RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ისლამური დემოკრატიის მეგზური

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

24 საათი 18.12.11

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

დრამატული ცვლილებების განსახიერება, ისლამური დემოკრატიის მეგზური და თურქეთის მთავრობის მეთაური - ეს ის შეფასებებია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაიმსახურა. თუმცა, მისი რეიტინგი ქვეყნისა და რეგიონის ფარგლებსაც გასცდა, რადგან გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ტაიმის" მკითხველმა იგი 2011 წლის პერსონად დაასახელა.

მარტივ გამოკითხვაში წლის ადამიანად ერდოღანის კანდიდატურას მხარი 122 939 პირმა დაუჭირა. მას პოპულარობით გამოკითხვის შედეგებით ბევრად ჩამოუვარდება ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც სულ რაღაც 74 415 ხმა ერგო, ათეულში ადგილი მოიპოვეს ასევე სტივ ჯობსმა, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდატორმა ელიტურმა დანაყოფმა "ზღვის ლომებმა", ჩინელმა სკულპტორმა აი ვეი ვეიმ, მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტმა", "ახალგაზრდა არაბმა დემონსტრანტებმა", ფუკუშიმას გმირებმა და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილმა ამერიკელმა კონგრესმენმა გაბრიელ გიფორდმა.

მოდით, კვლავ სახელოვანი ტიტულის მფლობელს დავუბრუნდეთ, რომელსაც ისლამური დემოკრატიის მეგზური თუნდაც იმის გამო შეარქვეს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებადად იქცა. გარდა ამისა, "ტაიმის" აზრით, ერდოღანი, ისე როგორც არავინ, განასახიერებს "დრამატულ ცვლილებებს", რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ბოლო ხანს მოხდა.

თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს, ამიტომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც ბევრისთვის ისევე მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, როგორც სხვებისთვის აღფრთოვანებისა და შთაგონების წყარო. სწორედ თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერგო პატივი, ქცეულიყო, როგორც წლის ადამიანი, ასევე ჟურნალ "ანტირეიტინგის" ლიდერად, თანაც გაცილებით მეტი ხმით - 180 571. მკითხველმა არჩევანი უკვე გააკეთა, საბოლოო სიტყვა კი გამოცემის მთავარ რედაქტორს რიჩარდ სტენჯელს ეკუთვნის, რომელიც დეკემბრის მიწურულს შეაჯამებს გამოკითხვის შედეგებს.

ბიოგრაფიული ცნობები

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 1954 წლის 26 თებერვალს სტამბულის ბეიოღლუს რაიონში დაიბადა, შავი ზღვის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ოჯახში. როგორც თავად ერდოღანს არაერთხელ განუცხადებია ინტერვიუებში, წარმოშობით იგი ლაზია, მისი წინაპრები ბათუმში ცხოვრობდნენ და შემდეგ რიზეში გადასახლდნენ. მომავალმა პრემიერმა ბავშვობის ადრეული წლები რიზეში გაატარა, ხოლო სტამბულში უკვე მუდმივად საცხოვრებლად ოჯახი მაშინ გადავიდა, როდესაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანს 13 წელი შეუსრულდა. მისი ბავშვობა არაფრით გამორჩეული არ ყოფილა, სხვების მსგავსად მასაც ლიმონათის და ფუნთუშების გაყიდვა უწევდა, რასაც შემდგომ განათლების მიღება და წინსვლა მოჰყვა. ეკონომიკური განხრით უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად ერდოღანი მოყვარულთა საფეხბურთო კლუბშიც თამაშობდა, რომელსაც მოგვიანებით მის საპატივცემულოდ მისივე სახელი ეწოდა.

დაქორწინებულია ემინე გიულბარანზე, რომელსაც 1978 წლის 4 ივლისს ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდა. მათ ორი ვაჟი და ორიც ქალიშვილი ჰყავთ.

პოლიტიკაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ახალგაზრდობის წლებშივე ჩაერთო, თითქმის უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და სპორტულ მოედანზე მოღვაწეობის პერიოდშივე. იგი ჯერ თურქეთის სტუდენტთა ეროვნულ კავშირში გაწევრიანდა, რომელიც კომუნიზმის სრული ანტიპოდი იყო. 1976 წელს ისლამური ეროვნული გადარჩენის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახდა. 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კეთილდღეობის პარტიას შეუერთდა. მისი პოლიტიკური ხედვის შეცვლაზე დიდი გავლენა "პოლიტიკური ისლამის" ფუძემდებელმა ნეჯმეთინ ერბაკანმა იქონია. 1994 წელს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბულის მერად აირჩიეს 25.19 პროცენტული მაჩვენებლით. ბევრს აშინებდა ის პერსპექტივა, რომ შესაძლოა ერდოღანს ისლამური სამართლის პრიორიტეტულობა აერჩია, მაგრამ ნაცვლად ამისა, მისი მოღვაწეობა მართლაც რომ პრაგმატული და მეგაპოლისის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული აღმოჩნდა. ოფისში ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში მან შეძლო სტამბულის ისეთ პრობლემებთან გამკლავება, როგორიც იყო წყლის რესურსების სიმწირე, დაბინძურებული გარემო და საგზაო-სატრანსპორტო ქაოსი. შეიცვალა როგორც მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე აშენდა დამატებითი ხიდები და ესტაკადები. ერდოღანმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის რანგში თავიდან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაც აკრძალა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა. სოციალური პრობლემების მოწესრიგების გარდა იგი სტამბულის კონფერენციისას მერთა პირველი მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქალაქის თავების მსოფლიო მოძრაობას. გაერო-ს საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც 7 წევრისგან შედგებოდა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "UN-HABITAT"-ის ჯილდოს დამსახურებულ ნომინანტადაც აღიარა.

თუმცა, აღმასვლას მალევე მოყვა კარიერაში შეფერხება, როდესაც "კეთილდღეობის პარტია" აიკრძალა, ხოლო თავად ერდოღანს ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მიმართული პროპაგანდისტული შეხედულებების გამო 10 თვით თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდეს, რაც მოგვიანებით თითქმის გაუნახევრეს. მისთვის განაჩენის გამოტანა იმ სიტყვების გამო მოხდა, რომლებიც სიირტში წარმოთქვა - "მეჩეთები ჩვენი თავშესაფარია, ჩვენი მუზარადები კი გუმბათი, მინარეთები კი ხიშტები..." ფრაზები მან მეოცე საუკუნის პანთურქული მოძრაობის აქტივისტის ზიია გიოკალპის ნაშრომიდან მოიყვანა ციტატად. ეს გამოსვლა კი ერდოღანს ძვირად დაუჯდა - იგი მერის თანამდებობასაც გამოემშვიდობა და თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2001 წელს ერდოღანმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" შექმნა, რომელმაც გამარჯვება 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა. იმ დროს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაში ხელი ნასამართლეობამ შეუშალა, მაგრამ ეს წინაღობა მოგვიანებით უკვე გაცამტვერდა, როდესაც ერაყის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. თურქეთის ელიტამ, რომელსაც პროდასავლური კურსი ჰქონდა აღებული, კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა და მთავრობის მეთაურობაც ანდეს ერდოღანს, რომელიც ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მომხრე იყო. მან პრემიერის თანამდებობაზე ამჟამინდელი პრეზიდენტი აბდულა გიული შეცვალა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პოლიტიკური სიმამაცით საერთაშორისო ასპარეზზეც გამორჩეულია. 2005 წელს მან მხარი დაუჭირა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ინიციატივას, რომელიც დასავლურ და ისლამურ სამყაროებს შორის დაძაბულობის შენელებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2009 წელს მისი გამოსვლაც, როდესაც ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია "ჩამოსხმული ტყვიის" გამო მკაცრად გააკრიტიკა. იმავე წელს მან არც ცისქვეშეთის მთავრობა დაინდო, როდესაც ქალაქ აკვილაში "დიდი რვიანის" სამიტზე ჩინეთი გააკრიტიკა ურუმჩიში უიღურების დემონსტრაციის ჩახშობის გამო სიტყვებით - "უიღურების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გენოციდი განხორციელდა". მეტიც, თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში თურქი სამხედროების მიერ ეთნიკური ქურთების მასობრივი მკვლელობის გამო საჯაროდ ბოდიში, სწორედ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოიხადა. "თუ სახელმწიფოს სახელით ბოდიშის მოხდაა საჭირო, მზად ვარ ეს მე გავაკეთო, გთხოვთ მოგვიტევოთ," - განაცხადა პრემიერმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას. მისი ეს ჟესტი განსაკუთრებით საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამჟამად ქურთების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გზაზე.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი