RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ და­ა­ფი­ნან­სებს უხა­რის­ხო სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებს

ინ­ტერ­ვიუ დი­მიტ­რი შაშ­კინ­თან

24 საათი 30.12.11

ინ­ტერ­ვიუ დი­მიტ­რი შაშ­კინ­თან

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, "პრა­იმ-თა­იმ­ში" მას­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას თქვენ გა­ნაცხა­დეთ, რომ არ ეთან­ხ­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, რომ­ლე­ბი­თაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა შე­ფას­და. თუ შე­იძ­ლე­ბა, აგ­ვიხ­სე­ნით, რა გახ­და ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- ერთ-ერ­თ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლის შე­დე­გებს კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ და­ე­თახ­მა - მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოც.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი 2-3 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და მოს­წავ­ლე­ებს არა­ფერს აძ­ლევს. მინ­და, პირ­და­პირ გითხ­რათ, რომ მე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, ამ­გ­ვა­რი კვლე­ვე­ბი რე­ლე­ვან­ტუ­რად არ მი­მაჩ­ნია.

- რა გაძ­ლევთ ასე­თი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველს?

- კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მოთ­ქ­ვამს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ კვლე­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის ში­და, ეროვ­ნულ კვლე­ვებს ატა­რე­ბენ. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს კვლე­ვა, ჩე­მი აზ­რით, ნონ­სენ­სია - ის აფა­სებს სის­ტე­მა­ში 2-3 წლის წინ მომ­ხ­დარ მოვ­ლე­ნებს, ანუ 2011 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა 2008 წლის შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს. მე, მი­ნისტრს, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვარ სა­კუ­თა­რი უწყე­ბის ბი­უ­ჯეტ­სა და სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კა­ზე, მიჩ­ნ­დე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი შე­კითხ­ვა - რა სა­ჭი­როა, 2011 წელს ვიკ­ვ­ლი­ოთ ის, თუ რა ხდე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 2008 წელს, რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს კვლე­ვამ, რო­მე­ლიც 2-3 წლის წი­ნათ მომ­ხ­დარ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს?

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უამ­რავ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მი­ზა­ნი აქვს. მა­გა­ლი­თად, ვა­რე­მონ­ტებთ და ვა­შე­ნებთ სკო­ლებს, რა­თა ბავ­შ­ვებ­მა უკე­თეს გა­რე­მო­ში ის­წავ­ლონ, მას­წავ­ლებ­ლებს ვუზ­რ­დით ხელ­ფასს, რა­თა მათ მე­ტი მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დეთ. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს ვუ­რი­გებთ ნეტ­ბუ­ქებს და მოს­წავ­ლე­ებს კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ვა­ჯილ­დო­ებთ მათ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად; სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად შევ­ც­ვა­ლეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. შევ­ც­ვა­ლეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რა­თა ისი­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი და იაფი გაგ­ვე­ხა­და. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მაგ­რამ არ მეს­მის და ვე­რა­ვინ მი­სა­ბუ­თებს, თუ რა­ტომ უნ­და გა­და­ვი­ხა­დოთ ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი 2011 წელს, იმი­სათ­ვის, რომ შე­ვა­ფა­სოთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 2008 წელს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა? შე­იც­ვა­ლა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კა და ქვე­ყა­ნა წინ მი­ი­წევს.

- ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ნაცხა­და…

- წელს შე­მოდ­გო­მა­ზე, ბერ­ლინ­ში, მსოფ­ლიო ბან­კის ეგი­დით ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში «მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად», მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ექ­ს­პერ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ი­დან და სინ­გა­პუ­რი­დან. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბევ­რ­მა ქვე­ყა­ნამ და მათ შო­რის სინ­გა­პურ­მაც ღი­ად გა­მოთ­ქ­ვა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­მართ. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ერ­თ­მა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი გარ­კ­ვე­ულ შე­დეგ­ზე გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში გა­დის. მა­გა­ლი­თად, ზოგ ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­ე­ბი ბო­ლო სამ კლას­ში კონ­კ­რე­ტულ სპე­ცი­ა­ლო­ბებს სწავ­ლო­ბენ, უკ­რა­ი­ა­ნა­სა და ბე­ლა­რუსს 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა აქვთ, აშშ-ში ყვე­ლა შტატს ერ­თ­მა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა აქვს და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით შტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ მო­ნა­წი­ლო­ებს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სრულ­ყო­ფი­ლი რომ არ არის, სწო­რედ ამი­ტომ ვა­ტა­რებთ რე­ფორ­მას 47 მი­მარ­თუ­ლე­ბით. მაგ­რამ რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მოგ­ვ­მარ­თავს კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბით და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­გო­რიც ვა­ტა­უ­ლუს და ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ში იმა­ვე მე­თო­დე­ბით უნ­და და­მეხ­მა­როს, რო­გორც იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ეს, უბ­რა­ლოდ, მკრე­ხე­ლო­ბა და პირ­დად ჩე­მი და ჩე­მი ქვეყ­ნის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ დგას გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა.

- მეს­მის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბას გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­მუ­შა­ოდ. მაგ­რამ არ­სე­ო­ბობს UNICEF-ის - გა­ე­რო-ს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დას­კ­ვ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გა­ურ­კ­ვე­ველ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­და­უ­რიცხავს ასო­ბით ათას დო­ლარს სრუ­ლი­ად უშე­დე­გო კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ასე­თი კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა და ამა­ში ფულს არ დავ­ხარ­ჯავთ.

- რას გეგ­მავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნიტ­რო? მი­ი­ღებს თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ვიდ­რე აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვებ­ში არ აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­ზეც ბე­რი­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო არა­ნა­ირ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვენ არ დავ­ხარ­ჯავთ თან­ხებს ცუდ პრო­დუქ­ტ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იქ­მ­ნა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეროვ­ნულ შე­ფა­სე­ბებს ჩა­ა­ტა­რებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი