RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საით წაიყვანს უკრაინას დაქსაქსული ელექტორატი

საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა

24 საათი 06.01.10

საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა

ორ კვირაზე ნაკლები რჩება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე, რომელიც 17 იანვარს არის დანიშნული და, დაახლოებით, ერთი თვე -პრეზიდენტის ვინაობის გარკვევამდე, რაც, სავარაუდოდ, მეორე ტურში მოხდება - 31 იანვარს ან 7 თებერვალს. უკრაინაში არსებობს საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებული, ტერიტორიულად განაწილებული ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელთა ინტერესებიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია. ლაპარაკია გასამარჯვებლად წამყვანი პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის, სულ რაღაც, 5-7 პროცენტის კეთილგანწყობის მოპოვებაზე. ამას ადასტურებს ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 პრეტენდენტი მონაწილეობს. პირველივე ტურში გამარჯვების შანსი, სოციოლოგიური გამოკითხვებისა და ექსპერტების შეფასებით, არავის აქვს. ძირითადი მოთამაშეების რეიტინგიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მეორე ტურში გასვლის რეალური კანდიდატი სულ ორია - საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი, “რეგიონების პარტიის” ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. პირველს მხარს უჭერს ამომრჩეველთა, დაახლოებით, 30 პროცენტი, მეორეს - 18-20 პროცენტი. დანარჩენი კანდიდატებიდან სულ რამდენიმეს აქვს ფავორიტებისთვის პირველ ტურში ხმების ნაწილის წართმევის გარკვეული შანსები, ხოლო პრეტენდენტთა უმრავლესობის გვარების ჩამოთვლაც არ ღირს, ამ მარათონში მათი მონაწილეობა სიმბოლურია. საინტერესოა, რომ ამ მეორე ეშელონის კანდიდატებს შორისაც არა აქვს საუკეთესო პოზიციები მოქმედ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს. მას, ფავორიტების გარდა, კიდევ ორი-სამი კანდიდატი ჯობნის, თუმცა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იუშჩენკოსა და ამომრჩევლებში პოპულარობის მიხედვით იუშჩენკოსთან ახლოს მდგომი პირების პროცენტები სადღაც სოციოლოგიური გამოკითხვების ცდომილების ფარგლებშია, 17 იანვარს შეიძლება ცოტა განსხვავებული სურათი მივიღოთ.

ჯერჯერობით მესამე ადგილზეა სერგეი ტიგიპკო, უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის წინა პრეზიდენტ კუჩმასთან დაახლოებული პირი. ის ამომრჩეველთა, სულ ცოტა, 7 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს. მეოთხე ადგილზეა არსენ იაცენიუკი, რომელიც ბოლო თვეებში სტაბილურად ინარჩუნებდა მესამე ადგილს - დაახლოებით, 11-13 პროცენტით, მაგრამ ამჯერად მას მხოლოდ 5 პროცენტი უჭერს მხარს. საარჩევნო რეიტინგების ცვლილება მხოლოდ ამ ორ კანდიდატს ეხება. სერგეი ტიგიპკო პოლიტიკურ არენაზე ნახევარი წლის წინათ დაბრუნდა და თავისი აქტიურობით, ასევე სოლიდური ფინანსური მხარდაჭერით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგი, დაახლოებით, 3-4 პროცენტია; დაახლოებით 3 პროცენტი უჭერს მხარს “კომუნისტების” ლიდერ პიოტრ სიმონენკოსა და უმაღლესი რადას (პარლამენტის) სპიკერ ვლადიმირ ლიტვინს. არის კიდევ რამდენიმე პრეტენდენტი, რომელთა რეიტინგიც 1-2 პროცენტია: ოლეგ ტიაგნიბოკი, ალექსანდრ მოროზი, ვასილი პროტივვსიხ (მისი ნამდვილი გვარი გუმენიუკია, მისი დღევანდელი გვარი, უკრაინულად ნიშნავს "ყველას წინააღმდეგ". ამ კანდიდატმა გვარი ოფიციალურად გადაიკეთა და საარჩევნო კომისიაში ასე დარეგისტრირდა). დანარჩენი კანდიდატები ერთ პროცენტსაც "ვერ ქაჩავენ".

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იხტიბარს არ იტეხს და ბრძოლას ბოლომდე აპირებს. იგი აცხადებს, რომ მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში ვიქტორ იანუკოვიჩს შანსს არ დაუტოვებს და არჩევნებს მოიგებს. ბოლო დღეებში იუშჩენკო ეროვნულ-დემოკრატიული საარჩევნო ალიანსის შექმნაზეც ალაპარაკდა, რომელიც პირველ ტურამდე დარჩენილ ბოლო კვირაში ერთ კანდიდატს დაასახელებს. ამ კოალიციაში, პრეზიდენტის სიტყვებით, მოიაზრებიან: არსენ იაცენიუკი, ულტრანაციონალისტი ოლეგ ტიაგნიბოკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო და “სახალხო პარტიის” ლიდერი იური კოსტენკო. იუშჩენკოს არ დაუზუსტებია, მაგრამ მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კოალიციის მიერ წარსადგენ ერთ კანდიდატში ის საკუთარ თავს გულისხმობს. იქამდე იუშჩენკოს ტიაგნიბოკის გარემოცვის წევრებმა თავიანთი ლიდერის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა შესთავაზეს. გრიცენკომ პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვა კატეგორიულად უარყო.

ვიქტორ იუშჩენკო საარჩევნო მარათონის ფავორიტებს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს აქტიურად ესხმის თავს, აცხადებს, რომ ისინი "კრემლის მომხრე ერთიანი კოალიციის საუკეთესო წარმომადგენლები არიან", რომ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის და ისინი უკრაინის რუსეთისთვის "ჩაბარებას" აპირებენ. პრეზიდენტის სიტყვებით, მნიშვნელობა არა აქვს, ტიმოშენკოს და იანუკოვიჩს შორის რომელი გაიმარჯვებს, ან თანამდებობების განაწილების შემთხვევაში რომელი იქნება პრეზიდენტი და რომელი პრემიერი, შედეგი მაინც იგივე იქნება.

საპრეზიდენტო მარათონის ყველა, მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი მონაწილე უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. მათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აგრეთვე კერძო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. პრეზიდენტ იუშჩენკოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ტიმოშენკოც და იანუკოვიჩიც ორ-ორჯერ იყვნენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხელმძღვანელობდნენ საპარლამენტო ფრაქციებსა და პარტიებს. თვით ყველაზე ახალგაზრდა, 35 წლის არსენ იაცენიუკიც კი სხვადასხვა დროს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე (ტიგიპკოს დროს), ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაცის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბოლოს უმაღლესი რადას თავმჯდომარეც.

ექსპერტები დღესდღეობით ვერ ბედავენ პროგნოზირებას, მეორე ტურში ვის მხარეს გადავა საარჩევნო მარათონს გამოთიშული კანდიდატების ამომრჩეველთა ხმები. იანუკოვიჩს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მყარი ელექტორატი ჰყავს. ლოგიკურად, ტიმოშენკოსკენ უნდა წავიდეს უკრაინის ცენტრის უმრავლესობის და დასავლეთ ნაწილის ხმები - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაცენიუკის, იუშჩენკოს, ტიაგნიბოკის ამომრჩევლები. ალბათ, იანუკოვიჩის მხარეზე აღმოჩნდება “კომუნისტ” პიოტრ სიმონენკოს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი. ყველაზე ძნელია სერგეი ტიგიპკოს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა და მისი ამომრჩევლის განწყობის გამოცნობა. ტიგიპკო წინა საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩის შტაბის უფროსი იყო. შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა. ნახევარი წლის წინ საპრეზიდენტო მარათონში ჩაება და ამ მოკლე დროში გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. ჯერ კიდევ ზაფხულში ექსპერტები ტიგიპკოს იულია ტიმოშენკოს "დამხმარე" კანდიდატად მიიჩნევდნენ, რომელმაც თავისი კანდიდატურა იმიტომ დაასახელა, რომ შეუძლია ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მიმხრობა მთელი უკრაინის მასშტაბით, მათ შორის - იანუკოვიჩის "ბოსტანში", ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ის თვითონაც იმ რეგიონის წარმომადგენელია. ჯერჯერობით საქმე იქამდე არ მისულა, რომ ვინმეს თავისი კანდიდატურა სხვა პრეტენდენტის სასარგებლოდ მოეხსნას. ისიც საკითხავია, დათანხმდებიან თუ არა ამომრჩევლები პირველ ტურში მათი რჩეულის მოწოდებას. მოსახლეობის 10-12 პროცენტი მეორე ტურში არც ტიმოშენკოს და არც იანუკოვიჩის მხარდაჭერას არ აპირებს. ამომრჩეველთა, დაახლოებით, ასეთივე რაოდენობა ჯერ გაურკვევლობაშია.

პირველი ტურის შედეგების გამოცხადებამდე ბევრი დრო აღარ რჩება, რის შემდეგაც უფრო თამამად იქნება შესაძლებელი ხალხის განწყობაზე ლაპარაკი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი