RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ოპოზიციის გაერთიანება ისევ აქტუალურია

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კანდიდატი და ეს არის გარანტირებული გამარჯვება,” - აცხადებდა მარჯანიშვილის თეატრში მყოფი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ესწრებოდა ირაკლი ალასანიას შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან.

24 საათი 17.02.10

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კანდიდატი და ეს არის გარანტირებული გამარჯვება,” - აცხადებდა მარჯანიშვილის თეატრში მყოფი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ესწრებოდა ირაკლი ალასანიას შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პოლიტიკური ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიაჩნია “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერსა და “ალიანსის” მიერ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილ ირაკლი ალასანიას. მისი პოლიტიკური ძალა ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ოპოზიციამ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი შეარჩიოს. ალასანიას შეფასებით, ამის რესურსი არსებობს. “არ ვსაუბრობ მაინცდამაინც პრაიმერზე. არსებობს სხვადასხვა გზები იმისთვის, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს. ერთობა ყველაზე აუცილებელია და ეს არის გამოწვევა, რომელიც ოპოზიციის წინაშე დგას,” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მართალია, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს საერთო კანდიდატის შერჩევის ერთადერთ გზად პრაიმერის გამართვა მიაჩნია, მაგრამ როგორ წარდგება 30 მაისს დანიშნულ არჩევნებზე, სავარაუდოდ, მაინც ლევან გაჩეჩილაძესა და ირაკლი ალასანიას შორის მიმდინარე კონსულტაციებზე იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი დათო მაღრაძე “24 საათთან” ამბობს, რომ “ლევან გაჩეჩილაძე, ძირითადად, ირაკლი ალასანიასთან მართავს მოლაპარაკებებს, ალბათ - სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც. დღეისთვის კონკრეტული შედეგი ცნობილი არ არის.” დათო მაღრაძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი რაღაც ფორმით საერთო შეთანხმებას მიაღწევს.

მაშინ, როცა “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები პოლიტიკურ ოპოზიციას რეიტინგული კანდიდატის, როგორც ისინი აცხადებდნენ, ირაკლი ალასანიას გარშემო გაერთიანებას მოუწოდებდნენ, დღესდღეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში, შესაძლოა, “ალიანსმა” პოზიციის გადახედვაზეც იფიქროს. როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ “24 საათს” განუცხადა, “ალიანსის” სურვილია, რომ ერთობა შედგეს, ეს სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, ყველასთან მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძესთან.” დოლიძე განმარტავს, რომ პრაიმერში მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მთავარი მიზანია, რომ ერთობა შედგეს. ხოლო, რა სახის ერთობა იქნება, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. “მიმდინარე კვირას უკვე გამოიკვეთება რაღაც ფორმულა. მათ შორის, პრაიმერში მონაწილეობასაც არ გამოვრიცხავთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი,” - დასძინა დოლიძემ.

ალასანიას და გაჩეჩილაძის თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ოპოზიციური პრაიმერის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები პოზიციის შეცვლაზე არც კი ფიქრობენ. როგორც “ხალხის პარტიის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატობის კიდევ ერთი მსურველი კობა დავითაშვილი “24 საათთან” საუბარში შენიშნავს, “პრაიმერის იდეა ეს არის ერთიანობის იდეა და პრაიმერზე უარის თქმა ერთიანობის იდეაზე უარის თქმა იქნება. ჩვენ ერთიანობის მომხრე ვართ და ამის მისაღწევად პრაიმერი საუკეთესო ფორმად მიგვაჩნია.”

დავითაშვილის თქმით, ოპოზიციაში ბევრი ღირსეული კანდიდატია, “მათ შორის, ზვიად ძიძიგური, ირაკლი ალასანია, გოგი თოფაძე და მე რამდენიმე კაცის სასარგებლოდ ვერ მოვხსნი კანდიდატურას.” კობა დავითაშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, რომ ერთიანი კანდიდატი ხალხმა გამოავლინოს. “ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური კანდიდატი პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს. თქვენც მალე დარწმუნდებით, რომ ყველა ძირითადი კანდიდატი პრაიმერში ჩაერთვება,” - აცხადებს დავითაშვილი და განმარტავს, რომ სხვა ფორმით კანდიდატის გამოვლენის გზა არ არსებობს. მისი აზრით, საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვები დისკრედიტირებულია. “თუკი პრაიმერი არ ჩატარდება, ჩიხური სიტუაცია შეიქმნება და ყველა კანდიდატი მოინდომებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში გაჩნდება კითხვა - რატომ უნდა დაუთმოს ერთმა კანდიდატმა მეორეს? ამიტომ, ხალხს უნდა ვკითხოთ,” - აცხადებს დავითაშვილი.

იმისთვის, რომ ოპოზიციაში ერთობა შედგეს, ძირითად ოპოზიციურ ძალებს პრაიმერში მონაწილეობისკენ ზურაბ ნოღაიდელის პარტიაც მოუწოდებს. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ “24 საათს” განუცხადა: “ჩვენ ის პარტია ვართ, რომელიც თავის შეთანხმებას არასდროს დაარღვევს. სხვა პარტიებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ პრაიმერში მონაწილეობის შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ პარტიები შეთანხმებული არჩევნების მეშვეობით აირჩევენ ერთობლივ კანდიდატს და ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ. ოპოზიციის სხვადასხვა სპექტრიდან გამოთქმული სურვილი, რომ ერთიანი კანდიდატი იყოს, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. პრაიმერის კომისია ყველა ოპოზიციურ ძალას პრაიმერში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.” მიუხედავად ამისა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, პრაიმერის სხვა მხარდამჭერი პარტიებისგან განსხვავებით, ამ საკითხის მიმართ ნაკლებად რადიკალურია. პეტრე მამრაძე ახალი რეალობის შექმნის შესაძლებლობაზეც საუბრობს. “რა თქმა უნდა, ჩვენ ცალმხრივად ჩვენს სიტყვას არასდროს გადავუხვევთ, მაგრამ თუკი პრაიმერის ორგანიზატორი პარტიები გადაწყვეტილებას შეცვლიან, ეს მომავლის საკითხია, თუმცა დღეს ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ პრაიმერის იდეას დავუჭირეთ მხარი. რაკი მაშინ ერთიან კანდიდატზე საუბარი არ იყო, იმ წინადადებას დავთანხმდით, რაც შემოგვთავაზეს,” - განაცხადა მამრაძემ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი