ქართული დიპლომატიის გააქტიურებას 2010 წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა - დასავლეთის დიპლომატიურ ლექსიკონში საქართველოს ოკუპირიებულ რეგიონების მიმართ "ოკუპაციის" ცნება ოფიციალურად დამკრვიდრდა. გააქტიურდა ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან.
დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:
2010 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობას და მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტს განსაზღვრავს.