კოლეგებს ისეთი მექანიზმების შემუშავება ურჩია, რომლებიც, ერთი მხრივ, ფულის ხარჯვის მიზნობრიობასაც გააკონტროლებს და ამასთან, პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ჩარევის ალბათობასაც გამორიცხავს. აღნიშნულ თემაზე დისკუსიისას გაჟღერდა ინიციატივა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საარჩევნო სიების მონიტორინგზე განაცხადს გააკეთებს, ამ მონიტორინგის შედეგებზე დასკვნის წარმოდგენა მოეთხოვოს. აღნიშნული ინიციატივა დავით ბაქრაძემაც გაიზირა.

საარჩევნო სიების გადამოწმების შესახებ ინიციატივები პარლამენტში გუშინ ბიუროს ოთახის მიღმაც გაჟღერდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ამ თემას გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს სიებზე პასუხისმგებლობის აღება ურჩია:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჯარო რეესტრიდან გაგზავნილი მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა დაუზუსტებელი რაოდენობა 3 მლნ. 700 ათასია. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ მონაცემებს საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების ინფორმაცია აკლია.

"საერთო ჯამში, ამომრჩეველთა რაოდენობამ შეიძლება 4 მლნ-ს მიაღწიოს, რაც სრულიად წარმოუდგენელია. 4 მლნ დღეისათვის საქართველოში მცხოვრებთა საერთო რაოდენობაც კი არ არის, არა თუ ამომრჩეველი," - შენიშნა პარლამენტის წევრმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს ეხება.

მისი თქმით, არსებული სიების კორექტირებისთვის უწყებებში არსებული მონაცემები ცესკო-ს დღემდე მხოლოდ იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, თუ ამ ფაქტზე ცესკო-მ რეაგირება არ მოახდინა, მთელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე სწორედ მას დაეკისრება. დეპუტატს მიაჩნია, რომ ცესკო-ს უნდა დაეკისროს სამართლებრივი ვალდებულება, გაიზიაროს ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები.

ცნობისათვის - კანონით, მონიტორინგის ჯგუფები 5 თებერვლიდან უნდა ჩამოყალიბდეს. მათ 15 მარტამდე უნდა შეამოწმონ ამომრჩეველთა სიები და შედეგები ცესკო-ს მიაწოდონ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტის ბიუროზე გუშინ გაჟღერებული ინიციატივის თანახმად, ამ პროცესს, პოლიტიკური პარტიების გარდა, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფიც დააკვირდება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი