RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რუსეთში კრიმინალების გავლენა იზრდება

რუსეთის შსს-ს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის მონაცემებით, დღეისთვის რუსეთის შსს-ში ოპერატიულ აღრიცხვაზე იმყოფებიან ორგანიზებულ დაჯგუფებათა ლიდერები და “კრიმინალური ავტორიტეტები” - 1000-ზე მეტი კრიმინალი. მათ შორის - 200 “კანონიერი ქურდი”.

24 საათი 30.09.09

რუსეთის შსს-ს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის მონაცემებით, დღეისთვის რუსეთის შსს-ში ოპერატიულ აღრიცხვაზე იმყოფებიან ორგანიზებულ დაჯგუფებათა ლიდერები და “კრიმინალური ავტორიტეტები” - 1000-ზე მეტი კრიმინალი. მათ შორის - 200 “კანონიერი ქურდი”.

დეპარტამენტის ინფორმაციით, “კანონიერი ქურდების” უმეტესობა ცხოვრობს მოსკოვში და მოსკოვის ოლქში, სანკტ-პეტერბურგსა და მის ოლქებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში.

შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებით, კრიმინალური სიტუაციის ანალიზმა ცხადყო, რომ რუსეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიმინალურ დაჯგუფებათა ლიდერებისა და ავტორიტეტების - “კანონიერი ქურდების” გავლენა ორგანიზებულ დანაშაულზე, ასევე - მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებსა და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებზე.

“ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლმა სამსახურებმა მიაღწიეს სერიოზულ შედეგებს და ეს ბრძოლა კვლავ აქტიურად გაგრძელდება,” - აცხადებს რუსეთის შს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, დაკავებულია და გასამართლებულია მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების არაერთი ლიდერი. რუსეთის შსს-მ სამუშაო ჩაატარა ბაზის შესაქმნელად, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაციები კრიმინალური დაჯგუფებებისა და მათი ლიდერების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, გასული წლის პირველ ნახევარში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 20 “კანონიერი ქურდი”; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის თანამშრომლებმა ჩაშალეს 10 ქურდული შეკრება.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი 200-ზე მეტი “კანონიერი ქურდი” კრიმინალური დაჯგუფებების იდეოლოგები არიან და ორგანიზებულ დაჯგუფებათა შორის წარმოქმნილი დავებს სწორედ ისინი განიხილავენ. გარდა ამისა, აკონტროლებენ ფეშენებლურ რესტორნებს, სათამაშო და პროსტიტუციის ბიზნესს, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. “კრიმინალურ ავტორიტეტთა” დიდი ნაწილი იმყოფება რუსეთის სამხრეთით, სადაც ისინი აკონტროლებენ სასტუმრო-საკურორტო ბიზნესს და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას.

რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურების მონაცემებით, ბოლო პერიოდში “კანონიერი ქურდები” ხშირად არღვევენ “კრიმინალურ კოდექსს” - ახდენენ შავი ბიზნესის ლეგალიზაციას, წარმოებებს ლეგალურად ამუშავებენ და, მეტიც, სამთავრობო კავშირების გამოყენებით, სახელისუფლებო სტრუქტურებში შეღწევასაც ცდილობენ.

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, დღეისთვის რუსეთში მოქმედებს 100 ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაშიცაა ოთხი ათასი წევრი. მათგან 70 დაჯგუფება აკონტროლებს ეკონომიკურ სფეროს, ხოლო დანარჩენები მუშაობენ მკვლელობებზე, შეიარაღებულ თავდასხმებზე, ქურდობასა და თაღლითობაზე. რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებებს შორის ყველაზე აქტიურები არიან კავკასიელები.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ “კოლეგებთან”. მათ აქვთ სერიოზული ტრანსნაციონალური კავშირები უცხოეთის 40 ქვეყანასთან, პირველ რიგში - დსთ-ს ქვეყნების კრიმინალურ წრეებთან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი