RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ამერიკის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ამერიკის ხელისუფლება ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება იემენის მხრიდან მომავალ საფრთხეს, რაც ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფება "ალ კაიდას" საქმიანობით არის გამოწვეული.

24 საათი 06.01.10

ამერიკის ხელისუფლება ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება იემენის მხრიდან მომავალ საფრთხეს, რაც ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფება "ალ კაიდას" საქმიანობით არის გამოწვეული.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურები იემენის დედაქალაქში “ალ კაიდას” ბოევიკების მხრიდან ტერაქტს ელოდნენ. ამის გამო ქვეყანაში ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის საელჩოები გარკვეული პერიოდით დაიხურა, თუმცა 5 იანვრიდან დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ჩვეული რეჟიმით გააგრძელეს მუშაობა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, ტერაქტის რისკი ჯერ ისევ ძალიან დიდია.

შესაძლო ტერაქტზე ვარაუდები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ალ კაიდას" იემენში მოქმედი ჯგუფის წევრებმა მუსლიმანებს საგანგებოდ მიმართეს და ამერიკელებთან ანგარიშსწორებისკენ მოუწოდეს.

სწორედ ამ პერიოდში მოინახულა იემენი ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა დევიდ პეტრეუსმა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა.

ტერაქტის საფრთხის ზრდასთან ერთად მგზავრების მიმართაც გამკაცრდა კონტროლი. ადრინდელთან შედარებით შემოწმების ბევრად უფრო მკაცრი პროცედურის გავლა მოუწევთ ამერიკაში ისეთი ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს, სადაც ტერორისტული აქტივობა შეინიშნება. კონკრეტულად კი ეს ცვლილებები შეეხებათ ამერიკაში ნიგერიიდან, პაკისტანიდან, სირიიდან, ირანიდან, სუდანიდან, იემენიდან და კუბიდან მიმავალ მგზავრებს. ახალი წესები 4 იანვრიდან ამოქმედდა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკრიტიკა სპეცსამსახურების მუშაობაში არსებული ჩავარდნები, რისი წყალობითაც ნიგერიელმა უმარ ფარუკ აბდულმუთალაბმა ამსტერდამიდან დეტორისტისკენ მიმავალ ავიარეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანა მოახერხა.

ამერიკის გარდა, მგზავრების შემოწმების პროცედურის გამკაცრება დიდმა ბრიტანეთმაც გადაწყვიტა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის განცხადებით, ქვეყნის აეროპორტებში ადამიანის სიმაღლის სკანერები დამონტაჟდება. ბრიტანული აეროპორტების ოპერატორი კომპანიის ცნობით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში სკანერების დაყენება "მაშინვე დაიწყება, როგორც კი ტექნიკურად იქნება შესაძლებელი."

ამერიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ძველებურად აპირებენ "ალ კაიდას" განადგურებას, განურჩევლად იმისა, თუ სად იქნება ის ბაზირებული: პაკისტანში, ავღანეთსა თუ იემენში.

სწორედ "ალ კაიდას" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა იემენში დევიდ პეტრეუსის ვიზიტის დროს. პეტრეუსი ქვეყნის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა მიიღო. როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, აშშ იემენს კონტრტერორისტულ ბრძოლაში დახმარებას გაუძლიერებს.

ანალიტიკოსების განცხადებით, სწორედ აშშ უწევდა იემენს სადაზვერვო და სხვა სახის დახმარებას იმ ანტიტერორისტული რეიდების ჩატარებაშიც, რომელთა შედეგადაც 17 და 24 დეკემბერს 60-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.

იემენის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტებთან საბრძოლველად აბიანის, ბაუდასა და შაბვას პროვინციებში სამხედროების დამატებითი რაოდენობა გაგზავნეს. გენერალმა პეტრეუსმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკა იემენს კონტრტერორისტული საქმიანობისთვის ფინანსურ დახმარებას ორჯერ და კიდევ უფრო მეტადაც გაუზრდის.

ამ თანხამ გასულ წელს 67 მილიონი დოლარი შეადგინა. ამაზე დიდი დახმარება იმავე მიზნებისთვის მხოლოდ პაკისტანს აქვს მიღებული - 112 მილიონი დოლარი.

კათოლიკური შობის დღეს ამერიკული თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში ბრალი ედება "ალ კაიდას" სწორედ იმ შტოს, რომელიც იემენში მოქმედებს. ბრალდებები უკვე ოფიციალურად გაახმოვანა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. თავად ტერორისტები კი აცხადებენ, რომ უმარ ფარუკ აბდულმუთალაბს ტერაქტისთვის გასულ წელს ამზადებდნენ, როდესაც 23 წლის ნიგერიელი იემენში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ობამას განცხადება, რომელიც თეთრი სახლის საიტზე განთავსდა, იყო ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ "ალ კაიდას" პირველი ოფიციალური დადანაშაულება მომხდარში. მიმართვის დიდი ნაწილი ობამამ იმ დამატებით ზომებს დაუთმო, რომლებსაც მისი ადმინისტრაცია ამერიკის უსაფრთხოების დასაცავად მიმართავს. მათ შორის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ერაყიდან სამხედრო ძალების გამოყვანაზე, ავღანეთში კონტინგენტის გაზრდასა და იემენში ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ამავე დროს ამერიკის კონგრესი ემზადება, უშიშროების ძალების ხელმძღვანელობას დაუსვას კითხვები, თუ როგორ შეძლო ამერიკის ვიზის მიღება და ტრანსატლანტიკურ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანა იმ ადამიანმა, რომლის შესახებაც უშიშროებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი