ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განაჩენი გამოუტანეს ხანშიშესულ ქალბატონს, რომელიც ბრალდებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკების - ჰერიონისა და ოპიუმის რეალიზაციის მცდელობაში. ჩეჩნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი გისოსებს მიღმა 11 წელს გაატარებს.
24 საათი 01.02.10
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში განაჩენი გამოუტანეს ხანშიშესულ ქალბატონს, რომელიც ბრალდებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკების - ჰერიონისა და ოპიუმის რეალიზაციის მცდელობაში. ჩეჩნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი გისოსებს მიღმა 11 წელს გაატარებს.
ეს მკაცრი განაჩენი ნალჩიკის მკვიდრს, 70 წლის ელბირა აბაზოვას სტაროპრომისლოვსკის სასამართლომ გამოუტანა. გმოძიების მტკიცებით, აბაზოვას ჰქონდა ერთი კილოგრამი ჰეროინისა და 10 კილოგრამი ოპიუმის გაყიდვის მცდელობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრემ 1,171 კილოგრამი ჰეროინი და 32, 5 კილოგრამი ოპიუმი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკიდან რეალიზაციისთვის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გადაიტანა.
ფედერალური სამსახურის ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩეჩნეთში "შემოწმება" განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ დაკავებული ქალი ჩეჩნეთის მოქალაქე არ იყო. გარდა ამისა, დაკავებამდე, მან მოასწრო ნარკოტიკის გარკვეული ნაწილის რეალიზაცია, რის სანაცვლოდაც 1 მილიონ 777 ათასი რუბლი აიღო.
მისი დაკავებიდან მეორე დღეს, იმ საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, სადაც ხანში შესული ბოროტმოქმედი ცხოვრობდა, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობის ნარკოტიკები აღმოაჩინეს.
ქალაქ გროზნოს სტაროპრომისლოვსკის სასამართლომ აბაზოვა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ჯარიმის სახით 300 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
მსჯავრდებულის დაცვის მხარემ სტაროპრომისლოვსკის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჩეჩნეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში განაჩენი შეუცვლელად დატოვეს.
აბაზოვას მსგავსად, მკაცრი სასჯელი მიუსაჯეს პეტერბურგის მოქალქეს, პენსიონერ ქალს, რომელიც ახალშობილის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
როგორც პეტერბურგის სასამართლომ დაამტკიცა, 63 წლის ნადეჟდა ზაიცევამ, მისი ქალიშვილის ახლად დაბადებული შვილი პოლიეთილენის პარკში ჩადო დ აივანზე გაიტანა, სადაც ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსი იყო.
"ჩვილი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ზაიცევას არ სურდა, აეღო ჩვილის გაზრდისა და აღზრდის პასუხისმგებლობა," - განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა და გაიხსენა, რომ სახლში ქმართან, ორ ქალიშვილთან და რვა წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს სამზარეულოდან მისმა ქალიშვილმა ელენამ დაუძახა, სამზარეულოში შესულმა კი ნახა, რომ მისმა ქალიშვილმა სახლში იმშობიარა. ჩვილი, რომელიც მის ოჯახს არ ჭირდებოდა, გაიყვანა აივანზე, სადაც ახალშობილი გაიყინა და გარდაიცვალა.
დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, რაც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. ისინი ხედავდნენ დაკავებულის ფეხმძიმე ქალიშვილს, რომელსაც შემდგომ ორსულობის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა და არც ჩვილი ჩანდა სადმე.
ნადეჟდა ზაიცევამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მომხდარზე წუხს და ინანიებს. სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, მან ნებაყოფლობით მოუყვა ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.
სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის აღიარება და დაკავებულს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.