RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ტონი ბლერი: დღესაც სადამის ჩამოგდების გადაწყვეტილებას მივიღებდი

ტონი ბლერმა ჩვენება მისცა ინგლისის პარლამენტში შექმნილ კომისიას, რომელიც 2003 წელს ერაყში ომის დაწყების გარემოებებს იძიებს.

24 საათი 01.02.10

ტონი ბლერმა ჩვენება მისცა ინგლისის პარლამენტში შექმნილ კომისიას, რომელიც 2003 წელს ერაყში ომის დაწყების გარემოებებს იძიებს.

ბლერმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა სწორი გადაწყვეტილება იყო და დღესაც ასე მოიქცეოდა.

კომისიის წინაშე გამოსვლისას ბლერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყში შეჭრის გადაწყვეტილების გამართლების მიზნით დაზვერვის მონაცემები გააყალბა. მან ისიც უარყო, რომ აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან საიდუმლო შეთანხმება ერაყში შეჭრამდე ერთი წლით ადრე, 2002 წლის აპრილში გააფორმა. ტონი ბლერის განცხადებით, მას არასდროს უცდია, საიდუმლოდ შეენახა ის, რაც ჯორჯ ბუშის რანჩოზე განიხილებოდა.

"არ შეიძლება ლაპარაკი რაიმე ტყუილზე, შეთქმულებასა და ვინმეს შეცდომაში შეყვანაზე," - განუცხადა მან კომისიას.

როგორც ბლერმა ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, ერაყის მიმართ დამოკიდებულება 11 სექტემბრის მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა და ლიდერებს დაანახა, რომ სადამ ჰუსეინის მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარება იყო საჭირო. ბლერმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ერაყში ქიმიური იარაღის არსებობაზე ინფორმაცია ეჭვს არ იწვევდა. მისი მტკიცებით, ომის დაწყების მიზეზი გახდა ერაყის მიერ გაერო-ს რეზოლუციების დარღვევა და არა ხელისუფლების შეცვლის სურვილი. ბლერის თქმით, გაერო-ს მეორე რეზოლუციას შეიძლება უპირატესობით ესარგებლა, მაგრამ მისი შესრულება სავალდებულო არ იქნებოდა. ამავე დროს, ამერიკას გეგმა იმ შემთხვევისთვისაც ჰქონდა მომზადებული, თუ ბრიტანეთი ერაყში ჯარების გაგზავნაზე უარს იტყოდა.

ბლერის განცხადებით, მან ერაყის ომში მონაწილეობის გადაწყვეტილება სადამ ჰუსეინის წარსულის გამო და მის მიერ გაერო-ს რეზოლუციების 10-წლიანი შეუსრულებლობისთვის მიიღო. როგორც ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, ამ ყველაფრის ფონზე უმოქმედოდ ყოფნა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მისი თქმით, აჯობებს, თუ 7 წლის წინანდელ მოვლენებს არა 2003 წლის კონტექსტში, არამედ 2010 წლის პოზიციიდან განვიხილავთ, რადგან დღეს ერაყი ბირთვული იარაღის წარმოებასა და ტერორისტების მხარდაჭერაში ირანის აქტრიური კონკურენტი იქნებოდა.

მოსმენაზე, რომლის დროსაც ბლერს ხშირად მოჰყავდა ციტატები თავისივე გამოსვლებიდან, პერიოდულად საკმაოდ იძაბებოდა ვითარება, რადგან მაყურებელთა შორის ერაყში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავები იმყოფებოდნენ, რომლებიც ექს-პრემიერის ზოგიერთ პასუხზე მწვავედ რეაგირებდნენ.

ბუშის რანჩოზე შემდგარი განხილვის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემასთან ერთად ბლერმა ისიც დაადასტურა, რომ ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მან მიიღო ამერიკის შეთავაზება, რომელიც დიდ ბრიტანეთს აძლევდა შესაძლებლობას, სამხედრო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა არ მიეღო, თუმცა ბლერმა შეთავაზება უარყო.

"ღრმად ვიყავი დარწმუნებული და ახლაც ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ამერიკასთან ერთად უნდა ვყოფილიყავით, რადგან ჩვენც მათსავით გვჯეროდა ამ ნაბიჯის სისწორე," - განაცხადა ტონი ბლერმა.

ერაყში შეჭრის კანონიერების შესახეს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას ბრიტანეთის ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუში გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციის მიღებას სავალდებულოდ არ მიიჩნევდა და ამ შეხედულებას თავადაც იზიარებდა.

გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა კომისიას განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას მხარს არ დაუჭერდა, თუკი იურიდიულ საკითხებში უმაღლესი სამთავრობო ექსპერტი, ლორდი გოლდსმიტი გადაწყვეტდა, რომ ამისთვის შესაბამისი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა.

კომისიამ ტონი ბლერს იმის შესახებაც ჰკითხა, თუ რატომ შეიცვალა აზრი ლორდმა გოლდსმიტმა, რომელიც თავდაპირველად ომის დაწყებას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, ერაყში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. ბლერის განცხადებით, იურიდიულ საკითხებში უმაღლესი სამთავრობო ექსპერტი " რაიმე დასკვნამდე უნდა მისულიყო " და მან დაასკვნა, რომ მოკავშირეებს ძალის გამოყენებისთვის საკმარისი იურიდიული საფუძველი ჰქონდათ. ბლერის ვარაუდით, გოლდმისტმა ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ინსპექტორებთან ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

რაც შეეხება ბირთვული იარაღის მოქმედებაში მოყვანისთვის საჭირო 45 წუთს, რაზეც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში იყო საუბარი, ბლერის განცხადებით, ამან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ომის დაწყების მომენტში ჰქონდა და კარგი იქნებოდა, თუ გაზეთები ამ მონაცემებს უფ უკეთ განმარტავდნენ.

ახლა უკვე ბლერი აცხადებს, მოხსენებაში არა რაკეტების, არამედ ჩვეულებრივი იარაღის შესახებ იყო საუბარი და დღეს უკვე ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ ჯობდა დაზვერვის მოხსენების ორიგინალი გამოექვეყნებინათ, რათა ყველას ენახა, რამდენად დამაჯერებელი იყო ის. ამავე დროს, ბლერი აცხადებს, რომ ერაყში ბირთვული იარაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ახლა ბევრად უფრო სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე 7 წლის წინ.

ბრიტანეთის ექს-პრემიერის მტკიცებით, ის ბოლო მომენტამდე "სასოწარკვეთილი" ცდილობდა, პრობლემის დიპლომატიურად მოგვარების გზები მოეძებნა, თუმცა საფრანგეთისა და რუსეთის უარის გამო გაერო-ს მეორე რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა.

ამავე დროს, როგორც ბლერი აცხადებს, ჰუსეინი თავის მენციერებს გაერო-ს ინსპექტორებთან თანაშრომლობის უფლებას არ აძლევდა და ერაყის რეჟიმი მნიშვნელოვან მონაცემებს მალავდა. მისი თქმით, ინსპექციის ჩასატარებლად დამატებითი დროის გამოყოფა არაფერს შეცვლიდა და სამხედრო ჩარევა სადამ ჰუსეინის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი იყო.

ბლერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის ერაყში შეჭრას იმ შემთხვევაშიც კი დაუჭერდა მხარს, თუ ერაყში ბირთვული იარაღის არსებობაში დარწმუნებული არ იქნებოდა.

ყოფილი პერმიერის განცხადებით, მასობრივი განადგურების იარაღისა და ერაყში ხელისუფლების შეცვლის საკითხების ერთმანეთისგან დამოუკიდებულად განხილვა არ შეიძლებოდა, რადგან ასეთი იარაღი "მკაცრი და რეპრესიული რეჟიმების" ხელში ჩვეულებრივზე ბევრად მეტ საფრთხეს წარმოადგენს.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი კომისიის კითხვებს 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერ ჯონ ჩილკოტმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, აუცილებლობის შემთხვევაში ბლერი კომისიის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგეს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი