RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

“ერთობა რუსეთისთვის თუ ერთობა საქართველოსთვის”

როგორც იქნა, ირაკლი ალასანია ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი პოლიტიკური მერყეობის შემდეგ, გუშინ გაკეთებული განცხადებით, “ალიანსი საქართველოსთვის” დაშალა.

24 საათი 23.02.10

როგორც იქნა, ირაკლი ალასანია ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი პოლიტიკური მერყეობის შემდეგ, გუშინ გაკეთებული განცხადებით, “ალიანსი საქართველოსთვის” დაშალა.

“ალიანსში” შემავალი პოლიტიკური ძალები მივედით დასკვნამდე, რომ რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში. ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენ შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება,” - აცხადებს ახლა უკვე მხოლოდ “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი.

ალასანიამ არჩევანი ნოღაიდელ-კუკავა-დავითაშვილზე გააკეთა და თანაალიანსელები - “რესპუბლიკელები” და “ახალი მემარჯვენეები” - მშრალზე დატოვა. ყოველ შემთხვევაში, გარედან მაცქერალი თვალისთვის ასე ჩანს, შიგნით რა მოხდა, ჯერ ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ ამ განცხადებებს წინ საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრები უძღოდა. არადა, სულ რაღაც ერთი დღით ადრე ალასანია დედას იფიცებოდა, საგარეო-პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავება იმდენად დიდია, რომ არანაირ პოლიტიკურ ალიანსში ან პოლიტიკურ გაერთიანებაში ნოღაიდელთან არ შევალთო. ანტინოღაიდელური განცხადებით მაშინ ალასანიამ მხარი დაუჭირა გამყრელიძე-უსუფაშვილის პოლიტიკურ ფორმულას -”ყველა მინუს ერთი”. გუშინ კი ეს მინუსი პლუსად იქცა, თან საკმაოდ მსუყე პლუსად. სულ რამდენიმე დღის წინ “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი, საკუთარ და თანაალიანსელთა სიმტკიცეში დარწმუნებული, აცხადებდა: “პოლიტიკურმა ძალებმა უნდა აირჩიონ, რომელი ერთობაა მათთვის მისაღები - ერთობა რუსეთისთვის თუ ერთობა საქართველოსთვის. არის თუ არა ჩვენთვის სულერთი ნოღაიდელის განცხადებები პუტინის კაბინეტში”. როგორც ჩანს, მთლად სულერთი არ ყოფილა. ეტყობა, ალასანიას ბიძგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრამაც მისცა. ამ შეხვედრის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი, რაც, შესაბამისად, ეჭვების გაჩენის უფლებას იძლევა. თორემ, ერთ დღეში რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ალასანიას ასე რადიკალურად შეეცვალა აზრი. “ნოღაიდელი და მისი გუნდი ჩვენთან ერთად ვერც ერთ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას”, - აცხადებდა “მემარჯვენე” დავით გამყრელიძე იმაში დარწმუნებული, რომ “ალიანსში” შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამ მიმართულებას უერთგულებდა. როგორც ჩანს, ალასანიას გუშინდელი განცხადება მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი იყო. ისინი კომენტარებისგან თავს მანამდე იკავებდნენ, ვიდრე გავრცელებული ხმები თავად ალასანიამ არ დააკონკრეტა: “მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვნახოთ პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის, ამ პროცესს გამოაკლდეს. მინდა, ჩემი ნაბიჯით იმის დემონსტრირება გავაკეთო, რომ ყველა კარი ღიაა და შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ერთობას - ჩვენ მხოლოდ გვინდა, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მოდელზე შევთანხმდეთ, ერთი კანდიდატი გამოიკვეთოს და ხელისუფლებას დაუპირისპირდეს.” როგორ შეიძლება გამოიკვეთოს ეს ერთი კანდიდატი, ალასანიას არ დაუკონკრეტებია. ეს, როგორც ჩანს, განხეთქილების ვაშლად ქცეული პრაიმერის საშუალებით არ მოხდება. “ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს” საკუთარი ხერხი შეუთავაზებიათ, თუმცა ჩანს, რომ ჯერჯერობით ბოლომდე მაინც არ შეთანხმებულან.

პრაიმერის სხვა პროცედურით ჩანაცვლებაზე ისაუბრა გუშინ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. საერთოდ, მის კომენტარს, საზოგადოებასთან ერთად, განსაკუთრებით ელოდა პოლიტიკური სპექტრი. ასეა თუ ისე, ქართულ ოპოზიციაში დღეს სწორედ მას გააჩნია ის ქარიზმა, რომლის იმედიც აქვს ოპოზიციას. რამდენად გაჭრის გაჩეჩილაძის ეს კოზირი მერის არჩევნებზე, სხვა საქმეა. ფაქტია, თავად ალასანიასაც კარგად მოეხსენება, რომ “გრეჩიხა” მას ამ ასპექტში მოუგებს. ოპოზიციური ძალები ხვდებიან, რომ გაჩეჩილაძის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ, მერე რა, რომ მისი იარაღი მხოლოდ ზემოხსენებული ქარიზმაა და მეტი არაფერი. “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა გუშინ ძალიან მოკლე განცხადება გააკეთა, მედიის წარმომადგენელთა ორიოდე კითხვას იმდენად მოკლედ (ვერ ვიტყვით ლაკონურად) უპასუხა, რომ აშკარად შეიქმნა იმის შთაბეჭდილება, მეტს ვერაფერს იტყოდა, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდა. მან დააფიქსირა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დღეიდან დაიწყება. “ვუერთდები ირაკლი ალასანიას ინიციატივას თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ და მიმაჩნია, რომ ეს არის გამარჯვების ნაბიჯი. კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ღია იქნება. კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდება თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. მიმაჩნია, რომ ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს,” - მხოლოდ ეს განაცხადა გაჩეჩილაძემ.

პარალელურ რეჟიმში პრესკონფერენცია მოაწყო საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემაც. მისი თქმით, “საზოგადოებრივი დარბაზი მხარს უჭერს ალასანიას ნაბიჯს. ეს ისტორიული დღეა, სადაც იწყება რეალური ალტერნატივის გამოკვეთა. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოება დაუჭერს მხარს. დღეს არ ვარ მზად კონკრეტულ კანდიდატზე სასაუბროდ. ქართული საზოგადოების დიდ შეკრებაზე იტყვის საზოგადოება თავის სათქმელს”.

თავისი სათქმელი ნირწამხდარმა “რესპუბლიკელებმა” გვიან საღამოს გვამცნეს. დავით უსუფაშვილმა იხტიბარი არ გაიტეხა და ალასანიასთან საბოლოო გაყრაზე აქცენტი არ გააკეთა. მისი კომენტარი ცოტა გაუგებარი გამოდგა: “ალიანსი საქართველოსთვის” ერთიანი რჩება, უთანხმოების საბაბი მხოლოდ პრაიმერში მონაწილეობაა. ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ, თუ უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება მოხერხდება, ეს კარგია და ამ საკითხში ალიანსი ერთიანია. ალასანიამ იცის, რომ ალიანსს პრაიმერში მონაწილეობა არ სურს. ალიანსი მზად არის, ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვაგვარ გზას დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება ალიანსის დაშლის შესახებ განცხადებებს, ეს არ არის პირველი და, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ეს იყო ჭორი და მოგონილი. დღევანდელი მდგომარეობითაც ეს ჭორია. რაც შეეხება ნოღაიდელს, მის მიმართ ალიანსის ყველა თავმჯდომარეს იდენტური პოზიცია აქვს.” ან “ალიანსის” დარჩენილმა წევრებმა ვერ გაიგეს, ან იმის არ სჯერათ, რომ მათი მერობის კანდიდატი ნოღაიდელთან ერთად გამოავლენს ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ხოლო ყოფილ თანაალიანსელებს “მოქმედების თავისუფლებას” ანიჭებს. როგორც ჩანს, “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი საქმეში უკეთ გაერკვა და ალასანიას გამოფხიზლებას პოლიტიკურად შეეცადა. მისი თქმით, “ოპოზიციისთვის ერთობის ერთადერთი ფორმულა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურის მხარდაჭერა იქნება. ოპოზიციის მხრიდან ეს ხელისუფლების კანდიდატისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი საშუალებაა. დემოკრატიული ოპოზიცია ნოღაიდელს და რუსულ გზას უნდა გაემიჯნოს და ოპოზიციამ, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძემ, მხარი ირაკლი ალასანიას უნდა დაუჭიროს.” მაგრამ თავად ალასანიას არ სურს ასე. ალასანია ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე თანახმაა, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, ნოღაიდელის ფულს არ გაეკარება: აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნოღაიდელისგან წამოსული დაფინანსებაო. ალასანია ირწმუნება, რომ ლევან გაჩეჩილაძე დღეს არ არის მერობის კანდიდატი, მაგრამ თუ დააყეებს თავის კანდიდატურას, სწორედ ამ არჩევნებში დავამარცხებ ლევან გაჩეჩილაძესო. ნოღაიდელსა თუ ძიძიგურზე არაფერი უთქვამს. ყოველივე ზემოთ თქმულს დიდი სიმშვიდით აკვირდებოდა ნოღაიდელის გუნდი. საღამოს “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრმა პეტრე მამრაძემ ჩვეული თავდაჯერებულობით აღნიშნა: “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად გაერთიანდეს ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ერთიანი კანდიდატურის გამოვლენას.”

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური გაერთიანება, ძნელი მისახვედრი არ არის. როგორც წესი, რაღაცაზე ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ იხტიბარს მაინც არ გაიტეხენ, პოლიტიკურ ერთობას “გვიჩვენებენ” და არჩევნებზე მერობის რამდენიმე კანდიდატით წარდგებიან. გავითვალისწინოთ არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ძალის ლიდერის - ბურჯანაძის დროებითი დუმილიც და ცხადი გახდება, რომ ოპოზიციის ხმები დაიქსაქსება. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს - როგორც ჩანს, არსებობს წაგებული არჩევნების შემდგომი სცენარიც ანუ “უცნობის” მიერ ნახსენები “ჭექა-ქუხილი”.

სალომე დავითაშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი