RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
ამბები >>

რასმუსენი რუსეთის ახალ დოქტრინას აკრიტიკებს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც საფრთხედ არის მიჩნეული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით, რეალობას არ შეესაბაამება.

24 საათი 08.02.10

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც საფრთხედ არის მიჩნეული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით, რეალობას არ შეესაბაამება.

“უნდა ვთქვათ, რომ ეს ახალი დოქტრინა მსოფლიოს რეალობას არ შეესაბამება. ნატო რუსეთის მტერი არ არის,” - განაცხადა მიუნხენის კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იგივე უთხრა რასმუსენმა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვედრის დროს.

“დოქტრინა არარეალურია და ცალსახად ეწინააღმდეგება ჩვენს მცდელობას, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რუსეთსა და ნატო-ს შორის,” - განაცხადა რასმუსენმა.

ახალი სამხედრო დოქტრინა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაამტკიცა, რომლის შესახებაც რუსეთის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს ხუთშაბათს აცნობა.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ომის ან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე შემცირებულია, არსებობს მიმართულებები, სადაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე ძლიერდება,” - საუბარია დოკუმენტში.

დოქტრინის ავტორების აზრით, პირველ რიგში რუსეთი იმ საფრთხის წინაშე დგას, რასაც ნატო-ს ალიანსის გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება ჰქვია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რუს სამხედროებს ანაღვლებთ, ეს არის რუსეთის საზღვრებთან და მიმდებარე აკვატორიებში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განლაგება და გაძლიერება.

გარდა ამისა, ახალ დოქტრინაში გათვალისწინებულია რუსეთის უფლება, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ ქვეყნის ინტერესებისათვის, რომლის მიზანიც იქნება “რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების დაცვა, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნვეყოფა”.

მიუნხენის კონფერენციაზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და ალიანსის პარტნიორებმა უსაფრთხოების საკითხების მთელი სპექტრი განიხილეს, მათ შორის ავღანეთისა და ირანის პრობლემებიც. ანდერს ფოგ რასმუსენმა არ გამორიცხა მომავალში ავღანეთის ოპერაციაში რუსეთის ჩართვის საკითხიც, თუ ავღანეთიდან ტერორისტული საფრთხე მოიმატებს.

უფრო მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის განაცხადება იმის თაობაზე, რომ ნატო-ს უსაფრთხოებაზე ზრუნვა მის საზღვრებს გარეთ იწყება. რასმუსენის სიტყვებით, ბოლო წლების ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე - მან ტერორიზმი და კიბერსაფრთხე დაასახელა, ძველი მეთოდები აღარ ამართლებს და ალიანსი უნდა გახდეს საერთაშორისო უსაფრთხოების კონსულტაციების ცენტრი.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ გლობალური საფრთხის პირობებში “ჩვენი ტერიტორიული თავდაცვა უნდა დაიწყოს ჩვენს საზღვრებს გარეთ. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაცია ახალ დონეზე - ალიანსის შეერთებით უფრო ფართო სისტემასთან”.

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი