RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

კახეთში წყალდიდობაა

გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში მესამე დღეა წყალდიდობაა.

24 საათი 02.11.09

გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში მესამე დღეა წყალდიდობაა.

გუშინ ღამით, ახმეტის რაიონში მდინარე ილტო ადიდდა და საავტომობილო გზა დაანგრია, რის შედეგადაც რაიონულ ცენტრს მოწყდა სოფლები: საბუე, ვეძები, ნადუქნარი, შახვეტილა და ჭართალა. ამჟამად ამ სოფლებამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი.

სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები წააქცია და რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კვლავ მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში. ადიდებულმა მდინარე კაბალმა იქ რამაზანოვებისა და სოიამოვების საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაანგრია. დატბორილია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.

კაბალის რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის განცხადებით, მდინარეზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოების შესრულება წყლის დონის დაკლებამდე შეუძლებელია. მისივე თქმით, თუ წვიმა გაგრძელდა, სავარაუდოდ, სოფელი კაბალიც დაიტბორება.

თავად კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ დაზარალებულია ლაგოდეხის რაიონი, სადაც წყალმა ხიდს ძირი გამოუთხარა და საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაანგრია. “დაზარალდა ახმეტაც, წყალმა მოწყვიტა თიანეთის გზის ნაწილი. ქვემო ალვანიც დაიტბორა, წყალი რამდენიმე საცხოვრებელ ოჯახში შევარდა," - განაცხადა გუბერნატორმა. ღვინიაშვილის თქმით, სახლებიდან წყალი უკვე ამოტუმბულია. დატბორილი სოფლებს ყვარლის რაიონის სოფელი ახალსოფელი დაემატა.

კახეთის გუბერნატორის თქმით, ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. "ზარალის რაოდენობასა და სრულ რეაბილიტაციაზე მანამდე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მდინარეები კალაპოტებში არ ჩადგებიან," -განაცხადა ღვინიაშვილმა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის ხიდი კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ უკვე მესამედ დაანგრია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი