RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საუდის არაბეთში სასულიერო მოძღვარს ურწმუნოთა სიკვდილისთვის ლოცვა არ სურს

შეიხი სალმან ავდა, საუდის არაბეთში ცნობილი ისლამისტი სასულიერო მოძღვარი, მუსლიმებს მოუწოდებს, ურწმუნოთა განადგურებისთვის აღარ ილოცონ.

24 საათი 14.09.09

შეიხი სალმან ავდა, საუდის არაბეთში ცნობილი ისლამისტი სასულიერო მოძღვარი, მუსლიმებს მოუწოდებს, ურწმუნოთა განადგურებისთვის აღარ ილოცონ.

მსგავსი ვედრება ხშირად გაისმის მუსლიმთა ტრადიციული პარასკევის ლოცვის ბოლოს, რაც, კრიტიკოსთა აზრით, ახალგაზრდებისთვის უკიდურესი რადიკალიზმის მაგალითის მიმცემია.

როგორც შეიხი სალმან ავდა აცხადებს, ეს ლოცვები შარიათთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა, მისივე თქმით, ისინი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მუსლიმთა ინტერესები ირღვევა, ამიტომ მისმა მოწოდებებმა შეიძლება არ მოახდინოს გავლენა იმ რადიკალებზე, რომლებიც ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ იბრძვიან.

არაბულ ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული წესი, რომლის მიხედვითაც პარასკევის ლოცვა მთავრდება იმამის მოწოდებით გაანადგურონ “კიაფირები" ანუ ურწმუნოები, რაზეც მასა პასუხობს “ამინ" ანუ “ჭეშმარიტად!"

სხვა რელიგიებისა და კულტურის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი მტრული დამოკიდებულების სახალხო დემონსტრირებას, კრიტიკოსთა აზრით, ახალგაზრდობაზე დიდი გავლენა აქვს.

სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ - იორკში მომხდარი ტერაქტების შემდეგ დაწყებულ დებატებზე, რომელზეც ახალგაზრდობისთვის ისლამის სწავლების სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობდნენ.

აშშ-ში 8 წლის წინათ განხორციელებულ თავდასხმებში 19 მუსლიმი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა საუდის არაბეთიდან იყო.

საუდის არაბეთის მოსახლეობისთვის რელიგიის რეფორმირების საკითხი მწვავედ დგას, რადგან ქვეყანაში არსებული ისლამური რწმენის ინტერპრეტაცია ქადაგებს მტრულ დამოკიდებულებას სხვა რელიგიებისა და რწმენების მიმართ, მათ შორის მუსლიმური შიიტიზმის მიმართაც.

საუდის არაბეთში მცხოვრები შიიტები მუდმივად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ სუნიტებისგან, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ, სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიან.

შეიხი სალმანი ძალზე ცნობილი და პატივსაცემი სასულიერო პირია, მუსლიმ მქადაგებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მისმა მოწოდებამ, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც, მორწმუნეებზე გავლენა უნდა იქონიოს.

როგორც სალმანი აცხადებს, ლოცვა არამუსლიმთა განადგურების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის უფლის სიტყვებთან ანუ შარიათის კანონთან.

თუმცა ისეთი ვითარებში, როდესაც ავღანეთში, ერაყსა და პალესტინის ტერიტორიებზე მუსლიმთა ინტერესები ილახება და ჯიჰადი - საღმრთო ომი გამართლებულად მიიჩნევა, შეიხის მოწოდებები მუსლიმებზე გავლენას თითქმის არ მოახდენს.

ამ ადამიანებისთვის უპირველესი პრობლემა არა ლოცვების რეფორმირება, არამედ უსამართლო მსოფლიოა, რომელშიც, მათი აზრით, მუსლიმებს უცხოური იმპერიები ჩაგრავენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი