RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ინგუშეთში "განტევების ვაცი" მოკლეს?

ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით, პრეზიდენტ იუნუს ბეკ ევკუროვზე ივნისში მომხდარი თავდასხმის უშუალო ორგანიზატორი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

24 საათი 07.09.09

ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით, პრეზიდენტ იუნუს ბეკ ევკუროვზე ივნისში მომხდარი თავდასხმის უშუალო ორგანიზატორი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

უშიშროების ფედერალური სამსახურის ინგუშეთის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პარასკევს საღამოს რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის ახლოს მოხდა.

მილიციის თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით ავტომობილის გაჩერება სცადეს, რომელშიც იმყოფებოდა დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსტამ ძორტოვი და კიდევ ორი პირი. "ფე-ეს-ბე"-ს ადგილობრივი სამმართველოს წარმომადგენლის მტკიცებით, ბოევიკები არ დაემორჩილნენ მილიციის მოთხოვნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ძორტოვის თანმხლები ორი ბოევიკი ადგილზე იქნა მოკლული, თვითონ ძორტოვმა უკანდახევა და მიმალვა შეძლო, მაგრამ მოგვიანებით შეტაკების ადგილიდან არცთუ ისე შორს მისი გვამი იპოვეს.რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ძორტოვის ლიკვიდაციის შესახებ აცნობა, ინგუშეთის უშიშროების სამმართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის აგრეთვე იყო 17 აგვისტოს ნაზრანის მილიციის ეზოში მომხდარი მძლავრი აფეთქების ორგანიზატორი, რასაც ოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ინგუშეთში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. მაისიდან მოყოლებული ინგუშეთის და ჩეჩნეთის სამართალდამცავები ორი რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონში ბოევიკების წინააღმდეგ ერთობლივ სპეცოპერაციას ატარებენ. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ამ სპეცოპერაციის წარმატებების შესახებ, თუმცა ინგუშეთშიც და ჩეჩნეთშიც ლამის ყოველდღე ხდება შეტაკებები მილიციელებსა და არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ გროზნოს ცენტრში მოხდა - მილიციის ლეიტენანტი მუსლიმ იუსუპოვი საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მას უცნობმა პირმა გულმკერდსა და თავში ოთხჯერ ესროლა, შემდეგ მისი სატაბელო ავტომატი გაიტაცა და მიიმალა. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებს განცხადებები გახმაურებული ტერაქტების ორგანიზატორთა ლიკვიდაციის შესახებ. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქამდე არ განუცხადებიათ, რომ მათ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ გასულ ზაფხულში მომხდარი ამ ორი რეზონანსული ტერორისტული აქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილ პირზე. ადრე, ჯერ კიდევ ივლისში, სანამ ნაზრანის ტერაქტი განხორციელდებოდა, ევკუროვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილად სულ სხვა პიროვნება, ვინმე ევლოევი დაასახელეს, თუმცა ეს ინფორმაცია რაიმე მყარი არგუმენტებით არ დადასტურებულა. დღეს ირკვევა, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ და ტერაქტების ორგანიზატორს ორიოდე დღის წინ შემთხვევით გზაზეც გადააწყდნენ. ხომ არ ჰგავს ეს ქმედება ამ სერიოზული ტერაქტების შემდგომი გამოძიების შეჩერებისა და ყველაფრის დაღუპულ ბოევიკზე (თუნდაც გავლენიანზე) გადაბრალების მცდელობას. თუ ეს ყველაფერი ამ ერთი კაცის ორგანიზებულია, ლოგიკურად ახლა უკვე ინგუშეთში მეტ-ნაკლებად უნდა დაისადგუროს სიმშვიდემ. აქამდე მომხდარი ფაქტების სიმრავლის გამო ჯერჯერობით ასეთი ოპტიმისტური ვარაუდის გამოთქმა ალბათ გულუბრყვილობა იქნებოდა.

სხვათა შორის, რუსი ექსპერტების ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს სულაც არ უყურებს ასე მარტივად და ოპტიმისტურად. მაგალითად, მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი პროფესორი ალექსეი მალაშენკო "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ სიტუაცია რეგიონში ძალიან რთულია და ყველა იმ ადამიანის ბანდიტებად გამოცხადება, ვინც რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას თუ მათ მიერ დანიშნულ ადგილობრივ ადმინისტრაციას ეწინააღმდებება, არასერიოზულია. მალაშენკოს აზრით, მაშინ ამ მდგომარეობას სამართალდამცავები რამდენიმე თვეში მოაგვარებდნენ. ექსპერტის აზრით, აქ საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრულად გატარება, ხოლო ნდობის აღდგენას და წესრიგის დამყარებას წლები და შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი