RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

თურქეთი და სომხეთი შერიგებას იწყებენ

ჰორიზონტზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გამოჩნდა

24 საათი 02.09.09

ჰორიზონტზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გამოჩნდა

სომხეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები, რომლებიც უკვე ორი წელიწადია, შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის ტერიტორიაზე კონფიდენციალურ ვითარებაში მიმდინარეობს, ნელ-ნელა თვალსაჩინო კონტურებს იძენს. მხარეები კეთილი სურვილებისა და ზრდილობიანი დიპლომატიური ფრაზების ეტაპს გასცდნენ და კონკრეტული შეთანხმებების განხილვას იწყებენ. აპრილში, გენოციდის წლისთავამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა უწყებების შეთანხმება ე. წ. "საგზაო რუკის" შესახებ, რომელიც თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ერთგვარ პროგრამას წარმოადგენდა. სხვათა შორის, მაშინ ამ გეგმამ ორივე ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით სომხეთში. საზოგადოების ნაწილმა ერთგვარ პროვოკაციად მიიჩნია ამ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიც. ის აზერბაიჯანშიც მტკივნეულად აღიქვეს.

გავიდა რამდენიმე თვე და თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ამ ეტაპისთვის მიღწეული შეთანხმებები, სადაც უკვე კონკრეტული საკითხები და ვადებია მითითებული. სომხეთსა და თურქეთში იწყება "შიდა პოლიტიკური კონსულტაციები", რომლებიც შეეხება ორი დოკუმენტის ხელმოწერას: "ოქმი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ" და "ოქმი ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ". ამ ოქმების ტექსტი უკვე პარაფირებულია მხარეების მიერ, მათ ექვსი კვირის შემდეგ მოეწერება ხელი და პარლამენტებს რატიფიკაციისათვის წარედგინება. სომეხი და თურქი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოების გათვალისწინებით დააჩქარებენ რატიფიკაციის პროცესსაც. დოკუმენტების ძალაში შესვლის შემდეგ დათქმულ ვადებში, ძირითადად, ორ-სამ თვეში დაგეგმილია მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა ამ ოქმებში გათვალისწინებული შეთანხმებების რეალიზაციისათვის.

აქ შედის საზღვრის გახსნა, დიპლომატიური წარმომადგენლობების გაცვლა, სხვადასხვა სფეროში მთავრობათაშორისი სპეციალიზებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა. ჩამოყალიბდება შვიდი სპეციალიზებული კომისია: პოლიტიკური საკითხების; ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის; სამართლებრივი საკითხების; მეცნიერებისა და განათლების; ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკური თანამშრომლობის; გარემოს დაცვის; დაბოლოს - ისტორიული საკითხების.
თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებას და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ოფიციალურად მიესალმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მზადყოფნა გამოთქვა ამ პროცესის ხელშეწყობისთვის.
ცხადია, რომ ისტორიულ ლოგიკას და ორწლიან მუშაობას, 21-ე საუკუნის რეალობების გათვალისწინებით, ბოლოს და ბოლოს, რაღაც შედეგი უნდა გამოეღო. ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება გლობალურ ასპექტში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში მთელი რეგიონისთვის პოზიტიური მოვლენაა. თუმცა, საქმეში უფრო ღრმად ჩახედული ექსპერტებისთვის მაინც ჩნდება კითხვები. პირველ რიგში, ალბათ ცოტა საეჭვოა, რომ ყველაფერი ასე მალე მოგვარდება. ზემოხსენებული ოქმები დაუყოვნებლივაც რომ შევიდეს ძალაში, პროცესი ალბათ დროში მაინც გაიწელება.
სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის არანაირ წინაპირობებს არ აყენებს, თურქეთი უარს ამბობს გენოციდის აღიარებაზე და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას მოითხოვს, თუმცა ეს დოკუმენტებში არსად არის დაფიქსირებული. სომხეთი ისტორიულ მეხსიერებაზე უარის თქმას არ აპირებს. გარდა ამისა, მტკივნეულად განიცდის კონკრეტული საკითხების გაჭიანურებას. პირველ რიგში, ეს შეეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას. პრობლემები, და თანაც სერიოზული, კიდევ რჩება. თუმცა მხარეები ჯერჯერობით ცდილობენ, ამაზე ხმამაღლა ნაკლებად ისაუბრონ. თურქეთმა გუშინ ოფიციალურად უარყო ამ ეტაპზე საზღვრის გახსნის შესაძლებლობა და იქვე ისიც მიუთითა, რომ მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს აზერბაიჯანის ინტერესებს. არადა სომხეთს იმედი აქვს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ეს თემა აღარ წამოიჭრება.

ცოტა გაუგებარია ისიც, თუ რა იგულისხმება ექვსთვიან შიდაპოლიტიკურ კონსულტაციებში. როგორ განხორციელდება ეს ჩამოწერილი გეგმა? თუ ეს კონსულტაციები "მძიმედ ჩაივლის"? ნუთუ ეს მხოლოდ ვადაა ამ პროცესთან ოპოზიციისა და საზოგადოების შესაგუებლად. ცხადია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ორივე ქვეყანაში მხარს უჭერს ურთიერთობების ნორმალიზაციას, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ შემთხვევაში, თუ ეს რატიფიკაციის პროცესი რომელიმე პარლამენტში ჩავარდება (სომხეთში, გასაგები მიზეზების გამო, ეს ნაკლებად მოსალოდნელია).

დავუშვათ, რომ პირველ ეტაპზე ყველაფერი კარგად ჩაივლის და ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურად განვითარდება. თუ აზერბაიჯანის ინტერესები საერთოდ არ იქნება მხედველობაში მიღებული, რეგიონის ენერგეტიკულ პროექტებს და სხვა გრანდიოზულ გეგმებს მაინც არ უწერია განხორციელება. თუმცა, თავისთავად კარგია, რომ პროცესი მაინც დაიძრა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი