"ქრისტიან-დემოკრატები" პრემიერ მინისტრს, ფინანსთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტებს პარლამენტში უკვე პლენარული სხდომიდან იბარებენ.
24 საათი 13.02.10
"ქრისტიან-დემოკრატები" პრემიერ მინისტრს, ფინანსთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტებს პარლამენტში უკვე პლენარული სხდომიდან იბარებენ.
როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, დღემდე ვერ მოხერხდა ხელისუფლების დანაპირების შესრულება ახალგორიდან და კოდორიდან დევნილებისთვის, კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დევნილები უკვე წელიწადნახევარია ელოდებიან კომპენსაციებს, არიან უკიდურეს მდგომარეობაში ნათესავებთან შეკედლებულები.
ახვლედიანს საეჭვოდ მიაჩნია ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროს არგუმენტები, რომ თითქოს ამ დევნილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ამას გარდა, ახვლედიანს აინტერესებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება უყურადღებოდ ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლებას, რომელთაც ვაშლის მოსავალი ულპებათ და რატომ არ ფიქრობს ვაშლის სუბსიდირებას ისევე, როგორც ეს მოხდა ყურძნისა და ციტრუსის შემთხვევაში.
გიორგი ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს მოსახლეობაზე, რომელთაც სასათბურე მეურნეობები ფინანსური კრიზისა და ომის გამო გაუნადგურდათ და ამიტომ ვერ ახერხებენ ბანკების სესხების გადახდას, ბანკები კი მათ სახლების ჩამორთმევით ემუქრება.
მისი თქმით, პარლამენტი საბანკო სექტორს გამოსავლის მოძებნაში უნდა დაეხმაროს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემებზე პასუხებისა და განმარტებების მოსასმენად, "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში პრემიერ მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს იბარებენ.