RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

კასტინგი კრემლის ხალიჩაზე

კრემლის კარზე ჩასული ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების გამართვის შემდეგ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

24 საათი 06.03.10

კრემლის კარზე ჩასული ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების გამართვის შემდეგ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ოფიციალური განცხადებაა ხელმისაწვდომი: “ცნობილ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწესთან რუსულ-ქართული რთული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესახებ იყო საუბარი.” როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ისინი საქართველოს იმ პოლიტიკურ ლიდერებს უკავშირებენ, რომლებიც რეალისტურად უყურებენ რეგიონში შექმნილ ახლანდელ სიტუაციას. მოსკოვში გამგზავრებამდე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავდა, რომ ის მხოლოდ “დიდი პოლიტიკით” არის დაკავებული. დიდ ქვეყანაში ჩასულმა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვში გამგზავრების მიზეზებზე ისაუბრა. “საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც აწუხებს ქართველ ხალხს. არ არსებობს პრობლემური თემა, საიდანაც არ იყოს გამოსავალი, თუ მათი გადაჭრა ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. დიპლომატიურ ეტიკეტს არ დავარღვევ და გამართული შეხვედრების დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ შეხვედრები კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გაიმართა და შედეგიანი იყო,” - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. არც ვლადიმირ პუტინს დაურღვევია “დიპლომატიური ეტიკეტი” და მოსალაპარაკებელ დეტალებზე შეხვედრის დაწყებამდე სიტყვა არ დაუძრავს. მან ქართველ ოპოზიციონერს პატივისცემა დაუდასტურა და ძველი ურთიერთობები გაიხსენა. “თქვენთან შეხვედრა ძალიან მიხარია, თუმცა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ. მგონია, რომ ეს პეტერბურგში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იყო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დრამატული მოვლენები განვითარდა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობისთვის მზად ვართ,” - განუცხადა ბურჯანაძეს პუტინმა.

როგორც ჩანს, ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ ბურჯანაძე სულაც არ არის უკანასკნელი ქართველი ოპოზიციონერი, რომელსაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან სტუმრობის სურვილი წვავს. აღმოჩნდა, რომ “კონსერვატიული პარტიის” ლიდერებიც მზად არიან, რუსეთში ჩავიდნენ. თუმცა, ბურჯანაძისგან განსხვავებით, ისინი ვიზიტის გამამართლებელ არგუმენტად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაყენებას ასახელებენ. ხოლო “ლეიბორისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მოსკოვის პოლიტიკური მარშრუტის გახსნის პიონერობას იჩემებს. “ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. ჩვენ მზად ვართ რუსეთის ხელისუფლებასთან სასაუბროდ, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. რუსეთში ჩასვლის შესახებ სააკაშვილს არ დავეკითხებით.” რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიის პოზიციას, როგორც “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე შენიშნავს, “ალიანსი” რუსეთთან სერიოზულ დიალოგს ნამდვილად გეგმავს, თუმცა ეს მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდება. დღეისთვის ჩვენ მოსკოვიდან არავითარი მიწვევა არ მიგვიღია და რომ მიგვეღო კიდეც, იქ ჩასვლას ხელისუფლებაში მოსვლამდე მაინც არ ვაპირებთ.”

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შეფასების დროს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის აზრები ემთხვევა ერთმანეთს. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური შენიშნავს, რომ “მოსკოვში მოღალატეთა კასტინგი გრძელდება იმის გასარკვევად, თუ ვინ იქნება კრემლის უმთავრესი წარმომადგენელი და ემისარი საქართველოში. მოსკოვში ჩადიან ის ადამიანები, რომელთა ელექტორალური რესურსი საქართველოში უკიდურესად მინიმიზირებულია და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ ადამიანებს არა აქვთ. სწორედ ამიტომ აირჩია ისინი კრემლის ხელისუფლებამ, რათა საქართველოში საოკუპაციო ძალის ინფრასტრუქტურა შექმნან,” - აცხადებს წიკლაური. ის დასძენს, რომ მოსკოვში ჩასული ქართველი პოლიტიკოსები დეოკუპაცის საკითხზე არ საუბრობენ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ოდნავ გაკვირვებული აცხადებს: “ვფიქრობდი, ბურჯანაძე ჩამონოღაიდელებას არ იკადრებდა. როგორც ჩანს, როცა საკუთარ მოსახლეობაში მხარდაჭერა და არც ამის პერსპექტივა არ გაქვს, მაშინ პუტინის კარზე ნოღაიდელთან თავის გატოლება მისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა.” ხოლო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ

ბურჯანაძისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხვედრა პუტინის მოქმედების ფაქტობრივ ლეგიტიმაციად შეაფასა. “ჩვენ რუსეთს იმის საშუალებას ვაძლევთ, მთელ მსოფლიოს უმტკიცოს, რომ საქართველოს დასჯის მთავარი მიზეზი სააკაშვილია და არა ის დაუკმაყოფილებელი ინტერესები, რომელიც სუვერენულ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს ორი ათეული წელია აქვს,” - შენიშნავს გიორგი თარგამაძე.

ექსპერტები ოპოზიციური პარტიების ლიდერთა მოსკოვში ვიზიტების მოტივებს თითქმის ერთნაირად განმარტავენ. “ბურჯანაძეს და ნოღაიდელს საქართველოში რეიტინგი არა აქვთ, ამიტომ სურთ საგარეო პოლიტიკით თავი გამოიჩინონ და მოსახლეობა დააჯერონ, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არიან. მათი მიზანია, საზოგადოებას დაანახონ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მიესვლებათ და ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლიათ,” - განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა. ხოლო როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე შენიშნავს, “არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ რამდენ ხმას მიიღებს და რამდენად პოპულარულია რუსეთთან უპირობოდ შერიგების იდეა ისე, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არ ხდება.”

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი