RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ჩილეს მიწისძვრამ 2 მილიონი ადამიანი დააზარალა

ჩილეს ცენტრალურ რაიონებში მომხდარმა მიწისძვრამ მეტ-ნაკლებად დააზარალა 2 მილიონი ადამიანი.

24 საათი 01.03.10

ჩილეს ცენტრალურ რაიონებში მომხდარმა მიწისძვრამ მეტ-ნაკლებად დააზარალა 2 მილიონი ადამიანი.

ასეთი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა გააკეთა.

ბოლო მონაცემებით, მძლავრმა მიწისძვრამ, რომელიც 27 თებერვალს, გამთენიას მოხდა, 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

8.8 ბალის მაგნიტუდის ბიძგებმა წყნარ ოკეანეში ცუნამი გამოიწვია, თუმცა ტალღის სიმაღლე ისეთი სახიფათო არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ.

"სტიქიამ ჩვენს ქვეყანას მძიმე დარტმა მიაყენა, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩალეტმა.

ის კვლავ განაგრძობს ჩვენს გამოცდას, თუ როგორ შევძლებთ უბედურებასთან გამკლავებას და ფეხზე წამოდგომას. ჩვენ მივმართავთ ყველა საშუალებას ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის აღსადგენად, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი."

ბაჩელეტის განცხადებით, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჩილე, შეიძლება ითქვას, რომ მიწისძვრებისთვის არის განწირული - ქვეყანა ე.წ. "წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს - ინდოეთ-ავსტრალიისა და ევრაზიის მიწისქვეშა ფილების შეერთების ადგილას.

მიწისძვრა, დაახლოებით, 35 კილომეტრის სიღრმეზე გრინვიჩის დროით დილის 06:34 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოდან 325 კილომეტრის დაშორებით და სიდიდით მეორე ქალაქ კონსეფსიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ეს ჩილეში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მიწისძვრაა.

ქვეყნის ბევრ რეგიონში დაზიანდა ავტომაგისტრალები, ხიდები, ჩამოინგრა შენობები. სანტიაგოს შემოგარენში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ბევრ დასახლებულ პუნქტს შეუწყდა წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება. დაზიანებულია სატელეფონო კავშირი და ინტერნეტის ხაზები.

მხოლოდ ერთ ადამინისტრაციულ ცენტრში - მაულში 85 ადამიანი დაიღუპა. აგრეთვე დიდია მსხვერპლი სანტიაგოს, ო’ჰიგინსის, ბიო-ბიოს, არაუკანიასა და ვალპარაისოს რეგიონებშიც.

ადგილობრივმა ტელეარხებმა გაავრცელეს კადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ ინგრევა და წყალში ვარდება დიდი ხიდი ქალაქ კონსეფსიონში.

მაშველები კონსეფსიონის დაზარალებულ რაიონებამდე მიღწევას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალიც დაზიანებულია, რის გამოც, ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტი კიდევ, სულ ცოტა, 72 საათის განმავლობაში იქნება დახურული. რეისები არგენტინის მენდოსას აეროპორტში გადაიტანეს.

ცუნამიმ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, ჩილეს სანაპიროსთან მდებარე ხუან-ფერნანდესის კუნძულებს შეუტია. მედიის ცნობით, კუნძულებზე 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა.

ცუნამის მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებით, იაპონიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 მეტრის სიმაღლის ან კიდევ უფრო მაღალმა ტალღება შეიძლება, კონძულ ჰოკაიდოს წყნარი ოკეანის სანაპიროს დაარტყას.

ცუნამიმ ფრანგულ პოლინეზიამდე მიაღწია. აქ სანაპიროს თავს დაატყდა, დაახლოებით, 1.8 მეტრი სიმაღლის ტალღები. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ჰავაიზე ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება მას შემდეგ გააუქმეს, რაც სანაპირომდე ერთ მეტრზე ნაკლები სიმაღლის ტალღებმა მიაღწია, რასაც არავითარი ნგრევა არ მოჰყოლია. მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება დამსვენებლებს კუნძულის სიღრმისკენ გადასვლას სთხოვდა, ტურისტები კი სასტუმროების მე-4 სართულზე მაღლა მდებარე ნომრებში გადაიყვანეს.

განგაში რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ სანაპიროზეც გამოცხადდა, თუმცა საფრთხე რეალური არ აღმოჩნდა.

აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ცუნამის შედეგები მხოლოდ ვალპარაისოს რეგიონში მოჰყვა, სადაც ტალღების სიმაღლე ზღვის ჩვეულ დონეზე 1.69 მეტრით მაღალი აღმოჩნდა.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩილეში, სულ მცირე, 8 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს, რომელთაგან ყველაზე მძლავრის მაგნიტუდამ 6.9 ბალი შეადგინა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, ჩილეს ხელისუფლებას აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს. დახმარებისთვის მზადყოფნა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც გამოაცხადა.

ჩილეში ბოლო მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 1960 წელს მოხდა. მაშინ 9.5 ბალის სიმძლავრის ბიძგებმა 1655 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი