RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ორდღიანი წვიმის შემდეგ გუშინ კახეთში გამოიდარა. რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა სწორედ გუშინ დილიდან დაიწყო.

24 საათი 24.09.09

ორდღიანი წვიმის შემდეგ გუშინ კახეთში გამოიდარა. რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა სწორედ გუშინ დილიდან დაიწყო.

სტიქიამ განსაკუთრებით ყვარლის რაიონი დააზარალა, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დატბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი, წვიმამ ათამდე სოფელში სასმელი წყლის სათაო ნაგებობები დაანგრია. შეწყვეტილია მოძრაობა აფენი-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, რადგან ადიდებულმა მდინარემ აღნიშნული გზის ბაისუბნის მონაკვეთზე ხიდი ჩაანგრია.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

გუშინ ყვარელს რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი ეწვია. მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ყვარლის რაიონის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, რომელიც წვიმის შედეგად დაზარალდა.

"ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობს. ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის შესახებ ზუსტი მონაცემების რაც შეიძლება სწრაფად, რამდენიმე დღეში წარმოდგენა დაევალა. ამის შემდეგ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაგებობების აღსადგენად თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა", - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.

მოსახლეობის ინტერესის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, მიიღებენ თუ არა სტიქიის შედეგად დაზარალებულები რაიმე სახის დახმარებას.

ძლიერი წვიმების შედეგად კახეთში მდინარე ალაზანიც ადიდდა. მდინარის კალაპოტიდან წყალი გადავარდა და ნაკვეთებში მიედინება. წყალმა გუშინ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში სეფიაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაანგრია.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გოზალაშვილმა განაცხადა, შენობა მთლიანად წყალში იყო მოქცეული. გამგებლის თქმით, სახლში დარჩენილი ადამიანები თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს. სეფიაშვილის საქონელიც ვერტმფრენით გადაიყვანეს..

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წვერავას განცხადებით, ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

ძლიერი წვიმის გამო საქართველოს სხვა რეგიონებიც დაზარალდა. სამცხე-ჯავახეთში წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. მოსახლეობა ზამთრის მარაგის გარეშე დარჩა. წვიმამ სახლებში სახურავებიდან შეაღწია და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ტექნიკაც დაუზიანა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სტიქიამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დააზარალა. მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტში ზარალის ოდენობა მილიონ ლარს აღწევს.

სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას დღეიდან ელიან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი